აუცილებელი ნივთები პირველკლასელის ოთახში - რას გვირჩევენ სპეციალისტები?

აუცილებელი ნივთები პირველკლასელის ოთახში - რას გვირჩევენ სპეციალისტები?

საკნატუნო ამბები

15 ივნისი 09:00, 2018 წელი

საბავშვო ოთახი წვრილმან დეტალებამდე უნდა იყოს გათვლილი. ეს ბავშვის მუშაობის პროდუქტიულობაზე, მის განწყობასა და სწავლის სურვილზე პირდაპირ აისახება.

სამუშაო ადგილი


ყველაზე კარგია, თუკი ბავშვს მივანიშნებთ, რომ ის უკვე გაიზარდა. შეუძლია, თავისი ოთახისთვის აუცილებელი ავეჯი შეარჩიოს, თუმცა, მაგიდისა და სკამის არჩევას კრიტიკულად უნდა მივუდგეთ!


პირველკლასელი მოხერხებულად იჯდება სამუშაო მაგიდასთან, რომლის მოდიფიცირება შეიძლება. მაგალითად, აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეგვეძლოს სკამის გადიდება/დაპატარავება. არსებობს ისეთი მაგიდებიც, რომლებიც ბავშვთან ერთად „იზრდება“. მათი სიმაღლე ავტომატურად რეგულირდება. ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მშობელს რამდენიმე წელი არ მოუწევს ახალი ავეჯის შეძენა.


დაბალი თაროები


სკოლის მოსწავლისთვის რთულია მისწვდეს წიგნებს და ალბომებს მაღალ თაროზე. ნახევარი მეტრი - ეს სწორედ ის სიმაღლეა, რომელიც პირველკლასელისთვის ყველაზე კომფორტულია, თუმცა, სხვადასხვა საკანცელარიო ნივთები მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ადგილას უნდა მოათავსოთ.


სწორი განათება


სამუშაო მაგიდა აუცილებლად უნდა განათავსოთ ფანჯარასთან ახლოს. სასურველია, თუკი ფანჯრიდან შემოსული სინათლე ბავშვს მარჯვენა მხრიდან დახედავს (იმ პირობებში, თუკი თქვენი პატარა მარჯვენა ხელით წერს და ცაცია არ არის). თუმცა, კარგი იქნება, თუკი პირველკლასელს დამატებითი განათებაც ექნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი შვილი დამატებით წრეებზე დადის და მეცადინეობა საღამოს საათებში უწევს.


გრიფელის დაფა


ამ დაფაზე თქვენი პატარა თან გაერთობა, დახატავს და თან განვითარდება. ის არ დაიკავებს დიდ ადგილს ოთახში, სამაგიეროდ, პირველკლასელს ძალიან გამოადგება. ბავშვს შეუძლია დაფაზე გააკეთოს საშინაო დავალება, ხოლო თავისუფალ დროს დახატოს. ამგვარი დაფა, ასევე, მოსახერხებელია დედისთვის: დაუწერთ დაფაზე ბავშვს დღის განრიგს და მასთან გაუთავებლად ერთი და იმავეს გამეორება არ დაგჭირდებათ.


სამუშაო ტექნიკა


თანამედროვე ცხოვრება ახალ წესებს გვკარნახობს და ერთ-ერთი მათგანი მოსწავლისთვის კომპიუტერის შეძენაა. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ, მარტივი ლეპტოპით შემოიფარგლოთ. გაითვალისწინეთ, რომ პირველკლასელს დასჭირდება პრინტერი - დავალებებისა და რეფერატების ამოსაბეჭდად.


შემოქმედებითი კუთხე


გრიფელური დაფის მიღმა, პირველკლასელის ოთახში უნდა იყოს ინტერიერის სხვა ნივთებიც. გაითვალისწინეთ ბავშვის ინტერესები და გატაცებები: ეს შესაძლოა, იყოს გიტარა, მოლბერტი და საღებავები, წიგნის თაროები და მოხერხებული სავარძელი, პუფი ან ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც მის შემოქმედებით უნარებს განავითარებს.


საკიდები კედლებზე


საბავშვო ოთახი, როგორც წესი, ძალიან დიდი არასდროს არის და მასში დიდი კარადების განთავსება ყოველთვის ვერ ხერხდება. ამ პრობლემის გადაწყვეტა მარტივია კედლებზე ჩამოკიდებული პატარა თაროების დახმარებით, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ თაროები უნდა განათავსოთ კედელზე ბავშვის თვალის სისწორეზე. ამგვარად მისი ოთახი მუდმივად მოწესრიგებული იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ნივთები უადგილოდ მიყრილი არასდროს ექნება.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

როგორ ჩატარდება და გაკონტროლდება რეგიონული ჩემპიონატი ნარდში „ევროპაბეთზე“

ტურნირი სტარტს 26 ივლისს აიღებს, კვალიფიკაციები 5 ივლისიდან დაიწყება ირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“
დღის ჰოროსკოპი

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა დაინახეთ ერთი შეხედვით? - ფსიქოლოგიური ტესტი ქალებისთვის

პასუხებში ამოიკითხავთ, თუ როგორი მამაკაცი გაგაბედნიერებთ...
დღის ჰოროსკოპი

1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც წინაპრების კარმა იფარავს

უძველესი დროიდან სჯეროდა ხალხს, რომ თაობებს ერთმანეთთან უწყვეტი კავშირი აქვთ. ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი, თითქოს, თავადაც კი გრძნობს, როგორ იფარავენ მას წინაპრები ყველა ხიფათისგან - დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე. 
ამბები

პირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“

●    რეგიონული ტურნირის საპრიზო ფონდი 50 000 ლარია, გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს ●    ონლაინ ჩემპიონატს რეგიონში სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა მასპინძლობს ●    ჩემპიონატში მონაწილეობა „ევროპაბეთზე“ ფასიანი რეგისტრაციითა და უფასო ბილეთით შეიძლება
დღის ჰოროსკოპი

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ურთიერთობა

9 ნაბიჯი, როგორ აღვადგინოთ ურთიერთობა ყოფილთან

ამ სიაში „დათვერი და მიწერე“ რჩევას ვერ ამოიკითხავთ...
დღის ჰოროსკოპი

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

„კონფუცის წერტილი“ - განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილი ჩვენს სხეულზე

ჩინელები ამბობენ, რომ „ადამიანის ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობას 3 წერტილით მართავს: საჭმლის მონელება - „ჩინგისხანის წერტილი“, დროის მართვა - „ცზუ-სან-ლის წერტილი“ და გონების მართვა - „კონფუცის წერტილი“.