რომლებია ბავშვების საყვარელი მულტფილმები?

რომლებია ბავშვების საყვარელი მულტფილმები?

საკნატუნო ამბები

10 აგვისტო 16:00, 2018 წელი

გაიცანით და მოუსმინეთ: გიორგი დანელიას, მაქსიმე მელაძეს, ტაისია ძოწენიძეს, ნუცა რუსიშვილს, დავით გოლეთიანს, ცოტნე ყავლაშვილს, ლილე ქარელიშვილს, გაბრიელ შელიას, გიორგი ხომერიკს, დემეტრე გაბუნიას, ნიაკო ქუთელიასა და ბარბარე ხოჯევანიშვილს.

გიორგი დანელია - 4 წლის



- ჩემი საყვარელი მულტფილმია „მიმიმიშკი“ და ვიქნებოდი რომელიმე დათვი მაგ მულტფილმიდან. ძალიან საყვარელი მულტფილმია ორ დათვზე და ერთ გოგოზე. ტყეში ცხოვრობს ორი მეგობარი დათვი - კეშა და ტუჩკა. კეშას გამოგონებები უყვარს, ტუჩკას კი - ბუნება. მე ვიქნებოდი კეშა, იმიტომ, რომ ძალიან ჭკვიანი და კეთილია. კეშაც კეთილია, ხან კეშა ვიქნებოდი, ხან ტუჩკა.


 


მაქსიმე მელაძე - 5 წლის



- მე მიყვარს მულტფილმი „ვოლი“, რომელიც რობოტზეა. ამ მულტფილმში ბევრი რობოტია. ბოროტი რობოტებიც არიან „ვოლში“, მაგრამ ვოლი ბოროტებს აჯობებს და გაიმარჯვებს. იცი, როგორ მთავრდება? ვოლი მეგობრებთან ერთად ბევრს იმუშავებს დედამიწაზე და პლანეტას ნაგვისგან სულ ბოლომდე გაასუფთავებს. რობოტი ვოლი რომ ვიყო, მეც იგივეს გავაკეთებდი და დედამიწას გავასუფთავებდი.


 


ტაისია ძოწენიძე - 5 წლის



- ჩემი საყვარელი მულტფილმია მძინარე მზეთუნახავი, იმიტომ, რომ მზეთუნახავი იძინებს. მეც მინდა, რომ მასავით დავიძინო, მერე პრინცი მოვიდეს, მაკოცოს და გავიღვიძო. მძინარე მზეთუნახავის გარდა, კიდევ მიყვარს კონკია. კონკიას ბოროტი დები და დედინაცვალი ჰყავს და აბრაზებენ, ცუდად ექცევიან, მაგრამ კონკიაც ვიქნებოდი და ცუდ საქციელებს ვაპატიებდი.


 


ნუცა რუსიშვილი - 5 წლის



- მიყვარს მულტფილმი „კონკია“, იმიტომ, რომ კონკიას ლამაზი კაბა აცვია. მეც მინდა, კონკიასავით ლამაზი კაბა მქონდეს. კონკიას დები და დედინაცვალი არ მომწონს, მაგრამ მეც რომ კონკიას ადგილას ვიყო, ისე მოვექცეოდი მათ, როგორც კონკია ექცეოდა. კიდევ მიყვარს მულტფილმი „ელზა და ანა“. უფრო მეტად ელზა მომწონს, იმიტომ, რომ ყინულებს უშვებს. ჩემს თოჯინებს ელზა და ანა დავარქვი.


 


დავით გოლეთიანი - 3 წლის



- „იუთუბიში“ ვუყურებ გოჭი პეპას. გოჭი პეპა საყვარელი, კეთილი და ნიანგია. პეპა გოჭი ჭკვიანიც არის. ჩხუბობს ხოლმე ხანდახან, მაგრამ მაინც მომწონს.


 


ცოტნე ყავლაშვილი - 7 წლის



- ახლა მულტფილმებზე ხშირად ფილმებს ვუყურებ და ყველაზე მეტად მიყვარს „ჯაშუში ბავშვები 4“. მულტფილმებიდან ყველაზე კარგად მახსენდება „ტომი და ჯერი“, რადგან ძალიან სასაცილოა. ამ მულტფილმში ჯერის ვგულშემატკივრობ ხოლმე. ძალიან ჭკვიანურად ახერხებს ტომისგან თავის დაძვრენას და თან მეცოდება, რომ ეს კატა მოსვენებას არ აძლევს.


 


ლილე ქარელიშვილი - 4 წლის



- მე მიყვარს „მიკი მაუსი“, „სამი გოჭი“ და წითელქუდას ზღაპარი. კიდევ მიყვარს „ტომი და ჯერი“. კიდევ იცი რა მიყვარს? რა მიყვარს და „ელზა და ანა“. მე ძალიან მინდა, ვიყო ელზა, იმიტომ, რომ ელზას კაბა მაქვს. თმები შევიჭერი, თორემ სულ ელზასავით მქონდა. რომ გამეზრდება თმები, ისევ ელზასავით გავიკეთებ, ელზას კაბას ჩავიცვამ და ნამდვილი ელზა ვიქნები.


 


გაბრიელ შელია - 4 წლის



 


- მე მიყვარს მულტფილმი მატარებელზე, რომელიც მიდის დიდ ტყეში. იქ ელოდებიან ცხოველები. ჩასხდებიან მატარებელში და მატარებელს მიჰყავს ზოოპარკში. მატარებლის მძღოლი არის ბეგემოტი. ცხოველებს არ უხარიათ, მატარებელში რომ სხედან, ჩხუბობენ ხოლმე, მაგრამ მაინც მიჰყავს მატარებელს. ხან ლომი ჩხუბობს, ხან სპილო, ხან ვეფხვი. მე ყველაზე მეტად მიყვარს სპილო, იმიტომ რომ მენატრება. კიდევ იმიტომ რომ  სპლიყვი ჰყავს, დიდია და ძლიერი... ჩემი მამიკო კიდევ ბეგემოტია.


 


გიორგი ხომერიკი - 4 წლის



- ჩემი საყვარელი მულტფილმია ტომი და ჯერი. მომწონს, კატა რომ გაეკიდება და თაგვი ემალება. მინდა, რომ ამ მულტფილმში ჯერი ვიყო, რომ კატას თავში ჩაქუჩი ჩავარტყა. ჯერი მეცოდება, იმიტომ რომ ტომი ძალიან აწვალებს და აბრაზებს.


 


დემეტრე გაბუნია - 5 წლის



- მე ვუყურებ ხოლმე ზოოსტარს. ცხოველები არიან მომღერლები, მღერიან, ცეკვავენ და კონცერტები აქვთ. ყველაზე მეტად „სინგში“ მომწონს მაიკი. ყველაზე კარგად მღერის, მიკროფონიც აქვს, ცეკვავს კიდეც. მე მინდა ვიყო ამ მულტფილმიდან მაიკი. „სინგში“ ყველაზე კარგად ცეკვავენ ზღარბები. კიდევ იქ არის ეში, რომელიც უკრავს მუსიკალურ გიტარაზე. ცხოველები ერთმანეთში მეგობრობენ. ბოლოს დიდი შუშები გამოიმტვრა და წყალმა გამოანგრია ყველაფერი. მერე თეატრი აფეთქდა და მომღერლებმა მშენებლებთან ერთად ახალი, უფრო მაგარი თეატრი ააშენეს.


 


ნიაკო ქუთელია - 3 წლის



- მე მიყვარს მინი მაუსი და მიკი მაუსი. მე მინდა ვიყო მინი მაუსი. მინი მაუსის კაბა მაქვს, მამამ მიყიდა. ჩავიცმევ ხოლმე და ბალეტს ვცეკვავ. ბალერინა უნდა გამოვიდე. მერე ნამდვილი მინი მაუსი ვარ. კიდევ მიყვარს გოჭი პეპა. ის საყვარელია, ლამაზია... კეთილი არ არის, მაგრამ მაინც მომწონს. გოჭი პეპა რომ ვიყო, ვითამაშებდი და სხვებსაც გავართობდი.


 


ბარბარე ხოჯევანიშვილი - 4 წლის



- „იუთუბში“ ვუყურებ ხოლმე ტომი და ჯერის, იმიტომ რომ სასაცილო მულტფილმია. თაგვი მეცოდება, მაგრამ რა ვქნა? ამ მულტფილმში მინდა ვიყო ტომი, ოღონდ მე რომ ტომი ვიყო, თაგვს არ გავაბრაზებდი, ვიმეგობრებდით, რძესაც დავალევინებდი და ყველსაც ვაჭმევდი.


 

დღის ჰოროსკოპი

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ.
დღის ჰოროსკოპი

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი და უფასო პროგრამები - „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით Mental Hub გაიხსნა

ბოლო რამდენიმე წელია სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

9 რამ, რაც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ

ტექნიკის ბრენდმა „ზუმერმა“ წინასაგამოცდოდ აბიტურიენტების წახალისება გადაწყვიტა და ვიდეორგოლში ის მომენტები შეკრიბა, რომელიც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ.
ამბები

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?