როგორ მოვიქცეთ კაცთან საწოლში: მნიშვნელოვანი წესები

საკნატუნო ამბები

14 ნოემბერი 23:00, 2018 წელი

პასუხი - „რაღაცნაირად, თავისით აეწყობა“ არ გამოდგება.

 

ის, თუ როგორ „გაგისწორდებათ“ ორივეს, დამოკიდებულია თქვენს ურთიერთობაზე. ქალისთვის მთავარია განწყობა, ხოლო ის, თუ როგორი სექსი გვექნება, შეიძლება ითქვას, ძირითადად, ჩვენზეა დამოკიდებული.


სექსეტიკეტის რჩევები და წესები:


1. ყველაზე პირველი რჩევა - ნუ იქნებით ზარმაცი.
ფრაზა „უბრალოდ დავწვები და თვითონ მომეფეროს“, არ გამოგადგებათ. პასიურ როლში ყოფნის მოყვარულებმაც მოფერებას მოფერებითვე უნდა უპასუხოთ. ასე რომ, გამოძრავდით. აგრძნობინეთ, როგორ მოგწონთ მისი მოფერება. და გააქტიურდით. ნუ გავიწყდებათ, რომ კაცებსაც აქვთ ეროგენული ზონები და მათ პოვნა უნდა.


2. პარტნიორთან სცადეთ ყველაფერი, რაც შეიძლება და არ შეიძლება.
გაუმხილეთ ერთმანეთს ფარული სურვილები. იქნებ, ღირდეს მათი ცხოვრებაში განხორციელება? ითამაშეთ. თუკი თამაშის ნიჭი არ გაქვთ, იყავით ბუნებრივი და უპირატესობა მიანიჭეთ პოზებში ექსპერიმენტებს. სხვათა შორის, ექსპერიმენტებისთვის სახლის სხვადასხვა ოთახები და ადგილებიც გამოგადგებათ (და არამხოლოდ). ისაუბრეთ სექსზე, გაარკვიეთ, ვის რა უფრო მოგწონთ. რომელი პოზაა ძალიან კარგი, რომელი - ნაკლებად. სად ისურვებდით სექსს. შესაძლოა, პარტნიორის შემოთავაზება გულზე არ მოგხვდეთ, თუმცა, ნუ ეტყვით მას კატეგორიულ უარს და, რაც მთავარია, არ დასცინოთ მას, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი გულწრფელი საუბრები საწოლში უკანასკნელი იქნება. უპასუხეთ ისე, რომ თქვენი უარი კატეგორიულად არ ჟღერდეს.


3. ხმამაღლა ისაუბრეთ საკუთარ სურვილებზე.
დიახ, გაჩუმება სექსში რა მოსატანია? სხვანაირად როგორ გააგებინებთ მას, რომ გაგიჟებთ ტერფებზე კოცნა ან ის, რომ პარტნიორი ჭკუიდან გადადის, როდესაც სექსის დროს მისი მარცხენა ხელის ნეკა თითს ძლიერად უჭერთ? ყველა სურვილი, ყველაზე გასაოცარიც კი ხმამაღლა უნდა წარმოთქვათ. ამგვარად, თქვენი სექსი დაუვიწყარი იქნება, ხოლო ურთიერთობა - უფრო მყარი.


4. გიყვარდეთ საკუთარი თავი საწოლში.
უარი უთხარით საკუთარ კომპლექსებს. კაცი, რომელიც თქვენთან სექსით არის დაკავებული, არ აკვირდება, გისვიათ თუ არა ფეხზე მანიკიური. მას ისეთი უყვარხართ, როგორიც ხართ. მოდუნდით, მიიღეთ სიამოვნება და ასიამოვნეთ პარტნიორს საკუთარ გარეგნობაზე ფიქრის გარეშე. თუკი საკუთარი თავი და საკუთარი სხეული გიყვართ, რჩეულიც აუცილებლად შეგიყვარებთ. 


5. მოეკიდეთ სექსს სერიოზულად.
იცით, რას გულისხმობს ეს რჩევა? იმას, რომ სექსის დროს პარტნიორი ძალიან, ძალიან უნდა გიყვარდეთ. მერე რაა, თუკი ეს არ არის ვნებიანი საღამო და ამ ღამით სექსი თქვენთვის, უბრალოდ, ძილის წინ ვარჯიშია. მაინც ასიამოვნეთ მას, უთხარით, რომ გიყვართ და საპასუხოდ აუცილებლად მოისმენთ სასიამოვნო სიტყვებს. არ იზარმაცოთ, რადგან თქვენი სიამოვნება მხოლოდ თქვენს ქმედებებზეა დამოკიდებული. ეს რჩევა აუცილებლად გააუმჯობესებს თქვენი სექსის ხარისხს და, შესაბამისად, სიამოვნებასაც.


 


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს

„ვისოლმა“ რუსთავში,  შარტავას ქ. #4-ში Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურ “სმარტის” სუპერმარკეტთან ერთად გახსნა და ქალაქში მომხმარებელს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმა შესთავაზა.
დღის ჰოროსკოპი

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

საუზმის 5-წუთიანი რეცეპტები, რომლის მომზადებაშიც მხოლოდ ერთი დანადგარია საჭირო

როგორ იწყებთ დილას? არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც საუზმე ნაირნაირ სენდვიჩს, რძის ნაწარმს, კვერცხს, მურაბებს და ბლინებს ნიშნავს; ზოგისთვის კი ჭიქა ყავაც საკმარისია. ასეა თუ ისეა, ყველა ერთხმად თანხმდება: ჯანსაღი და გემრიელი საუზმე, არამხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, არამედ ის დღის ენერგიულად დაწყებაშიც გვეხმარება.  
დღის ჰოროსკოპი

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ევროპაბეთი“თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს

„ევროპაბეთი“ მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უალტერნატივო რეალობას, სათამაშო ინდუსტრიას კი კიდევ ერთ გამოწვევას სთავაზობს. 17 სექტემბრიდან ნარდი, ბურა და დომინო  „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასოა. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობა მსურველებს  0%-ანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეუძლიათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„თბილისის დებატების სკოლა“ აცხადებს მოსწავლეების შერჩევის კონკურსს

საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის (IDEA) წევრი ორგანიზაცია საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE) აცხადებს მოსწავლეთა მიღებას „თბილისის დებატების სკოლაში“, პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, იმ მოსწავლეებს, ვისაც სურს დაეუფლოს დებატების ტექნიკას და კამათის ხელოვნებას, შეუძლიათ შეავსონ აპლიკაციის ფორმა ორგანიზაციის Facebook გვერდზე shorturl.at/dqzQ3
დღის ჰოროსკოპი

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?