50 გულწრფელი რჩევა სექსზე ქალებისგან!

50 გულწრფელი რჩევა სექსზე ქალებისგან!

საკნატუნო ამბები

23 ნოემბერი 23:00, 2018 წელი

ქალებს სთხოვეს, ჩამოეყალიბებინათ, რა სურთ სექსში. მათ სიხარულით წამოიძახეს: „როგორც იქნა!“ და დაიწყეს:

 

კაცობრიობა უკვე დიდი ხანია დაკავებულია სექსით, მაგრამ ამ საკითხში სრულყოფილებას მაინც ვერ მივაღწიეთ. იქნებ, ქალების კონკრეტული რჩევები სექსის შესახებ დაგვეხმაროს საკუთარი მაჩვენებლების გაუმჯობესებაში?


რჩევები ყოველგვარი რევერანსისა და პირობების გარეშე. მაშ ასე:


1. პრელუდია, მინიმუმ, 13 წუთი უნდა გაგრძელდეს - ეს დრო ქალს სჭირდება კაცთან შესაჩვევად და ამის შემდეგ, სექსზე უარის მიღების ნაკლები შანსია.


2. როდესაც ქალი ახლოსაა ორგაზმთან, არ შეცვალოთ რიტმი.


3. ნუ „გადაეკიდებით“ მხოლოდ კლიტორს. არ დაგავიწყდეთ, რომ კლიტორის გარშემოც უამრავი ნერვული დაბოლოებაა.


4. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ქალს ორგაზმის მიღება ყველაზე მეტად, ასე ვთქვათ, მოსაწყენ, მისიონერულ პოზაში უადვილდება: ამ დროს G წერტილისა და კლიტორის სტიმულაცია ერთდროულად ხდება.


5. თუკი გრძნობთ, რომ ეაკულაცია ახლოსაა, მაგრამ სასიამოვნო პროცესის გახანგრძლივება გსურთ, გაწიეთ სათესლე ჯირკვლები უკან და დაბლა.


6. აი, თუკი ორგაზმის დაჩქარება გსურთ, სათესლე ჯირკვლები შორისში მოაქციეთ და მოუჭირეთ.


7. სხვათა შორის, თუკი G წერტილი ბურჟუა მეცნიერების გამოგონილი არაა! ის საშოს წინა კედლის შუა ნაწილში მდებარეობს.


8. მაგრამ გაითვალისწინეთ: ზოგიერთ ქალს სულაც არ სიამოვნებს G წერტილის სტიმულაცია. ამ შემთხვევაში უმჯობესია, კლიტორთან ტრადიციული გზით იურთიერთოთ.


9. ნივთიერებების კონცენტრაციის პიკი, რომელიც ქალებში სექსუალურ ლტოლვას იწვევს, მენსტრუაციული ციკლიდან მე-9 დღიდან მე-14 დღის ჩათვლით ხდება. თუმცა, ფრთხილად: ამ დღეებშივე იწყება ქალებში ოვულაცია.


10. დაუმასაჟეთ ქალს ფეხის დიდი თითი. ამგვარად, არა მხოლოდ შთაბეჭდილებას მოახდენთ მასზე, როგორც კაცი, რომელმაც კარგად იცის, როგორ ასიამოვნოს ქალს, არამედ უზრუნველყოფთ სისხლის ნაკადის სრულ მიწოდებას სასქესო ორგანოებზე.  


11. საშუალო სტატისტიკური სექსუალური აქტი 3,5 წუთი გრძელდება, ხოლო ქალს ორგაზმის მისაღწევად, დაახლოებით, 10 წუთი სჭირდება. იცით, როგორც უნდა იმოქმედოთ.


12. არასდროს - არასდროს, გესმით? - არ მოქაჩოთ და დაუტრიალოთ ქალს მკერდის თავები. საერთოდ, საიდან მოიტანეთ, რომ ეს კარგია?


13. შეიზილეთ ლუბრიკანტი პენისზე. შეეცადეთ, ეს შეუმჩნევლად გააკეთოთ - უბრალოდ, რომანტიკული განწყობის შესანარჩუნებლად.


14. დაიწყეთ კუნილინგუსით: ამის შემდეგ ქალს აუცილებლად მოუნდება დაკავდეს ველური სექსით. თქვენც იქვე ხართ და ისიამოვნეთ.


15. ყურის ბიბილოზე მსუბუქი კბენა და ბიბილოს ოდნავი დასველება მხოლოდ ყველაზე უგულო არსებას არ მოეწონება.


16. სექსის ეტიკეტისა და კარგი ტონის გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა გააფრთხილოთ ქალი, რომ ორგაზმთან ძალიან ახლოს ხართ, განსაკუთრებით, თუკი ის ორალური სექსით არის დაკავებული. 


17. როგორი ძლიერი სურვილიც არ უნდა გქონდეთ ორალური სექსის, არასდროს მიუთითოთ ქალს ამის შესახებ თავზე ხელის დაჭერით ქვედა მიმართულებით. ეს არაჯენტლმენურია.


18. ხოლო თუკი ის უკვე არის დაკავებული თქვენთან ორალური სექსით, არავითარ შემთხვევაში არ დააჭიროთ თავზე ხელი. პარტნიორმა ამ დროს თავი მაქსიმალურად თავისუფლად და კომფორტულად უნდა იგრძნოს, როგორც მინიმუმ, არ უნდა დაიხრჩოს, ხოლო მაქსიმუმ, თვითონაც მიიღოს სიამოვნება.


19. თუკი თქვენი პარტნიორი ფუმფულაა, ნუ დაუწყებთ მას მტკიცებას, რომ გამხდარია. უმჯობესია, აღფრთოვანდეთ მისი ფუმფულა ქალური ფორმებით. თანაც, სწორედ ამიტომ არ აარჩიეთ ეს გოგო?


20. თუკი გსურთ, რომელიმე პორნოგრაფიულ ფილმში ნანახი პოზა გამოსცადოთ, მაგრამ თქვენი პარტნიორი კატეგორიულ უარზეა, შეეგუეთ. ფიზიოლოგია ყველას განსხვავებული აქვს.


21. თუკი საკუთარ პენისს მოფერებით რაიმე მეტსახელი შეარქვით, სასურველია, ეს თქვენსა და პენისს შორის დარჩეს. არ არის აუცილებელი, ამის შესახებ პარტნიორს უთხრათ. 


22. თუკი სექსის შემდეგ ქალი გკითხავთ, რაზე ფიქრობთ, პირდაპირ უპასუხეთ: „იმაზე, რომ სასწაული ხარ!“. ამის შემდეგ შეძლებთ, მშვიდი სინდისით დაიძინოთ.


23. შეანაცვლეთ სწრაფი და ნელი ტემპი, რათა პარტნიორმა არც კოდალას შეგადაროთ და არც ზარმაცას. 


24. გადაუწიეთ პარტნიორს ხელები თავის უკან: ეს მოძრაობა ქალებში სექსუალურ მორჩილებას იწვევს (დაე, გვაპატიონ ფემინისტებმა).  


25. სექსის დროს პარტნიორთან ყოფილი გოგოს სახელი წამოგცდათ? მაგალითად, თამუნა? უცებ გამოასწორეთ შეცდომა და დაამატეთ: „თამუნა... არაფერია შენთან შედარებით!“


26. თუკი სექსის დროს ქალს სახელით საერთოდ არ მიმართავთ, თუნდაც იმ მიზნით, რომ თავი საფრთხეში არ ჩაიგდოთ, ეს ძალიან ცუდია. პირიქით, ქალები გიჟდებიან, როდესაც სექსის დროს მათ სახელს ამბობთ. ასე რომ, ავარჯიშეთ გონება.


27. ქალებს ძალიან მოსწონთ, როდესაც სექსის დროს კაცები კვნესიან. დუმილი და სიჩუმე, თითქოს უკვე 7 წუთია, რაც მოკვდით, ძალიან არასექსუალურია. 


28. თუკი სექსი სამში გაქვთ, მაგრამ გრძნობთ, რომ სიტუაციას ვერ უმკლავდებით, დაფიქრდით, რამდენი კაცი ოცნებობს თქვენს ადგილას ყოფნას. ეს ფიქრები გაგამხნევებთ.


29. თუ გსურთ, ქალს აგრძნობინოთ, რომ სექსი თქვენთვის უბრალოდ სექსი არ არის და ეს პროცესი თქვენთვის სულთა შერწყმაა, სექსის დროს პერიოდულად შეხედეთ მას თვალებში, ოღონდ გულწრფელად.  


30. ნუ დააწვებით ქალს, ბუნებამ ტყუილად კი არ გიბოძათ ხელები და მუხლები, რომლებზეც შეგიძლიათ, მთელი წონა გადაიტანოთ სექსის დროს. 


ჩამონათვალში 50-ის ნაცვლად 30 რჩევა შეგხვდათ? არა უშავს! დანარჩენი 20 რჩევა სულ მალე გამოჩნდება. დაელოდეთ მეორე ნაწილს.


 


 


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

როგორ ჩატარდება და გაკონტროლდება რეგიონული ჩემპიონატი ნარდში „ევროპაბეთზე“

ტურნირი სტარტს 26 ივლისს აიღებს, კვალიფიკაციები 5 ივლისიდან დაიწყება ირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“
დღის ჰოროსკოპი

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა დაინახეთ ერთი შეხედვით? - ფსიქოლოგიური ტესტი ქალებისთვის

პასუხებში ამოიკითხავთ, თუ როგორი მამაკაცი გაგაბედნიერებთ...
დღის ჰოროსკოპი

1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც წინაპრების კარმა იფარავს

უძველესი დროიდან სჯეროდა ხალხს, რომ თაობებს ერთმანეთთან უწყვეტი კავშირი აქვთ. ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი, თითქოს, თავადაც კი გრძნობს, როგორ იფარავენ მას წინაპრები ყველა ხიფათისგან - დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე. 
ამბები

პირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“

●    რეგიონული ტურნირის საპრიზო ფონდი 50 000 ლარია, გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს ●    ონლაინ ჩემპიონატს რეგიონში სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა მასპინძლობს ●    ჩემპიონატში მონაწილეობა „ევროპაბეთზე“ ფასიანი რეგისტრაციითა და უფასო ბილეთით შეიძლება
დღის ჰოროსკოპი

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ურთიერთობა

9 ნაბიჯი, როგორ აღვადგინოთ ურთიერთობა ყოფილთან

ამ სიაში „დათვერი და მიწერე“ რჩევას ვერ ამოიკითხავთ...
დღის ჰოროსკოპი

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?