ზოდიაქოს რომელ ნიშანს აქვს გამდიდრების შანსი?

ზოდიაქოს რომელ ნიშანს აქვს გამდიდრების შანსი?

საკნატუნო ამბები

18 დეკემბერი 14:00, 2018 წელი

თუ ასტროლოგია თქვენი ჰობია, ეს ინფორმაცია აუცილებლად დაგაინტერესებთ.

12. მშვილდოსნები ძალიან ძნელად გაუწევენ კონკურენციას თავიანთ მდიდარ თანატოლებს.



მშვილდოსნები ადვილად იღებენ სიახლეებს, უყვართ ექსპერიმენტები და ცუდად ესმით გარშემომყოფების. ოღონდ ეს ყოველთვის არ უშლით ხელს, ფინანსურ წარმატებას მიაღწიონ. ამ ჩამონათვალში დიდ ფულს ყველა შოულობს, მაგრამ საინტერესოა, რომ მაღალანაზღაურებადი მშვილდოსნები ამ სიის მხოლოდ 2.7%-ს შეადგენენ.


Jay Z და სკარლეტ იოჰანსონი - ორი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მშვილდოსანი ჰოლივუდში.


11. ტყუპები არც ისე ბევრად უსწრებენ მშვილდოსნებს.



ტყუპები სიის 2,95%-ს შეადგენენ. ისინი მახვილგონიერები არიან და სწრაფად აზროვნებენ. მაგრამ მათი სიმბოლოს გათვალისწინებით, ხშირად გაორებულები არიან.


ჰენდრიკ ლამარი და პოლ მაკარტნი - ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტყუპები.


10. როცა გასართობ ინდუსტრიაში საქმე ჯეკპოტის მოხსნაზე მიდგება, თევზების არტისტიზმი ვერ გადაწონის მათს პასიურ ბუნებას.



თევზები ძალიან ნიჭიერები და ემპათიურები არიან. თუმცა, ამასთანავე, ძალიან პასიურებიც, რაც ხელს უშლით ბევრი ფულის შოვნაში. ეს ნიშანი 7.88%-ია ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილებისა.


ფლოიდ მეივეზერი, სტეფან კარი და რიანა - ყველაზე მაღალანაზღაურებადი თევზები, რომლებიც „ფორბსის“ სიაში მოხვდნენ.


9. კირჩხიბები ემოციურები არიან, ამიტომაც ვერ მოხვდნენ ლიდერთა შორის.



კირჩხიბები ამ სიის 8.02%-ს შეადგენენ. ისინი გამოირჩევიან ემოციურობითა და გამჭრიახობით.


კევინ ჰარტი და ლიუკ ბრაიანი - ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კირჩხიბები.


8. ვერძს არ ჰყოფნის ლიდერის თვისებები მთელი ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.



ვერძები კარგ ლიდერებად მიიჩნევიან. მაგრამ ისინი, ამასთანავე, თავშეუკავებლები და იმპულსურები არიან. ეს კი არც ისე საუკეთესო თვისებებია ფულის საშოვნელად. ამ ნიშანმა სიის 8.05% შეადგინა.


ლედი გაგა, რობერტ დაუნი-უმცროსი და ელტონ ჯონი - ვერძები, რომლებიც „ფორბსის“ სიაში მოხვდნენ.


7. მორიელები სრულიად არაპროგნოზირებადები არიან, როცა საქმე ფულის შოვნას ეხება.



მორიელები სიის 8.15%-ს შეადგენენ. მათ მგზნებარე ხასიათი და ინტელექტუალური ბუნება აქვთ, მაგრამ ამავდროულად შურიანები და მესაკუთრეები არიან.


დრეიკი, კრის ჯენერი და რასელ უეტსბრუკი - ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მორიელები ჰოლივუდში.


6. ლომი კომპანიის სული და გულია, მაგრამ არ ჰყოფნის სერიოზულობა, დანარჩენ ნიშნებს რომ კონკურენცია გაუწიოს და მათზე ბევრი ფული იშოვოს.



ლომები ამპარტავნები არიან და გართობა უყვართ. ეს საკმარისია, რომ გახდნენ ცნობილები, მაგრამ არა წარმატებული ბიზნესმენები. ლომების წილი 8.79%-ია შოუბიზნესის 100 ყველაზე მაღალანაზღაურებად წარმომადგენელს შორის.


კაილი ჯენერი, კრის ჰემსვორტი და ჯ.კ.როულინგი - შოუბიზნესის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ლომები.


5. სასწორები დიპლომატები არიან, მაგრამ ეს არც ისე კარგი თვისებაა, როდესაც ფულის შოვნა გინდა.



სასწორები ცნობილები არიან თავიანთი მშვიდობისმყოფელობისადმი მიდრეკილებით, ისინი ყველაფრის დაბალანსებას ცდილობენ. საუბედუროდ, ჰარმონიის ძიებისას სასწორები ლომის წილ ფულს კარგავენ. ამ ნიშანმა ტოპასეულის 8.8 პროცენტი შეადგინა.


ჯუდიტ შეინდლინი, ბრუნო მარსი და ტეილორ სვიფტი - სამი, ასე თუ ისე, მაღალანაზღაურებადი სასწორი.


4. ქალწულთა პერფექციონიზმი გასართობ ინდუსტრიაშიც ფასდება.



ქალწულებმა „ფორბსის“ სიის 9.62% შეადგინეს. ისინი ცნობილნი არიან თავიანთი სკრუპულოზურობითა და პერფექციონიზმით.


დოქტორი ფილ მაკგროუ, ბიონსე და პინკი - ქალწულები, რომლებიც ტოპასეულში მოხვდნენ.


3. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ შრომისმოყვარე თხის რქები ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ზოდიაქოების სამეულში მოხვდნენ.



ყველასთვის ცნობილია, რომ თხის რქები შრომაჰოლიკები არიან, რომლებიც თავად იკვლევენ ცხოვრებაში გზას. ამ ნიშანმა სიის 11.13% შეადგინა.


რაიან სიკრესტი, The Weeknd, ჯიმი ბაფერტი, კელვინ ჰარისი და ჰოვარდ სტერნი - ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი თხის რქები გასართობ ინდუსტრიაში.


2. მერწყულებს სახლში არც ისე ცუდი შემოსავალი მიაქვთ.



მერწყულების წილი გასართობი ინდუსტრიის 100 ყველაზე მაღალანაზღაურებად წარმომადგენელს შორის 11.23%-ია. ტყუილად არ მიიჩნევენ მათ ჭკვიან ადამიანებად, რომელთაც ურთიერთობების დალაგება შეუძლიათ.


ედ შირანი, კრიშტიანუ რონალდუ და ელენ დეჯენერესი მერწყულის ნიშნით დაიბადნენ.


1. კუროს, როგორც ჩანს, სხვებზე უკეთ ეხერხება გართობა.



„ფორბსის“ სიის 12.68% კუროს ნიშნითაა დაბადებული. ზოდიაქოს ეს ნიშანი ხშირად ასოცირდება ჯიუტ და გადაწყვეტილების სწრაფად მიმღებ ადამიანებთან.


ჯორჯ კლუნი, ჯეინ „სკალა“ ჯონსონი და ჯეფი სეინფელდი - ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი კუროები ჰოლივუდში.

დღის ჰოროსკოპი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

9 რამ, რაც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ

ტექნიკის ბრენდმა „ზუმერმა“ წინასაგამოცდოდ აბიტურიენტების წახალისება გადაწყვიტა და ვიდეორგოლში ის მომენტები შეკრიბა, რომელიც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ.
ამბები

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

როგორ ჩატარდება და გაკონტროლდება რეგიონული ჩემპიონატი ნარდში „ევროპაბეთზე“

ტურნირი სტარტს 26 ივლისს აიღებს, კვალიფიკაციები 5 ივლისიდან დაიწყება ირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“
დღის ჰოროსკოპი

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?