ბავშვების საახალწლო სურვილები - „შპარგალკა“ მშობლებისთვის

ბავშვების საახალწლო სურვილები - „შპარგალკა“ მშობლებისთვის

საკნატუნო ამბები

27 დეკემბერი 16:00, 2018 წელი

რატომ გიყვარს ახალი წელი და რას ისურვებდი საჩუქრად თოვლის ბაბუისგან? „ფანტაიმის“ მიერ დასმულ ამ კითხვებს ისეთი საინტერესო და გულწრფელი პასუხები გასცეს პატარებმა, არ შეგვეძლო, თქვენთვისაც არ გაგვეზიარებინა...

ელენე ყიფიანი, 5 წლის



- ახალი წელი მიყვარს იმიტომ, რომ თოვლი მოდის და თოვლში სულ ვგუნდაობ. გუნდებს ვაკეთებ და ბავშვებს ვესვრი. ნაძვის ხე უნდა გავაწყო ლამაზად, თოვლის ბაბუს სათამაშო მაქვს და ნაძვის ხის ქვეშ დავდებ. ყველაზე მეტად მიყვარს თოვლის ბაბუს ნამცხვრები, ბებოსთან და დედიკოსთან ერთად უნდა გამოვაცხო. კიდევ იმიტომ მიყვარს ახალი წელი, რომ საჩუქრები მოაქვს თოვლის ბაბუას. უკვე გავუგზავნე წერილი. მინდა, მომიტანოს ლოლის თოჯინა, კიდევ ბარბების სახლი და ბარბების სახლის რაღაცები და თოჯინის პატარა აბაზანა. შარშან თოვლის ბაბუას შეეშალა და სხვა საჩუქარი მომიტანა, მაგრამ არა უშავს, მაინც მომეწონა.


ნიკალა ქადაგიშვილი, 8 წლის



ახალი წელი იმიტომ მიყვარს, რომ ვქეიფობთ ხოლმე, ვმხიარულობთ და თოფებს ვისვრით. ნაძვის ხე დეიდასთან ერთად მოვრთე და ძალიან ლამაზი გამოვიდა. თოვლის ბაბუას წერილებს არ ვწერ ხოლმე. თვითონ მოაქვს საჩუქრები და ნაძვის ხის ქვეშ მიტოვებს. ყოველთვის მომწონს მისი არჩეული სათამაშოები. ერთხელ წერილიც მომწერა. ძალიან კარგი ბიჭი ხარ და იმსახურებ საჩუქარსო. ძალიან მინდა, შევხვდე თოვლის ბაბუას და ვკითხო, ამდენ საჩუქარს როგორ არჩევს ან როგორ ასწრებს ყველა ბავშვის დასაჩუქრებას. ვიცი, რომ ლაპლანდიაში ცხოვრობს, ირმები ჰყავს, რომლებიც საჩუქრების დარიგებაში ეხმარებიან. ახლა ვაპირებ, დედიკოს დავუხატო ნაძვის ხე თოვლის ბაბუასთან ერთად და ახალ წელს ვაჩუქებ. დედა მეუბნება ხოლმე, სანტას საჩუქარი ხარო, იმიტომ, რომ 30 დეკემბერს დავიბადე. დედიკო მიყვება ხოლმე, რომ დავიბადე, სამშობიაროდან მეორე დღესვე გამომიყვანა და თავზე ირმის რქები დამადო. არ უნდოდა სამშობიაროში ყოფნა ახალ წელს, გაბრაზდა და წამომიყვანა. ექიმები არ უშვებდნენ და ხელწერილი დაწერა, რომ მისი ნებით მიდიოდა სახლში. ახალ წელს ჩემს ნიკალასთან ერთად სახლში უნდა შევხვდეო. მე რომ თოვლის ბაბუა ვიყო, გადმოვფრინდებოდი ლაპლანდიიდან და პირველ რიგში დავასაჩუქრებდი დედიკოს და მამიკოს, მერე სხვებს. დედიკოს შევურჩევდი ლამაზ ჩანთას, მამიკოს - საათს.


 


ლაშა სოროზანაშვილი, 8 წლის



ვიცი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს. საჩუქრები დედას და მამას მოაქვთ. იცი, როგორ მივხვდი? აი, მფრინავი ირმები ხომ არ არსებობენ? მიუხედავად იმისა, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, წერილს მაინც ვუწერ, იმიტომ, რომ დედიკომ და მამიკომ ნახონ. ახალი წელი ძალიან მიყვარს. ოჯახის წევრებთან ერთად ვრთავ სახლსა და ეზოს. საახალწლოდ მინდა ჰოვერბორდი და დრონი. კარგი იქნება, ახალი წელი წელიწადში ორჯერ იყოს. მე რომ თოვლის ბაბუა ვიყო, ყველა ბავშვს მივუტანდი საჩუქარს, არ აქვს მნიშვნელობა, კარგად სწავლობენ თუ ცუდად, კარგად იქცევიან თუ ცუდად. მაინც სულ ყველას გავახარებდი.


ანი ასათიანი, 9 წლის



- ახალი წელი იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან ბრჭყვიალა, სახალისო და ჯადოსნური დღესასწაულია. ძალიან ლამაზი სათამაშოებით მოვრთე ნაძვის ხე. მჯერა, რომ თოვლის ბაბუა წელსაც შემისრულებს სურვილებს. ვიცი, რომ ლაპლანდიაში ცხოვრობს, ჯადოსნური ირმები ჰყავს, რომლებიც ძალიან სწრაფად დაფრინავენ და ასე ასწრებს ყველა ბავშვის დასაჩუქრებას. წერილი უკვე გავუგზავნე. ერთი საჩუქარი დავაბარე მარტო. მინდა, პატარა, ფუმფულა და საყვარელი ლეკვი. სახელი ჯერ არ შემირჩევია, მაგრამ, ლეკვს რომ დავინახავ, უცებ მოვიფიქრებ. ცუდია, რომ თოვლის ბაბუას ვერ ვნახულობ. როცა მძინავს, მაშინ მოდის. კარგი იქნებოდა, ახალი წელი ორჯერ ან სამჯერ იყოს წელიწადში. ვინც კარგად იქცევა, თოვლის ბაბუა ჩუქნის საჩუქრებს. ვინც ცუდად იქცევა ან ცუდად სწავლობს, ასეთ ბავშვებთან არ მიაქვს საჩუქრები. მე მთელი წელი კარგად ვიქცეოდი, ამიტომ ვიმსახურებ საჩუქარს.


 


ნია ჭყონია, 11 წლის



ახალი წელი მიყვარს. ჩემთვის გამორჩეული დღესასწაულია. ოჯახთან ერთად დიდ დროს ვატარებ. ყველაზე მეტად ამ დღესასწაულზე საჩუქრების ჩუქება მიყვარს, თუმცა, მე რომ მჩუქნიან, ეგეც ძალიან მსიამოვნებს. ნაძვის ხე მე და დედიკომ მოვრთეთ, ძალიან ლამაზი გამოვიდა. თოვლის ბაბუის არსებობის არ მჯერა, მაგრამ ზოგჯერ წერილს ვუწერ ხოლმე. მაგალითად, შარშან დავუწერე, წელსაც ვაპირებ, დავუწერო, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია, რა მინდა. ახალ წელს ყველაზე გემრიელად ჩურჩხელას მივირთმევ ხოლმე.


 


სანდრო ტერტეროვი, 5 წლის



- მე ბუნებრივი ნაძვის ხე მაქვს და ლამაზად მოვრთე. თოვლის ბაბუას წერილი დავუწერე. კარგად ვიქცევი, დედიკოს არ ვაბრაზებ. მინდა, სკეიტბორდი და კომპიუტერი მომიტანოს. მე რომ თოვლის ბაბუა ვიყო, ბიჭებს მანქანებს ვაჩუქებდი, გოგოებს - თოჯინებს.


 


ანასტასია ხარებაშვილი, 9 წლის



ახალი წელი განსაკუთრებით მიყვარს, იმიტომ, რომ მთელი ოჯახი ვიკრიბებით და ერთად ვართ. ვაწყობთ ნაძვის ხეს და ვართ ოჯახურ გარემოში. საახალწლოდ დედასთან ერთად გემრიელ კექსს ვამზადებ. გოზინაყსაც ვაკეთებთ. სამზარეულოში ფუსფუსი დედიკოსთან ერთად ძალიან მიყვარს. ახლა უკვე 9 წლის ვარ და ვიცი, თოვლის ბაბუა არ არსებობს. პირდაპირ ვეუბნები დედიკოს და მამიკოს ჩემს სურვილებს. მაგრამ იცი, რაა, თან მჯერა თითქოს თოვლის ბაბუის და თან - არა. ვფიქრობ, წელს მაინც დავუწერ წერილს და დავაბარებ, მომიტანოს ტელეფონის საათი. თუ მართლა არსებობს თოვლის ბაბუა და ოდესმე შევხვდები, ვკითხავ, წელიწადში ერთხელ რატომ ჩნდება ან ამდენი საჩუქრის დარიგებას როგორ ასწრებს. ვცდილობ, ოჯახის წევრებსაც გავუკეთო საჩუქრები. წელს ვაპირებ, ჩემი ხელნაკეთი ნივთები ვაჩუქო. მინდა, 2019 წელს თოვლის ბაბუს პირისპირ შევხვდე. მინდა, ყველა ბედნიერი იყოს და ყველა ბავშვი თავის დედიკო-მამიკოსთან იყოს.


 


ანა მარკოზაშვილი, 9 წლის



- მიყვარს ახალი წელი. ამ დღეს მთელი ოჯახი ვიკრიბებით, ერთად ვშლით სუფრას, სტუმრად დავდივართ, მეგობრებსა და ახლობლებს ვულოცავთ. ყოველ ახალ წელს ბუნებრივი ნაძვის ხე გვაქვს, რომლის მორთვაშიც მთელი ოჯახი ვმონაწილეობთ. მჯერა, რომ თოვლის ბაბუა არსებობს. წერილი ჯერ არ დამიწერია, მაგრამ მინდა, დავაბარო მაინქრაფტის ლეგო და Powerpuff Girls-ისა და ხულიგნების ფიგურები. პატარა რომ ვიყავი, ახალი წლის ღამეს მაძინებდნენ და დილას მხვდებოდა თოვლის ბაბუს საჩუქრები. რაც გავიზარდე, აღარ ვიძინებ, ოჯახთან ერთად ვხვდები ახალ წელს და საჩუქარი ხან ნაძვის ხის ქვეშ მხვდება, ხან - კარებთან.


 


დალიკო ჯვარშეიშვილი, 12 წლის



ახალი წელი იმიტომ მიყვარს, რომ მთელი ოჯახი ერთად ვართ და მიხარია. ერთად რომ ვართ შეყუჟულები და ყველანი გახარებულები ვართ, ეგ მიყვარს. სულ ვცდილობ, ოჯახის წევრებს საჩუქრები გავუკეთო. წელს ვაპირებ, რამე საინტერესო წერილი დავუწერო, თუმცა, შარშან დედიკოს სახის კრემი ვაჩუქე და მამიკოსაც ძალიან ლამაზი სუვენირი. თოვლის ბაბუის უკვე არ მჯერა. ვიცი, რომ გამოგონილი პერსონაჟია, შესაბამისად, წერილსაც არ ვუწერ და პირდაპირ მშობლებს ვუმხელ სასურველ საჩუქრებს. ახალი წლის საჩუქრად მინდა მაისურები. ახლა ერთი სული მაქვს, გამოცდები დავასრულო და საახალწლო საჩუქრებზე საფიქრელად დიდი დრო არ მაქვს.


 


ოთო სოროზანაშვილი, 10 წლის



- ძალიან მიყვარს ახალი წელი, რადგან კარგი დღესასწაულია არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველასთვის. ამ დღეს ძალიან მხიარულად და კარგად ვხვდები. მიყვარს ნაძვის ხის გაწყობა. საჭმელების მოყვარული დიდად არ ვარ, გოზინაყზეც არ ვგიჟდები, აი, ჩურჩხელა ძალიან მიყვარს. ჩემს ასაკში, დიდი ალბათობით, არ სჯერათ, რომ თოვლის ბაბუა არსებობს, მაგრამ მე მჯერა. წერილს ვუწერ ხოლმე და წელსაც დავაბარე პულტიანი დიდი მანქანა. მე რომ თოვლის ბაბუა ვიყო, ყველა ბავშვს შევუსრულებდი სურვილებს, გულს არავის დავწყვეტდი.


 

დღის ჰოროსკოპი

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ.
დღის ჰოროსკოპი

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი და უფასო პროგრამები - „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით Mental Hub გაიხსნა

ბოლო რამდენიმე წელია სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

9 რამ, რაც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ

ტექნიკის ბრენდმა „ზუმერმა“ წინასაგამოცდოდ აბიტურიენტების წახალისება გადაწყვიტა და ვიდეორგოლში ის მომენტები შეკრიბა, რომელიც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ.
ამბები

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?