ვარსკვლავთა ხანმოკლე ქორწინებები

საკნატუნო ამბები

8 იანვარი 13:00, 2019 წელი

ბრიტნი სპირსის ქორწინება 55 საათი გაგრძელდა, კიმ კარდაშიანის - 72 დღე, კარმენ ელექტრა 9 დღით „გათხოვდა“... - ვარსკვლავები ნაუცბადევად ქორწინდებიან, მერე კი აღმოაჩენენ, რომ შეცდომა დაუშვეს... 

ბრიტნი სპირსი და ჯეისონ ალექსანდრი



მომღერალი ბრიტნი სპირსი, სამწუხაროდ, დღემდე ვერ შეხვდა იმ „ერთადერთს“. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გათხოვილი არ ყოფილა. ამ ლამაზმანს ზურგსუკან ორი ქორწინება აქვს მოტოვებული, რომლებიდანაც ერთ-ერთი, სულ რაღაც, 55 საათი გაგრძელდა. 2004 წლის 3 იანვარს ლას-ვეგასში ბრიტნი თავის სკოლის მეგობარს ჯეისონ ალექსანდრს გაჰყვა ცოლად. მეორე დღეს რაღაც ისე არ წავიდა და ახალდაქორწინებულებმა გაყრა გადაწყვიტეს. ერთ-ერთ ინტერვიუში თავისი ეს ორაზროვანი საქციელი ბრიტნიმ ასე ახსნა: „უბრალოდ, მინდოდა გამეგო, რა შეგრძნებაა - იყო გათხოვილი“. იმედია, მომავალში ბრიტნი სპირსი უფრო თავდაჯერებული იქნება თავის გადაწყვეტილებაში.


კიმ კარდაშიანი და კრის ჰემფრისი



ეს ახლა ჩვენ გვეჩვენება, რომ ტელედივა კიმ კარდაშიანი ბედნიერად ცხოვრობს კანე უიტსონთან ერთად. სანამ თავისი შვილების მამას შეხვდებოდა, ვარსკვლავი ორჯერ იყო გათხოვილი. და ერთ-ერთი ქორწინება მხოლოდ 72 დღე გაგრძელდა. 2013 წელს კიმი ცოლად გაჰყვა კალათბურთელ კრის ჰემფრისს: ქორწილი გრანდიოზული იყო. დღესასწაული პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა სერიალ Keeping Up With Kardashians-ის ფარგლებში. ამისთვის ოჯახს 15 მილიონი დოლარი გადაუხადეს, ქორწილის ექსკლუზიურ ფოტოებში კი დამატებით - 2.5 მილიონი დოლარი. მაგრამ ეს არ აღმოჩნდა გარანტი ახალგაზრდა ცოლ-ქმრისთვის, რომლებმაც არა მარტო გაყრაზე შეიტანეს განცხადება, არამედ ქორწინების უსწრაფესად ანულირებაც მოითხოვეს. შოკირებულმა ქმარმა კომპენსაცია მოითხოვა მორალური ზიანის მიყენებისთვის, თუმცა ვერაფერიც ვერ მიიღო.


კარმენ ელექტრა და დენის როდმანი



კარმენ ელექტრა ცხრა დღით „გათხოვდა“. 1998 წელს, ერთ-ერთი ხმაურიანი წვეულების შემდეგ, მომღერალმა და ყოფილმა კალათბურთელმა გადაწყვიტეს, შეუღლებულიყვნენ. კარმენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ სპონტანურად მიიღო. სპორტსმენი მეორედ 2003 წელს დაქორწინდა, თუმცა ოჯახური ცხოვრება არც ამჯერად აეწყო. როდმანის ყოფილმა ცოლმა ის ძალადობასა და ღალატში დაადანაშაულა. ასე რომ, კარმენს ძალიან გაუმართლა - ის დროზე მოეგო გონს.


რენე ზელვეგერი და კენი ჩესნი



მართალია, მსახიობი რენე ზელვეგერი ერთხელ იყო გათხოვილი, მაგრამ როგორ! 2005 წელს მსახიობი ცოლად გაჰყვა ამერიკელ ქანთრის შემსრულებელს კენი ჩესნის. ქორწილი იყო მდიდრულიც და რომანტიკულიც, მაგრამ ოჯახური ცხოვრება ნახევარ წელსაც არ გაგრძელდა. ცნობილები 4-თვიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ. მოგვიანებით კენიმ ყოფილ მეუღლეს სიმღერაც მიუძღვნა, სახელწოდებით Memory („საუკეთესო მოგონება“). რენე კი, თავის მხრივ, ჯერაც ვერ შეხვდა თავის უფლისწულს.


ჯენიფერ ლოპესი და კრის ჯადი



2001 წელს მომღერალი ჯენიფერ ლოპესი მეორედ გათხოვდა. მისი რჩეული გახდა მისივე გუნდის მოცეკვავე კრის ჯადი. ამ ახალგაზრდა კაცთან ლომ ცოტა ხანს იცხოვრა - სულ რაღა, 4 თვე, სამაგიეროდ განქორწინება გაიწელა 2003 წლამდე. სანამ ოფიციალურად განქორწინდებოდა, ჯენიფერმა რომანი გააბა მსახიობ ბენ აფლეკთან და მასზე გათხოვებასაც კი აპირებდა. თავის მხრივ, არც კრისი დარჩა წაგებული - ამ გაყრით მან 15 მილიონი დოლარი იშოვა.


ედი მერფი და ტრეისი ედმონდსი



მსახიობი ედი მერფი, რომელსაც 8 შვილი ჰყავს და ურთიერთობაშიც ბევრთან ყოფილა, 2008 წელს მოულოდნელად დაქორწინდა. მისი რჩეული ბიზნესმენი ტრეისი ედმონდსი გახდა. შეყვარებულებმა საქორწინო ფიცი 1-ელ იანვარს კუნძულ ბორა-ბორაზე ძალიან რომანტიკულ გარემოში დადეს. ოღონდ ეგაა, ახალდაქორწინებულებმა 14 დღის შემდეგ აღიარეს, რომ შეცდომა დაუშვეს...

დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

თუ ეს 10 რამ გესიზმრებათ, ყურადღებით იყავით!

ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოთერაპევტი კარლ გუსტავ იუნგი ამბობდა, რომ სიზმრებით ადამიანი თავის ქვეცნობიერში იხედება. სიზმარი გვკარნახობს, თუ რა გვაწუხებს ყველაზე მეტად და რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ... 
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ანტონის ცაპატაკისი: „ეს ჩემი თავისუფლებაა“

ნუ გადააჭარბებ სიჩქარეს - დღეს ეს მოწოდება და ამაში მოზარდების დარწმუნება ერთ-ერთი მთავარი მიზანია ანტონის ცაპატაკისისთვის, რომელიც ბერძენი პარალიმპიელი მოცურავე და მსოფლიო ჩემპიონია... 
იცით თუ არა...

სკოლაში ექსპერიმენტი ჩაატარეს - ხელების სისუფთავე პურის ნაჭრით შეამოწმეს!

შედეგი იმდენად შთამბეჭდავი გამოდგა, რომ გადაწყვიტეს, ეს ამბავი სოციალური ქსელით გაეზიარებინათ. 
ამბები

აღიარება ჩუმი გმირობისთვის

მარინა გოგიჩაიშვილი ჯიპიაი ჰოლდინგის თანამშრომელია. ის ვენის სადაზღვევო ჯგუფის ყოველწლიური კონკურსის -  ჯილდო  მოხალისეობრივი საქმიანობისათვის - AWARD IN RECOGNITION OF COMMITMENT TO VOLUNTARY ACTIVITIES გამარჯვებული გახდა. მან ჯილდო ლეიკემიით დაავადებული პაციენტების დასახმარებლად  საქველმოქმედო ორგანიზაციის დაარსებისთვის მიიღო.
დღის ჰოროსკოპი

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ყველაზე ზარმაცებისთვის: ვისკი კაფსულებში (video)

ამ სიახლის ავტორია ალკოჰოლის შოტლანდიური ბრენდი The Glenlivet. 
მოძღვარი გვირჩევს

დღეს ქრისტიანის ცხოვრებაში პირველი საიდუმლო იღებს სათავეს

გილოცავთ ყველა ქრისტიანს - საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, ისევე, როგორც მთელი მართლმადიდებლური სამყარო, აღნიშნავს ნათლისღებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.   
დღის ჰოროსკოპი

19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რამოდენიმე დღის წინ გადაღებულმა ამ ფოტომ ბევრს იმედი ჩაუსახა

გამოუცდელი თვალისთვის ეს, უბრალოდ, ლამაზი ფოტოა, რომელზეც დედა-ვეფხვი თავის ბოკვერებთან ერთად სეირნობს, მაგრამ - მხოლოდ გამოუცდელი თვალისთვის...
დღის ჰოროსკოპი

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?