5 ნატურალური ნიღაბი სახის კანისთვის

საკნატუნო ამბები

10 იანვარი 09:00

სახის კანის მარტივად და სწორად მოვლა ძვირად ღირებული კოსმეტიკის გარეშეც შესაძლებელია!

მაშ ასე, დავიწყოთ სახის კანის სწორად მოვლა. დღეს გასწავლით ნატურალური ნიღბის რამდენიმე რეცეპტს, რომლებიც ეფექტურობით ზოგიერთ ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ საშუალებასაც სჯობს:  


რძის პროდუქტების ნიღაბი


ამ ნიღაბს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს. გაითვალისწინეთ, რომ რძის პროდუქტების ნიღბის მოსამზადებლად მაღაზიაში შეძენილი პროდუქტები არ გამოგადგებათ. სასურველია, მოიძიოთ ნამდვილად ნატურალური რძის პროდუქტები. შეიზილეთ სახეზე არაჟანი, იოგურტი ან რძე 10-15 წუთით, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ. მნიშვნელოვანი რჩევა: მოერიდეთ რძის პროდუქტების წასმას თვალების გარშემო. 



ცილოვანი ნიღაბი


ცხიმიანი კანი და გაფართოებული ფორები გაქვთ? ამ შემთხვევაში ცილოვანი ნიღაბი თქვენი კანისთვის შესანიშნავი საშუალებაა, რომელიც ამცირებს ფორების ზომებს და იცავს კანს გარეფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან. მისი მომზადება უმარტივესია. აიღეთ 2 კვერცხი, გააცალკევეთ გული და ცილა, დააბლენდერეთ კვერცხის ცილა, სანამ ერთგვაროვან ქაფიან მასას არ მიიღებთ. დაიდეთ ნიღაბი სახეზე და გაიჩერეთ, სანამ სრულად არ შეშრება, დაახლოებით, ნახევარი საათით. შემდეგ კი ჩამოიბანეთ. 


ლიმონის ნიღაბი


ლიმონის ნიღაბი კარგად ჭიმავს ფორებს და სისუფთავის შეგრძნებას შეგმატებთ. ლიმონის ნიღაბი შეგიძლიათ, ნებისმიერი ტიპის კანისთვის გამოიყენოთ. დაჭერით ლიმონი მრგვალ ნაჭრებად და გაიწმინდეთ სახე, უბრალოდ, მოერიდეთ თვალის გარშემო ლიმონის წვენის მოხვედრას. დაიტოვეთ ლიმონის წვენი სახეზე, დაახლოებით, ნახევარი საათით, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ასევე, შეგიძლიათ, ლიმონის წვენი თასში ჩაწუროთ, გადაურიოთ ცოტაოდენი წყალი. ამგვარად მიიღებთ სახის ტონიკს, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ, სახის კანი დილა-საღამოს გაიწმინდოთ. 


ნარინჯისფერი ნიღაბი


შესანიშნავი საშუალებაა მათთვის, ვისაც აკნესთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. დაგჭირდებათ ფორთოხლის წვენი და 8 ჩაის კოვზი პურის ფქვილი. გადაურიეთ ეს ორი პროდუქტი ერთმანეთში, მიღებული მასა შეიზილეთ სახის კანზე, გაიჩერეთ 20 წუთი, ხოლო შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შედეგად მიიღებთ ნაზ და სუფთა კანს.


შაქრის ნიღაბი


აიღეთ თეთრი ან ყავისფერი შაქარი - ნებისმიერი მათგანი შესანიშნავი საშუალებაა სახის საფარისა და ფორების გასაწმენდად. დაგჭირდებათ: 2 ჩაის კოვზი შაქარი და 3 ჩაის კოვზი წყალი. გადაურიეთ ერთმანეთში და ხელების ნაზი მოძრაობით შეიზილეთ სახეზე. გაიჩერეთ ნახევარი საათი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.


 

წყარო
საკნატუნო ამბები

18 იშვიათი ფოტო 90-იანების არქივიდან, რომლებიც საეჭვოა, ნანახი გქონდეთ

30 წლის განმავლობაში ყველაფერი ძალიან შეიცვალა: მსოფლიოს ინტერნეტი მართავს, მოდა სულ სხვანაირი გახდა და ვარსკვლავებიც სულ სხვანაირად გამოიყურებიან. ეს იშვიათი  ფოტოები თვალნათლივ დაგანახვებთ, როგორი სისწრაფით იცვლება ცხოვრება.
დღის ჰოროსკოპი

19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ - ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისია

ხვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია.
კულინარია

სპაგეტი ფრიკადელებით - გემრიელი და სწრაფად მოსამზადებელი

ამ უგემრიელეს იტალიურ კერძს, სულ რაღაც, ნახევარი საათში მოამზადებთ და თანაც ყველა ინგრედიენტი ადვილად ხელმისაწვდომია.
დღის ჰოროსკოპი

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბრონქსელი გოგონადან მოდის დედოფლამდე: ჯეი ლოს სილამაზის ევოლუცია

ლათინოამერიკელი მომღერალი, მსახიობი, მოდელიერი და ბიზნესლედი მთელი ცხოვრება ჯიუტად მიიწევდა მიზნისკენ და ახლა მას მთელი მსოფლიო იცნობს. ჯენიფერი 50 წლისაა და როგორც ჩანს, კარგად იცის, როგორ დაატრიალოს საათის ისრები უკუღმა.
საკნატუნო ამბები

დაუცველი სექსი სასარგებლოა? - მეცნიერების ახალი კვლევა

დაუცველი სექსი ორივე პარტნიორის ფსიქიკას იცავს, ხოლო სექსი პრეზერვატივით სტრესსა და დეპრესიას იწვევს, - ამტკიცებენ მეცნიერები. თქვენც დაგაფიქრათ, მეცნიერების ნათქვამმა? ერთად გავერკვეთ, რისი თქმა სურთ ჩვენს კეთილისმსურველებს.
დღის ჰოროსკოპი

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აგვისტოს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Sunset Fest Bakhmaro - 19 აგვისტოს ბახმაროში თანამედროვე მუსიკის ფესტივალი და დიდი მხიარულება გელოდებათ

Sunset Fest  Bakhmaro 2019-ის მზადება აქტიურ ფაზაშია. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, დაბა ბახმაროში, 19 აგვისტოს ბევრი სიურპრიზი და დიდი მხიარულება გელით.
კინო

გასაოცარი შარლიზ ტერონის 20 ფილმი

შარლიზ ტერონი არა მხოლოდ ლამაზი ქერაა, არამედ ეფექტიანი მსახიობიც, ფართო დრამატული დიაპაზონით. მას ერთნაირად ძლიერად შეუძლია ითამაშოს როგორც „საოსკარე“ დრამაში, ისე ბლოკბასტერსა და კომედიაში.
დღის ჰოროსკოპი

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

სტაფილოს სალათი აღმოსავლურად

ამ რეცეპტით მომზადებულ სალათს ძალიან გამოკვეთილი და მდიდარი გემო აქვს. ოღონდ სუფრასთან მიტანამდე 2-3 საათი უნდა გააჩეროთ.