როგორ მოვიშოროთ ცხიმიანი ბზინვარება კანიდან

საკნატუნო ამბები

12 იანვარი 09:00

სახის კანიდან ცხიმიანი ბზინვარების მოსაშორებლად საჭიროა, პირველ რიგში მისი წარმოქმნის მიზეზი დავადგინოთ. დერმატოლოგები ამ პრობლემის ოთხ ძირითად მიზეზს ასახელებენ:

 

სახეზე ცხიმიანი ბზინვარების მიზეზი მოზარდებში, შესაძლოა, სქესობრივი მომწიფების პერიოდში ჰორმონალური ფონი იყოს. ქალებში: პრემენსტრუალური პერიოდი, მენოპაუზა და ორსულობა.


კანის მდგომარეობაზე ასევე, გავლენას ახდენს გენეტიკა. თუკი თქვენს მშობლებს მსგავსი პრობლემა აწუხებდათ, შესაძლოა, ცხიმიანი ბზინვარების ძირითადი მიზეზი ესეც იყოს.


ხშირად, კანის მდგომარეობაზე (და ზოგადად, ორგანიზმზე) ნეგატიურად მოქმედებს სტრესი. ამიტომ, შეეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე.


წამლები და ორალური ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ჰორმონალური ფონის ცვლილებას იწვევს, რაც, ასევე, აუარესებს სახის კანის მდგომარეობას.


არასწორი კვება და ალკოჰოლი სახის კანისთვის სასტიკად მავნებელია. შეეცადეთ, ნაკლები რაოდენობით მიიღოთ შაქარი და ტრანსცხიმები. თუკი სახის კანის ბზინვარება სერიოზულად გაწუხებთ, იდეალური ვარიანტია დიეტა. მიირთვით ხილი, ბოსტნეული, თევზეული და დიეტური ხორცი.


 


 


როგორ მოვიშოროთ ცხიმიანი ბზინვარება სახის კანიდან?


ცხიმიანი კანი მოსვენებას არ გაძლევთ? მაშინ ისარგებლეთ სპეციალისტების რჩევებით: დაიბანეთ სახე დღეში ორჯერ. პირის ხშირი დაბანა კიდევ უფრო დიდი რაოდენობის ცხიმების გამოყოფას იწვევს. ცხელ დღეებში შეგიძლიათ, სახე უფრო ხშირად დაიბანოთ, მაგრამ ყოველგვარი კოსმეტიკუი საშუალებების გარეშე. მხოლოდ თბილი წყლით. 


არ ისარგებლოთ კანისთვის განკუთვნილი ანტიბაქტერიული საშუალებებით. გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ მსგავსი რეკლამირებული პროდუქტები მხოლოდ აუარესებს სიტუაციას, რადგან მავნე ბაქტერიებთან ერთად სასარგებლო ბაქტერიებიც ნადგურდებიან.


მოერიდეთ დამატენიანებელ მაკიაჟს. აირჩიეთ მხოლოდ წყალზე მომზადებული ან სპეციალურად ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი კოსმეტიკური საშუალებები.


მარტივი ნიღბები ცხიმიანი კანისთვის


კვერცხის გული


სახის კანიდან ცხიმიანი ბზინვარების მოსაშორებლად უამრავი საშუალება არსებობს. გთავაზობთ კვერცხის გულისგან მოსამზადებელ ყველაზე მარტივად ნიღაბს: შეიზილეთ კვერცხის გული სახის კანზე ბამბის ტამპონით, გაიჩერეთ 15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.


ნუში და თაფლი


 


ნუშის ფხვნილს გადაურიეთ ცოტაოდენი თაფლი, ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. შეიზილეთ ნიღაბი სახის სპეციალური ღრუბლით, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნუშისა და თაფლის ნიღაბს სკრაბის ეფექტი აქვს და ნაზად ხეხავს სახის კანს.


ვაშლი


ნახევარ ჭიქა ვაშლის პიურეს დაამატეთ ნახევარი ჭიქა შვრია. დაამატეთ კვერცხის წილა და კარგად გადაურიეთ ერთმანეთში. შეიზილეთ სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.




წყარო
დღის ჰოროსკოპი

6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

რას ნიშნავს ასო „V“ თქვენს ხელისგულზე?!

ხელისგულზე დააკვირდით გულის ხაზს. იგი იწყება ნეკა თთის ძირიდან, მიუყვება მთელს ხელისგულს და მთავრდება შუა და საჩვენებელ თითებს შორის. თუკი ეს ხაზი შუა ნაწილიდან ორად იყოფა, ესე იგი, თქვენ ნანატრი „V“ ასოს ბედნიერი მფლობელი ხართ!
ამბები

ადამიანის ხუთი გრძნობა ცხოვრების ხელოვნების აღმოსაჩენად

წლევანდელი TEDxTbilisi-ის მთავარი თემა „ცხოვრების ხელოვნებაა“.
კულინარია

საახალწლო ლაბა ქათმის ხორცით - ძალიან გემრიელი და ნოყიერი

ქათმის ლაბას ძალიან ადვილად მოამზადებთ, თანაც საახალწლო სუფრასაც უდავოდ დაგიმშვენებთ.
დღის ჰოროსკოპი

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგის სიცოცხლისთვის!

პატარა გიორგის საზოგადოების დახმარება სჭირდება!
ამბები

„ვისოლ ჯგუფმა“ სტუდენტური დასაქმების ფორუმი გამართა  

„ვისოლ ჯგუფმა“ „ფაბრიკაში“ სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გამართა. 
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის

„ჯიპიაი ჰოლდინგი“, ევროპელი აქციონერების გადაწყვეტილებით, სადაზღვევო ბიზნესსა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე მოახდენს ფოკუსირებას. შვილობილი „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა“ შეიძინა.
დღის ჰოროსკოპი

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

1992 წლის 3 დეკემბერს მსოფლიოში პირველი SMS გაიგზავნა!

მართალია, გამოგონებათა უმრავლესობა, რომლებმაც სამყარო შეცვალა, აშშ-ში შეიქმნა, თუმცა sms - Short Message Service სრულად ევროპული მიღწევაა... 
თემატური ჰოროსკოპი

რას მოასწავებს 2020 წლის სიმბოლო - თეთრი მეტალის ვირთხა?

2020 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ვირთხის წელიწადია. ჩინური ჰოროსკოპის კალენდარში ვირთხა პირველია 12 ცხოველს შორის, რომლებიც ერთმანეთს გარკვეული თანმიმდევრობით ცვლიან. 
დღის ჰოროსკოპი

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?