ლიმონი და ასპირინი - ის, რაც იდეალური სახის კანისთვის გჭირდებათ

საკნატუნო ამბები

23 მარტი 09:00, 2019 წელი

დაივიწყეთ სახეზე გამონაყარი და პიგმენტური ლაქები.

პირველ რიგში, ამ ჯადოსნური ელექსირისთვის მნიშვნელოვანია სწორედ ასპირინის გამოყენება და მისი ჩანაცვლება იბუპროფენით დაუშვებელია. ასპირინი შეიცავს სალიცინის მჟავას, რომელიც წარმოუდგენლად სასარგებლოა კანისთვის.


რა დაგჭირდებათ ნიღბის მოსამზადებლად:


ლიმონი - 1 ცალი


ასპირინი - 6 აბი


ნატურალური თაფლი - 2 ს/კ


საკვები სოდა.


ნიღბის მომზადების წესი:


დაფხვენით ასპირინის აბები მყარ ზედაპირზე. 


დაფხვნილი ასპირინი მოათავსეთ მცირე ზომის ჯამში, დაამატეთ, დაახლოებით, 2 ს/კ ლიმონის წვენი. მოურიეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. დაამატეთ თაფლი და დაიდეთ სახეზე. გაიჩერეთ, დაახლოებით, 20 წუთი (სანამ შეგაშრებათ). შემდეგ კი ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით. ბოლოს კი გაიწმინდეთ სახე საკვები სოდით (თბილ და ოდნავ ნოტიო ტილოს დააყარეთ სოდა და შეიზილეთ სახის კანზე). ამ პროცედურის შემდეგ შეიზილეთ სახეზე მკვებავი ან დამატენიანებელი კრემი.


რატომ არის ეს ნიღაბი ასეთი ეფექტური, განსაკუთრებით, აკნეს წინააღმდეგ?


აცეტილსალიცილის მჟავა, რომელსაც შეიცავს ასპირინი, არის ნომერ პირველი ინგრედიენტი ბევრ ნიღაბსა თუ სკრაბში.


ლიმონის წვენს აქვს ანტიბაქტერიული თვისებები, რომლებიც ეხმარება კანს გამონაყართან ბრძოლაში და კანს ტონუსს მატებს. ეს ნიღაბი განსაკუთრებით ეფექტურია, თუკი ცხიმიანი კანი გაქვთ.


თაფლი ამშვიდებს კანს და ებრძვის ინფექციებს, რომლებიც იწვევს გამონაყარს, ასევე, თაფლი შესანიშნავი პროდუქტია ფორების შესამცირებლად.


საკვები სოდა ძალიან მარტივად ედება კანს და დაგეხმარებათ ნიღბის სრულყოფილად მოშორებაში, თან სირბილის შეგრძნებასაც დაგიტოვებთ. 


მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ყველა კანი ინდივიდუალურია და სხვადასხვაგვარად რეაგირებს. ჩაიტარეთ ნიღბის ტესტი კანის მცირე ნაწილზე. თუკი კანი გაწითლდება, ნიღბის გამოყენებაზე უარის თქმა მოგიწევთ.


ასპირინის ნიღბის ყოველდღიურად გაკეთება სასურველი არ არის. კვირაში ორჯერ სრულიად საკმარისია!


გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ვაშლი ვენურად: სასარგებლო და გემრიელი დესერტი 5 წუთში

მალე გაზაფხული მოვა და ორგანიზმს ზამთრის შემდეგ ვიტამინებით „შევსება“ სჭირდება. გამომცხვარი ვაშლი კი, გულში - დარიჩინით და ვანილით, ფიგურას არ ემუქრება და ყველას მოსწონს.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

ერთი პატარა ისტორია საყვარლის ცხოვრებიდან

ეს ამბავი საბჭოთა დროში მოხდა, თუმცა, ალბათ, ყოველთვის აქტუალური იქნება, ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ წყობაში.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენში თავადის გენი!

თავადაზნაურობა ყოველთვის გამორჩეული იყო უნიკალური შინაგანი თვისებებით, რომლებიც დროთა განმავლობაში არ ხუნდება და უცხო პირობებშიც არ იკარგება. მათი არც სწავლა შეიძლება და არც დავიწყება. თქვენ ან გაქვთ ეს თვისებები, ან არ გაქვთ.
კინო

ვინ არის ეს უცნობი ქალი მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით?

ბელგიაში ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში იპოვეს ფოტოალბომი, ძალიან ბევრი ფოტოთი. თითქოს არაფერია უცნაური, მაგრამ ყველა ფოტოზე აღბეჭდილია ერთი და იგივე ქალბატონი, რომელთანაც პლანეტის ცნობილი ადამიანები პოზირებენ!
დღის ჰოროსკოპი

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

არისტოკრატების საუზმე - ერბოკვერცხი „ორსინი“ (2 რეცეპტი)

ერბოკვერცხის მომზადების სრულიად გენიალური ხერხი დიდი იმპრესიონისტის კლოდ მონეს რეცეპტების წიგნიდან!
დღის ჰოროსკოპი

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გაიგეთ, ვინ იყავით წინა ცხოვრებაში და გამოასწორეთ შეცდომები

ამისთვის გაიარეთ ეს მარტივი ტესტი - დაუფიქრებლად აირჩიეთ ერთ-ერთი საათი, ოღონდ ამ დროს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას დაეყრდენით. მხოლოდ ასე მიიღებთ ზუსტ შედეგს.
დღის ჰოროსკოპი

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?