სახლში რემონტი გაქვთ? გაიგეთ, გიღირთ თუ არა გასაჭიმი ჭერის გაკეთება

საკნატუნო ამბები

25 ივნისი 19:00, 2019 წელი

ჭერი ინტერიერის ყველაზე ხილული დეტალია - სრულიად პირდაპირი მნიშვნელობით. თუ ის იდეალური არ არის, რაც არ უნდა ლამაზი კედლები და იატაკი გქონდეთ, ოთახი პეწს კარგავს. ჭერის დეფექტებს ვერც ავეჯით დაფარავთ, ვერც ხალიჩით და ვერც ჭაღით.

დღეს ბაზარზე ჭერის მასალების დიდი არჩევანია. თქვენ, საკუთარი გემოვნებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, შეგიძლიათ ჭერი გააკეთოთ, მაგალითად, ხით, თაბაშირ-მუყაოთო, ქაფის ფილებით, მეტალით...
თუმცა ბოლო დროს სულ უფრო პოპულარულია გასაჭიმი ჭერი, რომელსაც თავის „კოლეგებთან“ შედარებით, უამრავი პლუსი აქვს.

გასაჭიმი ჭერის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ დეტალებს:

1. მასალას - გასაჭიმი ჭერის მასალად გამოიყენება ნაჭერი ან პოლივინილქლორიდის ფირი, რომელიც გაცილებით პრაქტიკული და, რაც მთავარია, წყალგამძლეა;

2. ფაქტურას - პოლივინილქლორიდის ფირი შეიძლება იყოს პრიალა ან მქრაქალი (მატი);
 
3. ნაკერების არსებობა - გასაჭიმი ჭერის ფირების სიგანე, ძირითადად, 1,5-დან 3,5 მეტრამდეა. დიდი ფართობის შემთხვევაში საჭირო ხდება გადაკერება, რაც ყველაზე ფაქიზი მომენტია მონტაჟის პროცესში;


4. ფერი - ფერების მხრივ ძალიან დიდი არჩევანია. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ რამოდენიმე ფერის კომბინაციაც გააკეთოთ, ან სულაც, ზედ ნახატი დაიტანოთ;


5. განათების მოწყობა - განათება შეგიძლიათ არა მხოლოდ ცენტრში, არამედ ჭერის სხვადასხვა წერტილებში დაამონტაჟოთ;

 
6. ჭერის დონეები - შეგიძლიათ მოაწყოთ როგორც ერთდონიანი ანუ კლასიკური, ასევე მრავალდონიანი ჭერი. ამ შემთხვევაში პოლივინილქლორიდის ფირთან კომბინაციაში სხვა მასალების გამოყენებაც შეგიძლიათ.


ახლა კი მოკლედ გასაჭიმი ჭერის პლუსებისა და მინუსების შესახებ.

პოლივინილქლორიდის ფირის გასაჭიმ ჭერს საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვს და სწორედ ეს უპირატესობები განაპირობებს კიდეც მასზე ძალიან დიდ მოთხოვნას.

გასაჭიმი ჭერის პლუსებია:

1) მისი მონტაჟი მარტივი და სუფთა პროცესია. არ დაგჭირდებათ წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოები, თავად პროცედურას კი მინიმალური ნარჩენები აქვს;



2) მასალა ელასტიკურია, რომელიც არ ატარებს წყალს და შეუძლია, დიდ დაწოლას გაუძლოს - დაახლოებით, 100 ლიტრ წყალს 1 კვ.მ.-ზე;

3) ძალიან მსუბუქოა - 300 გრამი 1 კვ.მ-ზე და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იგი თხელია. ამ თავისებურების წყალობით ოთახის ჭერის სიმაღლე პრაქტიკულად უცვლელი რჩება - დანაკარგი შეადგენს 2-3 სმ-ს;

4) არ კარგავს ელასტიკურობას მაღალ ან დაბალ ტემპეტრატურებზე, ნესტის პირობებში და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების დროს. ასევე, არ იწვის ხანძარში;.

5) გამოიყენება ნებისმიერი ფართობის ჭერისთვის;

6) არსებობს სხვადასხვა ვაროანტებიო იმის მიხედვით, თუ რომელ ოთახში გსურთ დამონტაჟება - სამზარეულო, საძინებელი, სააბაზანო, საბავშვო და ა.შ.

7) შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერი ფერის და შეფერილობის საშუალებით მიეცეს სხვადასხვა იერი - მაგალითად, ტყავის, ზამშეს, ხის...

8) ზედ შეიძლება დამონტაჯდეს ნებისმიერი განათება - ჭაღი, წერტილოვანი ნათურები, ნეონი...

 

გასაჭიმი ჭერის მინუსებია:

1) ყურადღება უნდა მიაქციოთ ნათურების სიმძლავრეს. უმჯობესია, თუკი  თითო ნათურა 60-ვატზე დიდი არ იქნება და ჭერიდან 60 სმ-თი მაინც დააშორებთ. თუმცა ჭაღიის კონსტრუქციის გათვალისწინებით ამ მანძილის შემცირება შეიძლება;

2) უნდა მოერიდოთ გასჭიმი ჭერის მექანიკურ დაზიანებას. თუკი ასეთი საფრთხე ასრებობს, იმ ადგილას სხვა მასალა გამოიყენეთ.

გასაჭიმ ჭერებს სხვადასხვა ქვეყანა აწარმოებს, მათ შორის დღეს ქართულ ბაზარზეა
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, გერმანული, ჩინური და რუსული. არჩევანი კი თქვენზეა!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?