იაღლიშები ჩვენი ბავშვობის მულტფილმებში, რომლებიც მხოლოდ დიდობაში შევნიშნეთ

საკნატუნო ამბები

27 აგვისტო 14:00

შეცდომისგან არავინაა დაზღვეული და მათ შორის, არც მულტიპლიკატორები. მაგალითად, მულტფილმში „სამნი პროსტოკვაშინოდან“ პირდაპირ ციდან ვარდება ტაბურეტი, „მფრინავ ხომალდში“ კი საინტერესოა დარაბების ჯადოსნური ტრანსფორმაცია.

„აბა, დამაცადე“



როდესაც „სნეგუროჩკას“ ფორმაში გადაცმული მგელი სცენაზე გამოდის, რაღაც ჯადოსნური ძალით მას შავი კოლჰოტები ხან აცვია, ხან - არა.


„ბრემენელი მუსიკოსები“



შენიშნეთ, რა ხდება, როცა პრინცესა ტრუბადურისკენ მირბის, რათა თავზე გვირგვინი დაახუროს? თავიდან გარკვევით ჩანს წყლის შხეფები მის ფეხებთან, თითქოს ის წყალში გარბის, მაგრამ, როგორც კი პრინცესა ტრუბადურს მიუახლოვდება, წყვილი უკვე მდელოზე დგას. თუმცა არანაირი გადასვლა წყლიდან მშრალზე.


„ნიანგი გენა“



თავიდან გვაჩვენებენ, რომ ჩებურაშკამ ძალიან კარგად იცის კითხვა, მაგალითად, ის კითხულობს შაპოლიაკის წერილს. თუმცა მოულოდნელად ჩებურაშკა ამ უნარს კარგავს, როცა მის ხელში დეპეშა ხვდება. თუ გახსოვთ, მომავალში ეს გმირებისთვის სირთულეებს იწვევს.


„კატა ლეოპოლდი“



სერიაში „კატა ლეოპოლდის ზაფხული“ დაკვირვებული მაყურებელი შეამჩნევდა, როგორ მეტამორფოზას განიცდის წარწერები კედელზე. იცვლება არა მარტო ტექსტი, არამედ ასოების მოყვანილობაც.



ამავე მულტფილმში ერთი საინტერესო მომენტიცაა. შეურაცხმყოფელი წარწერები რომ წაშალოს, ლეოპოლდს ვედრო მოაქვს, რომელსაც საღებავის კვალი არ ეტყობა. მომდევნო კადრში კი მსხვილი პლანით სულ სხვა სურათს გვაჩვენებენ.


„ბიჭი და კარლსონი“



გახსოვთ, ალბათ, ბიჭს 8 წელი უსრულდება. და ეს პირველივე კადრებში კარგად ჩანს სადღესასწაულო ტორტზე. მაგრამ მომდევნო კადრში მას ორი სანთელი აკლია, მიუხედავად იმისა, რომ ტორტს „არანაირი ცვლილება არ განუცდია“.


„სამნი პროსტოკვაშინოდან“



არ ვიცით, როგორ დაუშვა დედამ ეს ამბავი, მაგრამ ბიძია ფეოდორისა და მამას მანქანა ოთახში ქვაბებზე დგას, რაც ძალიან კარგად ჩანს, როცა ამ საოცრებას მსხვილი პლანით აჩვენებენ. რამდენიმე წამში კი ქვაბები სადღაც ქრება. სამაგიეროდ გამოჩნდება საბურავები, რომლებიც მანამდე არსად ჩანდა.



სცენაში, როცა ფოსტალიონ პეჩკინს ბიძია ფეოდორისა და კომპანიისთვის დეპეშა მოაქვს, კარგად ჩანს, რომ მის გვერდით არანაირი ტაბურეტი არ დგას. შემდეგ კადრში კი ის ლამის ციდან ვარდება.


„მფრინავი ხომალდი“



დარაბებს პრინცესა ზაბავას ფანჯრებზე ჯადოსნური თვისება აქვს. ზოგიერთ სცენაში მას რომბები აქვს, ზოგში კი - არა. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

„ვისოლი“ საქართველოს ნავთობბაზარზე თვითმომსახურების ქცევას ნერგავს. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის სამმართველოსთან პირველი თვითმომსახურების სადგური გახსნა.
ამბები

დააზღვიეთ მოგება 100%-ით adjarabet.com-ზე

Express დაზღვევა პრემიერ ლიგასთან ერთად დაბრუნდა ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, დაიცვათ თქვენი ბილეთი.
დღის ჰოროსკოპი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

20 ფილმი, რომელიც თქვენს ურთიერთობას გადაარჩენს!

ძალიან სასარგებლოა, თუკი ზოგჯერ გვერდიდან შეხედავთ სხვა წყვილების პრობლემებს და მათი ისტორიებიდან დასკვნებს გამოიტანთ... 
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 სექტემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის მცირე საგრანტო პროგრამა გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

მეტისები - ყველაზე ლამაზი გოგოები

კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლების საინტერესო ექსპერიმენტი...