როცა ურთიერთობას ბედნიერება არ მოქავს წასვლა აუცილებელია

PRESS დაიჯესტი

23 მარტი 16:10

წასვლა ყოველთვის რთულია, მაგრამ ეს ზოგჯერ, უბრალოდ, აუცილებელია. ბევრი ქალი ინარჩუნებს ურთიერთობას, რომელსაც მისთვის ბედნიერება არ მოაქვს.

მაგალითად, ქალს დაქორწინება უნდა. ის კი ამისთვის მზად არ არის და ამ თემაზე ლაპარაკს ყოველთვის თავს არიდებს.


* მამაკაცი სვამს. რაც უნდა მოიმოქმედოთ – მოაწყოთ სკანდალი, დედასთან გაიქცეთ, ემუდარებოდეთ… ის იფიცება, რომ თავს დაანებებს, მაგრამ სმას მაინც განაგრძობს. თქვენ კი წასვლისაც გეშინიათ, მიტოვებისთვისაც გებრალებათ. მაგრამ მასთან გაძლება უკვე შეუძლებელია;


* შეუძლებელია გაძლება მექალთანის გვერდით. ღალატი, ცრემლები, ისტერიკები... ის სულ გიმტკიცებთ, რომ უყვარხართ, იჯერებთ და პატიობთ. ეს შეცდომაა.


* მამაკაცი გთრგუნავთ, პატივს არ გცემთ, აგრესიულად გეპყრობათ. ხვდებით, რომ ასეთი მამაკაცი არ გჭირდებათ, მაგრამ აღებ-მიცემითი ურთიერთობა გაქვთ – მამაკაცი გარჩენთ, ყველაფრის საფასურს იხდის, თქვენ კი არასდროს გიმუშავიათ, მარტო დარჩენის გეშინიათ და ყველაფერს ითმენთ.


ყველა ზემოთ აღწერილი ურთიერთობა არაჯანსაღია, მათგან თავის დაღწევა მართლაც რთულია. ბოლოს ქალი აცნობიერებს, რომ ნამდვილად უნდა წავიდეს, მაგრამ ის მეტისმეტად დამოკიდებულია იმ ემოციაზე, რომელსაც მამაკაცისგან იღებს.


როგორ დავაღწიოთ თავი ურთიერთობაზე დამოკიდებულებას?


პირველი ნაბიჯი გათავისუფლებისკენ – იმის გაცნობიერებაა, რომ ეს სიყვარული არ არის.


ქალი დაქალებს ეუბნება: "მე ის ისე მიყვარს, მის გარეშე ცხოვრება, სუნთქვაც კი არ შემიძლია". დასამტკიცებლად ბედნიერ ეპიზოდებს იხსენებს და ამბობს, რომ სწორედ მათ გამო ცხოვრობს ამ მამაკაცთან – ხანმოკლე სიხარულის წუთებისთვის, ტანჯვის მთელ ოკეანეში. გულწრფელად აღიარეთ, ეს გჭირდებათ?


მეორე ნაბიჯი – დაანებეთ თავი საკუთარი თავის შებრალებას. ვიდრე საკუთარი თავი გებრალებათ, მძევლის პოზიციაში ხართ. როდესაც ამას შეწყვეტთ, მაშინვე მიხვდებით, რომ არჩევანი გაქვთ.


მესამე – უნდა მოემზადოთ: თუ არ გაქვთ სამსახური, იპოვეთ. შეიცვალეთ საცხოვრებელი. თუ ფული არაა თქვენი პრობლემა და უბრალოდ, მარტოობის გეშინიათ, გაემგზავრეთ დასასვენებლად და ახალი ადამიანების გაცნობა დაიწყეთ – არა იმისთვის, რომ გათხოვდეთ, არამედ, უბრალოდ, იმიტომ, რომ მარტო არ იყოთ. ურთიერთობა პირველმა უნდა გაწყვიტოთ. არ უნდა დაუცადოთ, როდის გააკეთებს ამას თავად მამაკაცი, იმიტომ რომ თუ მიგატოვებენ, თქვენი თვითშეფასება დაეცემა, ხოლო თუ პირველი თქვენ წახვალთ, გაიზრდება, რაც თქვენივე მომავლისთვისაა აუცილებელი მიეცით საკუთარ თავს შანსი, რომ ადრე თუ გვიან ბედნიერი გახდეთ. აუცილებლად იპოვით სიყვარულს, რომელიც არასდროს გქონიათ. მაგრამ იმისთვის, რომ ღირსეულმა ადამიანმა შეგიყვაროთ, მისი შესაფერისი უნდა გახდეთ.

დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რა ხდება როდესაც მოდა და ტექნოლოგიები ერთიანდებიან?

მოდისა და ახალი ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილი ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიაჯეოლაბი გახდა.
დღის ჰოროსკოპი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?