ამას ვერასდროს მოიფიქრებდით!
10 ორიგინალური ნივთი ხის უბრალო ფიცრებისაგან
ძველი ყუთების დეტალების გამოყენების ეს უჩვეულო იდეები უდავოდ მიიპყრობს თქვენს ყურადღებას.
ნახეთ, როგორ შეიძლება აქციოთ სრულიად გამოუსადეგარი ფიცრები ხელოვნების ნიმუშად.
თქვენი შთაგონებისათვის ძველი ფიცრებით დამზადებულ რამდენიმე ლამაზ ნივთს წარმოგიდგენთ. ასეთი საინტერესო ნივთების შექმნა თავადაც შეგიძლიათ:
1) შეკიდული საყვავილე - ინტერიერის ორიგინალური დეკორი, იდეალური ვარიანტი აგარაკისათვის;
2) იმპროვიზირებული თარო ფეხსაცმლისთვის;
3) ფიცრებით დამზადებული საწოლი;
4) ასეთი საბავშვო საწოლი ნამდვილად არავის ექნება. საოცრად მოდურია, არა?!
5) ხის ფიცრებისგან მშვენიერი დივანი გამოვა, პატარა თაროებიც ძალიან მოსახერხებელია;
6) გამოსავალი მათთვის, ვისაც სახლში ხშირი სტუმრიანობა აქვს. ასეთი ავეჯი მაღაზიაში ძალიან ძვირი ღირს, თავად კი მინიმალური დანახარჯებით შეგიძლიათ გააკეთოთ.;
7) თარო სასმელებისათვის - მოსახერხებელია და ძალიან ელეგანტური;
8) სივრცის ეკონომიურად გამოყენებისათვის შეგიძლიათ, სამზარეულოს აღჭურვილობა ხის საკიდ დაფაზე მოათავსოთ;
9) სრულყოფილება ვერანდაზე დასვენებისთვის - მოსახერხებელი საქანელა პატარა ბინაშიც ადვილად განთავსდება;
10) ავეჯის მთელი კომპლექტი - მაგიდა და ლამაზი სავარძლები. ექსკლუზიური ვარიანტი.
გახსოვდეთ, თქვენი ხელით შექმნილი ნივთები ყველაზე ძვირფასია. თქვენ ხომ მთელ სულს აქსოვთ, ამიტომაც ისინი დიდხანს და ერთგულად მოგემსახურებიან.