ძვირადღირებული კერძო თვითმფრინავები (20 ფოტო)

საკნატუნო ამბები

9 ივლისი 15:00, 2015 წელი

გლობალური ეკონომიკის საუკუნეში მდიდარი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორები მათი უსაფრთხოება, ფუფუნება და კომფორტია.

ნახეთ მდიდარი ადამიანების ყველაზე ძვირადღირებული საკუთარი თვითმფრინავები.


ჯეკი ჩანის კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 650 - 30 მილიონი დოლარი.


 


ბრაზილიური წარმოების შესანიშნავი ლაინერი გაფორმებულია ოქროსფერი და წითელი დრაკონებით და ჯეკი ჩანის ლოგოტიპებით.


 


ტომ კრუზის საკუთარი თვითმფრინავი Gulfstream IV - 38 მილიონი დოლარი.


 


კომფორტული და მდიდრული თვითმფრინავი 19 მგზავრზეა გათვლილი. თვითმფრინავს აქვს ორი ძრავი და ჰაერის ფილტრი, რომელიც ორ წუთში ერთხელ ასუფთავებს ჰაერს, სხვადასხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად.


 


ბილ გეითსის თვითმფრინავი Bombardier BD-700 Global Express - 40 მილიონი დოლარი.


 


ბილ გეითსმა ორი თვითმფრინავი შეიძინა, რომლებსაც უმაღლესი ტექნიკური მახასიათებლები აქვს - აღჭურვილია სპეციალური მაღალტექნოლოგიური სანავიგაციო სისტემებით. მისი თვითმფრინავები მსოფლიოში ყველაზე მდიდრულია.


 


Jay-Z -ს თვითმფრინავი Bombardier Challenger 850 Learjet - 40 მილიონი დოლარი.


 


Jay-Z -ს და მისი მეუღლის - ბიონსეს თვითმფრინავი აღჭურვილია ტყავის სალონით. თვითმფრინავში არის სასტუმრო ოთახი, სამზარეულო და ორი საძინებელი. ეს მდიდრული თვითმფრინავი ბიონსემ მეუღლეს აჩუქა.


 


სელინ დიონის საკუთარი თვითმფრინავი Bombardier BD-700 Global Express - 47.7 მილიონი დოლარი.


 


ეს იდეალური თვითმფრინავი სწრაფი ბიზნეს-ვიზიტისთვის არის განკუთვნილი. ის 18 მგზავრზეა გათვლილი. აქვს სამუშაო ოთახი და საერთო დარბაზი შეხვედრებისა და კონფერენციებისთვის.


 


ჯიმ ქერის კუთვნილი თვითმფრინავი Gulfstream V - 59 მილიონი დოლარი.


 


მსახიობმა ძვირადღირებული თვითმფრინავი საქმიან ვიზიტებზე გასამგზავრებლად შეიძინა, რომელიც მსგავსი კლასის თვითმფრინავებში ყველაზე სწრაფი და მოხერხებულია.


 


დონალდ ტრამპი Trump’s Boeing 757 - 100 მილიონი დოლარი.


 


თვითმფირნავის მდიდრული და კომფორტული სალონი ზუსტად ისეთია, როგორიც მის მფლობელს შეეფერება - მოოქროვილი ღვედები, 52 დიუმიანი ტელევიზორი, ორი საძინებელი, მოოქროვილი ნიჟარები და ონკანები აბაზანაში. თვითმფირნავი 23 მგზავრზეა გათვლილი და ისინი, უდავოდ, კომფორტულად იმგზავრებენ.


 


ჯოზეფ ლაუს საკუთარი თვითმფრინავი Boeing 747 - 153 მილიონი დოლარი.


 


მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომერციული თვითმფრინავი სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ ის მრავალსართულიანია. ის, თუ როგორ მოაწყო ჩინელმა ინვესტორმა, მულტიმილიარდელმა ჯოზეფ ლაუმ მისი კუთვნილი თვითმფრინავი, არაფერია ცნობილი, თუმცა მისი წარმოდგენა, არც ისე რთულია. სალონი ისე გამოიყურება, როგორც ფოტოზე. დანარჩენი კი თქვენს ფანტაზიას მიანდეთ.


 


ალიშერ უსმანოვის თვითმფრინავი Airbus A340-300 - 350 მილიონი დოლარი.


 


რეალურად, თვითმფრინავის ფასი 238 მილიონი დოლარია, თუმცა რუსმა მილიარდელმა მას 112 მილიონი დოლარი დაახარჯა, რომ ის განსაკუთრებული და ყველასგან გამორჩეული ყოფილიყო. თვითმფრინავს საწვავის ერთი გამართვით შეუძლია 14,5 ათასი კილომეტრზე ფრენა და ის 375 მგზავრზეა გათვლილი.


 


პრინცი ალ-ვალიდ იბნ თალალის კუთვნილი თვითმფრინავი Airbus A380 Superjumbo Jet - 500 მილიონი დოლარი.


 


ყველაზე ძვირადღირებული საკუთარი თვითმფრინავი პრინც ალ-ვალიდ იბნ თალალის ეკუთვნის. თვითმფრინავში არის რამდენიმე საძინებელი, სპორტული დარბაზი, ავტომობილის ფარეხი და მიმინოსთვის განკუთვნილი სპეციალური ოთახიც კი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?