12 შეცდომა, რომესლაც თმის დამოუკიდებლად შეღებვისას უშვებთ

საკნატუნო ამბები

11 ივლისი 15:00, 2015 წელი

ფერი არ მოგწონთ, თმა გაგიფუჭდათ, საღებავი ერთ კვირაში ჩამოირეცხა - ამ და სხვა უსიამოვნო მომენტების თავიდან აცილება ადვილი შესაძლებელია!

გაითვალისწინეთ რჩევები და სასურველი შედეგი გარანტირებულია!


შეცდომა 1: არ ატარებთ ფერის სასინჯ ტესტს შეღებვამდე.


შეგიძლიათ, კისრის მხარეს თმის პატარა ნაწილი ნიმუშად შეიღებოთ და მიხვდეთ, რა ფერს მიიღებთ მთლიანად შეღებვისას.


შეცდომა 2: არ იტარებთ ტესტს ალერგიაზე.


უკლებლივ ყველა მწარმოებელი გვთხოვს, შეამოწმოთ კანის მცირე უბანზე საღებავის რეაქცია, მაგრამ ჩვენ ხშირად ვერ ვხედავთ ამის საჭიროებას. სულ ტყუილად!


ალერგია საღებავზე შესაძლოა გამოვლინდეს კანის გაღიზიანების, ანთების, ქავილისა და თმის ცვენის ფორმითაც. ასე რომ, თმის ფერის ტესტირებისას კისერზე ან ყურის ძირში შეამოწმეთ კანის რეაქციაც საღებავზე  - ამ ადგილებში კანი ყველაზე მგრძნობიარეა.



შეცდომა 3: თმის საღებავს იყენებთ წარბებისა და წამწამების შესაღებად.


არავითარ შემთხვევაში არ შეიღებოთ წარბები ან წამწამები თმის საღებავით! შეიძლება საღებავი თვალში მოგხვდეთ, რამაც მხედველობის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს. არც ისაა გამორიცხული, წამწამები საერთოდ დაგცვივდეთ. წარბებისა და წამწამებისთვის სპეციალური პროფესიონალური საღებავი არსებობს. შეღებვა რეკომენდირებულია სალონში.


შეცდომა 4: ილაქავებთ ყურებსა და კისერს.


თუ შეღებვის წინ კანზე ცხიმიანი მალამო ან ვაზელინს დაიტანთ, ლაქები აღარ შეგაწუხებთ.


შეცდომა 5: შეღებვის წინ იყენებთ თმის ბალზამს.


ახალდაბანილი თმის შეღებვა არ შეიძლება. კარგი იქნება თუ დაბანიდან 24 საათი მაინც იქნება გასული, მაგრამ თუ ვერ ახერხებთ თმის დაუბანლად გაძლებას, ნუ გამოიყენებთ ბალზამს. ის ფარავს თმის წვრილ ფორებს ზედაპირზე, ამიტომ საღებავი თმას არათანაბრად შეღებავს.



შეცდომა 6: საღებავს იჩერებთ დიდხანს ინტენსიური ფერის მისაღებად.


საღებავის თმაზე დიდხანს გაჩერება არ შეიძლება. თმაზე საღებავის საჭიროებაზე დიდხანს გაჩერება აფუჭებს თმის ღერის სტრუქტურას, ხოლო საღებავის მოქმედების დრო შეზღუდულია: 30 წუთის შემდეგ ის უბრალოდ აღარ მოქმედებს. თმასაც დაიწვავთ და ვერც უკეთეს ფერს მიიღებთ.


შეცდომა 7:  შეღებილ თმას იბანთ ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნით.


ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნს ძლიერი განმწმენდი თვისება აქვს. ასეთი შამპუნი ხელოვნურ პიგმენტებს მალე ჩამორეცხავს. თუ ქერტლი თქვენთვის პრობლემას წარმოადგენს, გამოიყენეთ სპეციალური საშუალებები ნიშნით „შეღებილი თმისთვის“.



შეცდომა 8: იყენებთ ლითონის სავარცხელს.


ლითონი იჟანგება და შედის საღებავთან რეაქციაში. შეღებვის შედეგებზე მისი გავლენა არაპროგნოზირებადია. გამოიყენეთ პლასტიკატის, ხის ან კერამიკის სავარცხელი.


შეცდომა 9: თქვენ ტოვებთ მომზადებულ ნარევს დასაყოვნებლად.


როდესაც შეურევთ საღებავს გამამჟღავნებელ კრემს, საჭიროა, მაშინვე შეუდგეთ ღებვას. საქმე ისაა, რომ ქიმიური პროცესები კომპონენტების შერევისთანავე იწყება და თუ მზა ნარევს დააყოვნებთ, ჩამქრალ ფერს მიიღებთ.



შეცდომა 10: თმის ბოლოებს ძალიან იმუქებთ.


როცა საღებავი მთელ თმაზე ერთდროულად დაგაქვთ, თმის ძირები ძალიან ღია მიიღება, ბოლოები კი მუქი გამოდის. ყოველთვის დაიტანეთ საღებავი ჯერ თმის ძირებზე მთელ თავზე, შემდეგ კი მთლიანად თმებზე.


 


შეცდომა 11: თქვენ განაზავებთ საღებავს შამპუნითა და ბალზამით.


თუ შეღებვისას გგონიათ, რომ საღებავი არ გეყოფათ, არ განაზავოთ ჩვეულებრივი შამპუნით ან ბალზამით -  ამით ხარისხი აუცილებლად გაფუჭდება.



შეცდომა 12: იღებავთ თმას ლურჯ, მწვანე, წითელ, იისფრად...


მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თმის ფერის რადიკალურმა ცვლილებამ შეიძლება კანის სერიოზულ დაზიანებამდე მიგვიყვანოს. განსაკუთრებით საშიშია მალინისფერი, იისფერი, მწვანე, ღია წითური და ლურჯი ფერები. ამ საღებავების შემადგენლობაში შედის ნივთიერება პარა-ფენილენდიამინი, რომელიც კანის ანთებას იწვევს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?