კალიფორნიის ქალაქ პეტალუმაში მსოფლიოს ყველაზე მახინჯი ძაღლის გამოსავლენად ყოველწლიური კონკურსი გაიმართა. კონკურსის გამარჯვებული კუზიანი მეტისი, სახელად კვაზიმოდო გახდა.
ძაღლი მოკლე ხერხემლით დაიბადა და ის გიენას ძალიან ჰგავს. მისმა უჩვეულო გარეგნობამ განაპირობა ის, რომ კონკურსის ფინალისტ 26 მონაწილეს შორის გამარჯვებული კვაზიმოდო გახდა.