ნიღაბი კანის ასაჭიმად - ამ საღამოსვე მოსინჯეთ და შედეგს დილითვე ნახავთ!

სილამაზე/ჯანმრთელობა

25 იანვარი 22:00, 2018 წელი

არსებობს ერთი პროდუქტი, რომელიც სახის კანს ნებისმიერ ასაკში აცოცხლებს და ჯანსაღ იერს აძლევს. ამ პროდუქტს ბავშვობიდან ვიცნობთ, ბევრს ყოველთვის აქვს სახლში და თანაც - ძალიან იაფია!

ეს პროდუქტი მანანის ბურღულია. მის შემადგენლობაში დიდი რაოდენობითაა სახამებელი და მცენარეული ცილები, რომელთა წყალობითაც ამ ბურღულს მართლაც ჯადოსნური მოქმედება აქვს. 


ნიღაბი კანის ასაჭიმად
პროდუქტი:
25 გრ მანანის ბურღული
50 მლ ნაღები (ან ცხიმიანი არაჟანი)

მანანის ბურღული კარგად გახსენით ნაღებში, ისე რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
დაიდეთ სუფთა სახეზე (მეტი ეფექტისთვის უმჯობესია, სახე სკრაბით დაიბანოთ) და გაიჩერეთ 15 წუთი. პარალელურად მსუბუქად დაიმასაჟეთ სახე.
ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით. კონტრასტული შხაპი კანის ფერს აცოცხლებს.


მკვებავი ნიღაბი 
პროდუქტი:
2 ს/კ მანანის ბურღული
1 კვერცხის გული
1 ჩ/კ თაფლი
1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი


ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად გადაზილეთ და სახეზე წაისვით. გაიჩერეთ, სანამ ბოლომდე არ გაშრება.
ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით.

სკრაბი
პროდუქტი:
2 ს/კ მანანის ბურღული
2 ს/კ ზეითუნის ზეთი

თითები დაისველეთ ზეთით, შემდეგ ჩაყავით მანანის ბურღულში და დაიწყეთ სახის დამასაჟება.
ნელი მოძრაობებით გააგრძელეთ 2-3 წუთი.

40 წლის შემდეგ რეკომენდებულია, ეს ნიღბები კვირაში სამჯერ გაიკეთოთ - ყოველ 2 დღეში ერთხელ. თუ ეს ჩვევად გექცევათ, ნაოჭების გამო ნერვიულობა აღარ მოგიწევთ - ისინი ნელ-ნელა ალაგდება და სახის კანი ახალგაზრდულ იერს მიიღებს. 

დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

როგორ იბრძოდნენ ქალები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს ეროვნულ საბჭოში, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, 5 ქალი დეპუტატი იყო. მათი ხელმოწერაც ამშვენებს კონსტიტუციური ხასიათის პირველ ქართულ დოკუმენტს.
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ასფალტზე გაცოცხლებული მულტფილმის გმირები თვითიზოლაციაში 

ასეთ უჩვეულო დროში ჩვენ ყველას მხარდაჭერა და კარგი განწყობა გვჭირდება.