მელანია ტრამპის დიეტა: როგორ გავხდეთ და შევინარჩუნოთ წონა სამუდამოდ

მელანია ტრამპის დიეტა: როგორ გავხდეთ და შევინარჩუნოთ წონა სამუდამოდ

სილამაზე/ჯანმრთელობა

3 ივლისი 09:00, 2018 წელი

როგორც ჩანს, აშშ-ის პირველმა ლედიმ იცის ფორმაში ყოფნის საიდუმლო. ახლა კი უკვე ჩვენც ვიცით! 

აღმოჩნდა, რომ ყველაფერი მარტივია: საჭიროა სწორი კვება, მაგრამ ზოგჯერ სისტემიდან გადახვევაც დასაშვებია. მაგალითად, მელანიას სისუსტეა - ბურგერი, შემწვარი ქათამი და შუშის კოკა-კოლა (დიეტური). სხვა მხრივ, მელანია საკმაოდ მკაცრია საკუთარი თავის მიმართ. მან გამოიმუშავა წესები, რომლებითაც უკვე წლებია ხელმძღვანელობს.


რა შეიძლება ვისწავლოთ 48 წლის მელანიასგან - ეს არის მისი დამოკიდებულება სწორი კვების მიმართ. ის არ მიიჩნევს ამ სისტემას დიეტად - ეს არის ცხოვრების წესი, რომელიც არ უნდა დაირღვეს: „უბრალოდ, მიყვარს ჯანსაღი საკვები, რადგან ამგვარად თავს უფრო ენერგიულად, ჯანმრთელად და ლამაზად ვგრძნობ და როდესაც ასეა, რატომ უნდა ვთქვა უარი სწორ კვებაზე?“ - აღიარებს მისის ტრამპი.



რაც შეეხება მელანიას დღიურ რაციონს, მან ერთ-ერთ გამოცემაში აღიარა, რომ მისი საუზმე იწყება შვრიის ფაფით, რომელიც გამდიდრებულია უჯრედისებით ან მუსით, რომელიც რამდენიმე სახეობის ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტებისგან შედგება. ამგვარი საუზმე მას დღის მანძილზე ენერგიით ავსებს და სადილამდე შიმშილის შეგრძნება არ აწუხებს.


სადილად მელანია ყველაზე ხშირად მიირთმევს თევზს ან ზღვის პროდუქტებს ორთქლზე მომზადებული ბოსტნეულით, ხოლო ვახშმად სხვადასხვა სახეობის მწვანე სალათს უჯრედისების დიდი შემადგენლობით.


გარდა ამისა, სამოდელო კარიერის პერიოდში მელანია მიეჩვია წყლის სმას (დაახლოებით, სამი ლიტრი დღეში). სხვათა შორის, მისის ტრამპი უკვე რამდენიმე წელია გატაცებულია ჩოგბურთით, ცურვით და იოგით, რომელიც, მისივე სიტყვებით, ძალიან დაეხმარა მას მშობიარობის შემდეგ წონის დაკლებაში.


მელანიას საყვარელი სასმელებია მწვანე კოქტეილი პიტნით, ლიმონით, ხორბლით და ასევე, წყალი. ეს სასმელები ასწრაფებს მეტაბოლიზმს და ეხმარება სხეულს ფორმის შენარჩუნებაში. 


გარდა ამისა, მელანიას რაციონში მუდმივად შედის ხილი (5-7 ცალი დღეში!). და მიუხედავად იმისა, რომ დიეტოლოგები ამ „პოლიტიკას“ ეწინააღმდეგებიან, ყოფილი მოდელი არგუმენტირებულად ამტკიცებს, რომ უმჯობესია, მიირთვას ხილი, ვიდრე ემულგატორებით გაჯერებული შოკოლადი ან სნეკი. ვერაფერს ვიტყვით,  სადავო საკითხია. თუმცა, ისევე როგორც ყველა ქალის, ტრამპის ცხოვრებაშიც არსებობს დღეები, როდესაც ის საკუთარ თავს ცოტაოდენი მწარე შოკოლადით ან ნაყინით ანებივრებს. „არაფერი დაშავდება, თუკი ზოგჯერ გემრიელ და მავნე პროდუქტს მივირთმევთ, ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ძალიან იშვიათად უნდა მოხდეს და ჩვენი რაციონის ძირითად ნაწილს ჯანსაღი საკვები უნდა შეადგენდეს“, - ამტკიცებს აშშ-ის პირველი ლედი.


 

წყარო
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

როგორ ჩატარდება და გაკონტროლდება რეგიონული ჩემპიონატი ნარდში „ევროპაბეთზე“

ტურნირი სტარტს 26 ივლისს აიღებს, კვალიფიკაციები 5 ივლისიდან დაიწყება ირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“
დღის ჰოროსკოპი

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა დაინახეთ ერთი შეხედვით? - ფსიქოლოგიური ტესტი ქალებისთვის

პასუხებში ამოიკითხავთ, თუ როგორი მამაკაცი გაგაბედნიერებთ...
დღის ჰოროსკოპი

1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?