ლიპოსაქციის არაოპერაციული ალტერნატივა „Mix style“-ისგან

სილამაზე/ჯანმრთელობა

15 იანვარი 10:00, 2016 წელი

თერმოთერაპია, რომელიც უნიკალური „საპრო გელით“ მხოლოდ ესთეტიკის ცენტრ „Mix style“-ში ტარდება, ეფექტურია არა მხოლოდ არასასურველი ცხიმისგან გასათავისუფლებლად, არამედ კურნავს უამრავ დაავადებას და, როგორც აღმოჩნდა, ხელს უწყობს შვილოსნობის უნარის გააქტიურებას. 
რა უპირატესობებით სარგებლობს თერმოთერაპიის „საპრო გელით“ ჩატარება და აქვს თუ არა უკუჩვენებები აღნიშნულ პროცედურას?! ესთეტიკის ცენტრ „Mix style“-ის ექიმი დეა მირიანაშვილი გირჩევთ:

 


რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება თერმოთერაპია?

თერმოთერაპია კოსმეტოლოგიური და ფიზიოთერაპიული მეთოდია, რომელიც ულტრაწითელი სხივებით სხეულის „ღრმა“ გათბობას გულისხმობს.
ამ პროცედურით ხდება:
ორგანიზმიდან ცხიმის, შლაკების, ტოქსინებისა და სხვა მავნე ნივთიერებების გამოდევნა,
სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება,
პრობლემური ზონების კორექცია და სხეულის გარშემოწერილობის შემცირება,
კანის ელასტიკურობის ამაღლება,
ცელულიტის მკურნალობა,
კუნთების დაძაბულობის მოხსნა და მათი ტონუსის ამაღლება,
რელაქსაცია და ემოციური დაძაბულობის მოხსნა...

გარდა ამისა, პრაქტიკაში გამოიხატა აღნიშნული მეთოდის კიდევ ერთი სერიოზული ჩვენება - როგორც აღმოჩნდა, თერმოთერაპიის სეანსები ხელს უწყობს შვილოსნობის უნარის გააქტიურებას, რადგან საკმაოდ მოკლე დროში დაფიქსირდა დაფეხმძიმების შვიდი შემთხვევა. აღმოჩნდა, რომ ამ ქალბატონებს წლების მანძილზე ჰქონდათ უშვილობის პრობლემა, თუმცა ისინი ამ შემთხვევაში თერმოთერაპიას მხოლოდ წონის კორექციისთვის მიმართავდნენ.
ჩვენ, რა თქმა უნდა, დავინტერესდით, რა კავშირშია თერმოთერაპია და ქალის შვილოსნობის უნარი ერთმანეთთან, ჩავატარეთ გამოკვლევა და მივედით ერთ საკმაოდ მარტივ დასკვნამდე - აღნიშნული პროცედურის დროს ორგანიზმი, დაახლოებით, 38 გრადუსამდე ცხელდება, რა დროსაც უკანა ტანში სიცხე 37 გრადუსამდე იმატებს, ეს ტემპერატურა კი შესანიშნავი წინაპირობაა კვერცხუჯრედის გასანაყოფიერებლად.

როგორ ტარდება თერმოთერაპია?
თერმოთერაპია საკმაოდ სასიამოვნო პროცედურაა, რომელიც იწყება სხეულის „დასქრაბვითა“ (რაც ხელს უწყობს ფორების გახსნას, რათა სპეციალურმა „საპრო გელმა“ კანის უჯრედებში უფრო ღრმად შეაღწიოს) და გრილი დუშის მიღებით.
ამის შემდეგ პაციენტს ვუსვამთ სპეციალურ გელს - „საპრო გელს“ (100%-ით ნატურალურ პროდუქტს), ვფუთავთ და ინფრაწითელ თერმულ საბანში ვათავსებთ (კისრის ქვემოდან მთელ სხეულზე).
პროცედურის ხანგრძლივობა (თერმულ საბანში დაყოვნების დრო) ინდივიდუალურია და შესაძლოა, 30 წუთიდან 1,5 საათამდე გაგრძელდეს.
ამის შემდეგ ვახდენთ სხეულის მოდელირებას - ლიპოდრენაჟს, ოზონოთერაპიას და მასაჟს (პრობლემური ადგილების ხელით კორექტირებას).
თერმოთერაპიის კურსი შეადგენს 10 პროცედურას, თუმცა ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, საჭირო გახდეს კიდევ ერთი კურსის ჩატარება (10-14-დღიანი შესვენების შემდეგ).
პროცედურები ტარდება დღეგამოშვებით ან 3 დღეში ერთხელ (რაც უფრო დიდია პაციენტის წონა, მით უფრო ხანგრძლივია პროცედურებს შორის ინტერვალი).
რაც ყველაზე მთავარია - შედეგი პირველივე პროცედურის შემდეგ თვალსაჩინო ხდება, მთლიანი კურსის დასრულების შემდეგ კი, თუ პაციენტი ჩვენ მიერ მიცემულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, როგორც წესი, მსგავსი პრობლემის წინაშე აღარ აღმოჩნდება.

რეკომენდაციები მიღწეული შედეგის შესანარჩუნებლად
თუ ადამიანი არასწორ ცხოვრებას გააგრძელებს, დაახლოებით 1,5-2 წელიწადში ორგანიზმში ცხიმი ისევ ჩალაგდება. ამიტომ აუცილებელია რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინება:  
ჯანსაღი კვება, ვარჯიში, დიდი რაოდენობით სითხის მიღება.



რაში მდგომარეობს „საპრო-გელის“ უნიკალურობა?
„საპრო-გელი“ 100%-ით ნატურალური პროდუქტია, რომელიც ბალტიისპირა ქვეყნების ბუნების წიაღში მოიპოვება და შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს - ბიოლოგიურად აქტიურ ჰუმინო და ფულვომჟავებს, ამინომჟავებს, ფერმენტებს, ანტიოქსიდანტებს, ვიტამინებს (B1,B6, B12, C, D, E), მაკრო და მიკროელემენტებს და ა.შ. 
„საპრო-გელის“ მოხმარება მიზანშეწონილია, როგორც კოსმეტიკური, ისე სამკურნალო თვალსაზრისით და მოწოდებულია:
კანის დაბერების პროცესის შესანელებლად, 
ცელულიტის სამკურნალოდ,
ორგანიზმიდან ზედმეტი ცხიმის, შლაკების, ტოქსინებისა და სხვა მავნე ნივთიერებების გამოსადევნად, სტრიებისა და პიგმენტური ლაქების გასაქრობად,

ჭარბი ოფლიანობისგან თავის დასაღწევად,
ალერგიული ფონის შესამცირებლად,

კანის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ,
იმუნური სისტემის გასაძლიერებლად,
ართრიტის, პოლიართრიტისა და ხერხემლის სხვა დაავადებების სამკურნალოდ,
პროქტოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ
და ა.შ.

რა შემთხვევაში იკრძალება თერმოთერაპიის ჩატარება?
სხვა სითბურ პროცედურებთან შედარებით, თერმოთერაპიას მთელი რიგი უპირატესობები აქვს:
სხეულის პრობლემურ ზონებზე მიზანმიმართული ზემოქმედება, გვერდითი ეფექტების არარსებობა (თუ, რა თქმა უნდა, არ არსებობს რაიმე სახის კლინიკური უკუჩვენება), პროცედურის კომფორტულობა და ა.შ. თუმცა, აღნიშნული პროცედურების ჩატარებას კატეგორიულად ვკრძალავთ, თუ ანამნეზში არსებობს: სიმსივნური დაავადებები, ჩიყვი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადება.
პროცედურის ჩატარება, ასევე, უკუნაჩვენებია - ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, აკნეს ან სხეულზე ღია ჭრილობების არსებობისას.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?