რვაწლიანი კომა და გადადებული ქორწილი - ამბავი, რომელმაც მსოფლიო შეძრა

სიყვარულის ისტორიები

10 თებერვალი 12:00, 2018 წელი

ეს საოცარი ისტორია იაპონელ წყვილს გადახდა. ჰისაში ნიშიზავა და მაი ნაკაჰარა ერთმანეთს 2005 წლის გაზაფხულზე შეხვდნენ. მალევე მიხვდნენ, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ და 2007 წლის გაზაფხულზე ქორწილი დანიშნეს, მაგრამ... 

მოულოდნელმა ტრაგედიამ წყვილის გეგმები მთლიანად შეცვალა.
ქორწილამდე სამი თვით ადრე მაის უცნაური სიმპტომები შენიშნეს - გოგონა რამდენიმე წუთის წინ მომხდარს ვერ იხსენებდა და ღამით ხმამაღლა და გაბმულად ყვიროდა.
მაი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და გული გაუჩერდა. ექიმებმა გულის ამუშავება შეძლეს, თუმცა გოგონა კომაში ჩავარდა.

მწუხარებისგან განადგურებულმა ჰისაშიმ საქორწინო ცენტრში დარეკა და ქორწილის გაურკვეველი დროით გადატანა ითხოვა, ახლობლებს კი გამოუცხადა, რომ საცოლეს უსასრულოდ დაელოდებოდა.

ახალგაზრდა კაცი კომაში მყოფ საცოლეს ყოველდღე, სამსახურში წასვლამდე და სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ ნახულობდა. დასვენების დღეებს მის გვერდით ატარებდა, მასაჟს უკეთებდა, საყვარელ მუსიკას „ასმენინებდა“ და ესაუბრებოდა. 

ხუთი თვის შემდეგ მედიკოსებმა დაადგინეს, რომ მაი საკვერცხეების კიბოსგან გამოწვეული ენცეფალიტით იტანჯებოდა. ანტისხეულები, რომლებსაც გოგონას ორგანიზმი გამოყოფდა, მისი ნერვული სისტემის წინააღმდეგ მუშაობდა და ტვინის ფუნქციონირებას აფერხებდა. მაის სიმსივნე დაუყოვნებლივ ამოჰკვეთეს, თუმცა წლები გადიოდა და გოგონა მაინც კომაში რჩებოდა.

„გთხოვ, იპოვე სხვა გოგონა... ჯანმრთელი გოგონა, რომელიც გაგაბედნიერებს“, - სთხოვა ერთხელ მაის დედამ სასიძოს.
„მოვიცდი... მე, უბრალოდ, კიდევ ერთხელ მინდა მისი ღიმილის ნახვა“, - უპასუხა ჰისაშიმ.

თითქმის ორწლიანი კომის შემდეგ მაიმ თვალები გაახილა, მაგრამ ახლობელი ადამიანებიდან ვერავინ იცნო. ის არ რეაგირებდა საუბარზე, მოძრაობაზე და საყვარელ მუსიკაზე. გოგონას ვეგეტატიური მდგომარეობა წელიწადი გაგრძელდა.
ამ ხნის მანძილზე, ჰისაში მასთან ვიზიტებს ძველებურად აგრძელებდა და დარწმუნებული იყო, რომ საყვარელი ქალი ოდესმე იცნობდა. სასწაულის მოლოდინი კიდევ სამ წელს გაგრძელდა...

იმ დღეს ჰისაში მაის ჩვეულებრივ მასაჟს უკეთებდა, როცა შენიშნა, რომ გოგონას სახეზე ნერვი შეინძრა და ღიმილი მოეფინა.
მოგვიანებით ჰისაშიმ აღიარა, რომ მაის კომაში ჩავარდნის პირველივე დღეს საკუთარ თავს შეჰფიცა, რომ მის გაღვიძებას დაუცდიდა და პირობა შეასრულა.

2014 წელს საქორწინო სააგენტოში ზარი გაისმა - ჰისაში ნიშიზავამ 2007 წელს გადადებული  ქორწილი დანიშნა.

მაიმ გამოჯანმრთელება სწრაფი ტემპებით დაიწყო. თავიდან მას მოძრაობა უჭირდა, მაგრამ მიზნად დაისახა, რომ საკურთხევლამდე თავად უნდა მისულიყო.

ჩაშლილი ქორწილიდან 8 წლის შემდეგ, 2014 წლის 21 დეკემბერს ჰისაში ნიშიზავას და მაი ნაკაჰარას საქორწინო ცერემონია გაიმართა.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ კლინიკის ექიმები და მედდები - ყველა, ვინც მაის ამ წლების განმავლობაში გვერდით ედგა.
პატარძალი საკურთხევლამდე საკუთარი ფეხით მივიდა და სიხარულისგან ატირდა. მის გვერდით იდგა მამაკაცი, რომელსაც უყვარდა და არასოდეს მიუტოვებია.

ამბობენ, რომ თანამედროვე ადამიანებისთვის ნამდვილი სიყვარული და ერთგულება მითი და ზღაპარია, მაგრამ ყოველთვის იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ ასეთი სიყვარული შეუძლიათ.  

წყარო
დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს! 

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!
იცით თუ არა...

როგორ ეძებდა სტივ ჯობსი სამსახურს - CV, რომელიც შეავსო Apple-ის დაარსებამდე 3 წლით ადრე

ყველას გვიწევს, რაღაცით დავიწყოთ... 1973 წელს ეს ლეგენდარული ადამიანი სამსახურს ეძებდა. იმ დროს უკვე მიტოვებული ჰქონდა სწავლა ორეგონ რიდის კოლეჯში. თუმცა ჯერ 3 წელი იყო იმ დრომდე, სანამ ჯობსი კომპიუტერულ ინდუსტრიას შეცვლიდა. 
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

თუ ეს 10 რამ გესიზმრებათ, ყურადღებით იყავით!

ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოთერაპევტი კარლ გუსტავ იუნგი ამბობდა, რომ სიზმრებით ადამიანი თავის ქვეცნობიერში იხედება. სიზმარი გვკარნახობს, თუ რა გვაწუხებს ყველაზე მეტად და რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ... 
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ანტონის ცაპატაკისი: „ეს ჩემი თავისუფლებაა“

ნუ გადააჭარბებ სიჩქარეს - დღეს ეს მოწოდება და ამაში მოზარდების დარწმუნება ერთ-ერთი მთავარი მიზანია ანტონის ცაპატაკისისთვის, რომელიც ბერძენი პარალიმპიელი მოცურავე და მსოფლიო ჩემპიონია... 
იცით თუ არა...

სკოლაში ექსპერიმენტი ჩაატარეს - ხელების სისუფთავე პურის ნაჭრით შეამოწმეს!

შედეგი იმდენად შთამბეჭდავი გამოდგა, რომ გადაწყვიტეს, ეს ამბავი სოციალური ქსელით გაეზიარებინათ. 
ამბები

აღიარება ჩუმი გმირობისთვის

მარინა გოგიჩაიშვილი ჯიპიაი ჰოლდინგის თანამშრომელია. ის ვენის სადაზღვევო ჯგუფის ყოველწლიური კონკურსის -  ჯილდო  მოხალისეობრივი საქმიანობისათვის - AWARD IN RECOGNITION OF COMMITMENT TO VOLUNTARY ACTIVITIES გამარჯვებული გახდა. მან ჯილდო ლეიკემიით დაავადებული პაციენტების დასახმარებლად  საქველმოქმედო ორგანიზაციის დაარსებისთვის მიიღო.
დღის ჰოროსკოპი

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ყველაზე ზარმაცებისთვის: ვისკი კაფსულებში (video)

ამ სიახლის ავტორია ალკოჰოლის შოტლანდიური ბრენდი The Glenlivet. 
მოძღვარი გვირჩევს

დღეს ქრისტიანის ცხოვრებაში პირველი საიდუმლო იღებს სათავეს

გილოცავთ ყველა ქრისტიანს - საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, ისევე, როგორც მთელი მართლმადიდებლური სამყარო, აღნიშნავს ნათლისღებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.