ედუარდ შევარდნაძე: ამ ასაკში სიტყვა „შეყვარებული“ რაღა დროსაა, მაგრამ...

სიყვარულის ისტორიები

25 ივლისი 14:00, 2015 წელი

რას აღიარებდა ცოლის მიმართ ქვეყნის პირველი პირი?


სახელმწიფოს ლიდერების პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდია. სახელმწიფოს პირველი პირის თანამეცხედრეს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მისია აქვს – ასე იყო საქართველოს ისტორიის მანძილზე... ასე იყო საბჭოთა საქართველოს პერიოდშიც, როცა ქვეყნის პირველი ქალბატონები საზოგადოების წინაშე არ ჩნდებოდნენ.
ედუარდ შევარდნაძე – 1972–1985 წლებში საქართველოს კომპარტიის ცკ–ს პირველი მდივანი და 1995–2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი.

როგორი იყო ქვეყნის მეორე პრეზიდენტის ოჯახური გარემო, დამოკიდებულება მეუღლესთან და როგორ დაიწყო მათი სიყვარულის ისტორია? ამ კითხვით ედუარდ და ნანული შევარდნაძეების ქალიშვილს, მანანას მივმართეთ.
ჩვენს კითხვებზე პასუხად კი მანანა შევარდნაძემ გადმოგვცა 2005 წელს გამოცემული ავტობიოგრაფიული წიგნი „მიმოზებს მოგიტან დედა“. ქალბატონ მანანას თქმით, მასზე უკეთ ამ სიყვარულის ისტორიას თავად მისი მშობლები ჰყვებიან. 


ნა­ნუ­ლი ცა­გა­რე­იშ­ვილ­მა და ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ ერ­თმა­ნე­თი სტა­ლი­ნის მმარ­თვე­ლო­ბის ბო­ლო წლებში გაიცნეს.
ნა­ნუ­ლის მა­მა, რაჟ­დენ ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი, სტა­ლი­ნის მმარ­თვე­ლო­ბის დროს დახვრიტეს.  
კომკავშირის აქტივისტ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის­თვის „სამშობლოს მოღალატის“ შვილთან ქორწინება შე­იძ­ლე­ბო­და, კა­რი­ე­რის და­სას­რუ­ლა­დ ქცე­უ­ლი­ყო, ამიტომ ნა­ნული­მ ქორწინებაზე უარი უთხრა, თუმცა ედუარდს უკან არ დაუხევია...
სარძლოს სანახავად გურიიდან თბილისში ჩამოსულ სადედამთილოს ნანული თავის საყვარელ ლურჯზოლიან კაბაში გამოწყობილი დახვედრია:  
„მაშინ მე და ედუარდს ერთმანეთს გვამსგავსებდნენ და სადედამთილოსაც ასე უთხრეს – აი, ნახავ, ედიკოს როგორ ჰგავსო. ერთი თხელი, ლურჯზოლიანი კაბა მქონდა, რომელიც ძალიან მიხდებოდა და ედუარდმა ამ კაბის ჩაცმა მთხოვა. ციოდა. შუა ზამთარი იყო. „გავწირე“ თავი და ჩავიცვი. ოთახში რომ შევედი და პალტო გავიხადე, დედამ ხელები გაშალა და დაიძახა, ნენა, მე არ მიშობია, მარა რავა მართლა ჩემი შვილივით არისო?.“
დამშვიდობებისას მომავალმა დედამთილმა სარძლოს მისთვის სოფლიდან ჩატანილი ნობათის წაღება სთხოვა – შაშხის, ტყემლისა და მჭადის ფქვილის. თავიდან ნანულის მორიდებია და მტკიცე უარი უთქვამს, მაგრამ როცა ედუარდმა ნობათი სახლის კარამდე მიუტანა და უკან გაბრუნდა, მაშინვე ცეცხლი აუგიზგიზებია:
„ედუარდი წავიდა თუ არა, იმ წამსვე დავდგი შაშხი მოსახარშად. მშიერი წლები იყო. მერე ედუარდს ვაცინებდი, ნეტავ რა თავპატიჟს ვიდებდი, ის შაშხი მაშინვე ჩავდგი მოსახარშად მეთქი.“


მოუცლელობისა და დაღლილობის მიუხედავად, ედუარდ შევარდნაძეს ყოველთვის ჰქონდა დრო საყვარელი მეუღლისთვის. 
როგორი გვიანიც არ უნდა იყოს, თუნდ ღამის ორი საათი, მაინც უნდა გამომეხმაუროს, მესაუბროს და ჩემთან ერთად ივახშმოს. ერთი სიტყვით, მიჩვეულ ოჯახურ წესს არ არღვევს.
ეს მასაც სჭირდება და მეც“.
ქალბატონი ნანულის მონაყოლიდან ირკვევა, რომ ქვეყნის პირველი პირისთვის არაფერი მიწიერი ყოფილა უცხო. უყვარდა დალევა, როცა ამის საშუალება ჰქონდა, თუმცა შევარდნაძეების ოჯახში „დამსჯელის“ ფუნქცია, ძირითადად, დიასახლის ჰქონია შეთავსებული:
„ბავშვები, სკოლა, ოჯახის პრობლემები სულ ჩემს კისერზე გადადიოდა. შვილებს მისი განსაკუთრებული რიდი ჰქონდათ, თუმცა, ხმა არასდროს აუმაღლებია. მე ვიყავი „დამსჯელი“. ის კი არა, ოჯახში ერთი კატა გვყავს და უადგილო ადგილას რომ ახტება, ედუარდი მე მეძახის, მოდი, გაუწყერიო.“


რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს,  ნანულის მეუღლის უზომო შრომისმოყვარეობა მის ერთ-ერთ ნაკლად მიაჩნდა:
„ის ნაკლი აქვს, რომ საერთოდ არ ისვენებს და ამაზე მოგვდის ხშირად უსიამოვნება. ჩემი დედამთილი იყო ასე: დილის ხუთი საათიდან ღამის პირველამდე საქმიანობდა. თანაც ავადმყოფობდა. ვეტყოდი ხოლმე, რატომ ირჯებით, რა გაკეთებინებთ ამდენ საქმეს თქო და ოჯახის ერთგულება. ნენაო – მპასუხობდა. ედუარდიც ასეა. გაოგნებული ვარ მისი შრომით, მაგრამ ენერგიის სწრაფად აღდგენაც შეუძლია. ორ-სამ საათს წაიძინებს და უკვე დასვენებულია. თუ დადებითი ენერგიითაა დამუხტული, მაშინ დაძინებაც არ სჭირდება.


მეუღლესთან გატარებული წლებიდან ქალბატონი ნანული განსაკუთრებული სითბოთი ერთ-ერთ საკუთარ დაბადების დღეს იხსენებს:
„ერთ წლიწადს, ვაშინგტონში ყოფნისას, ჩემი დაბადების დღე –7 მარტი დაემთხვა. „პროტოკოლში“ უწერიათ დაბადების დღეები, მაგრამ არ მეგონა, თუ მიაქცევდნენ ამ რიცხვს ყურადღებას. საღამოს მიღება გაიმართა და მასპინძელმა – არ მახსოვს ვინ იყო – გამოაცხადა, დღეს ქალბატონი ნანულის დაბადების დღეაო. ტაშის გრიალში ყველა ფეხზე წამოდგა, მიმღერეს „დაბადების დღეს გილოცავთ“, შემოიტანეს პატარ-პატარა ტორტები და სანთლები. ედუარდი სიტყვით რომ გამოვიდა, თქვა – აი, ასე უნდა გიყვარდეთ ცოლი, რომ ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში დაბადების დღე აღუნიშნოთო. ატყდა ერთი სიცილ-ხარხარი. შარშან კიდევ ასე მომიწყო დაბადების დღე იაპონიაში, იმპერატორთან.“


„ ასეა თუ ისე, ამ ქვეყანაში პირველი კაცი  ვარ. ეს ჩვენს ადამიანურ ურთიერთობებს, რა თქმა უნდა, გარკვეულ კვალს ამჩნევს ერთგვარი დაძაბულობის, ნერვიულობის თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენს სიყვარულზე ამას გავლენა არ მოუხდენია. თუ ადამიანი ისეთ გზას აირჩევს, როგორიც მე ავირჩიე, ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. რაღაც პერიოდში რომ დავმარცხებულიყავი, დარწმუნებული ვარ,  ჩვენს ცხოვრებაში მაშინაც კი არაფერი შეიცვლებოდა. პირიქით, შეიძლება მეტი სითბო და სიახლოვე ყოფილიყო, ვიდრე ამ პირობებში,“ – ამბობდა თავად ბატონი ედუარდი და აღიარებდა, რომ მეუღლესთან ურთიერთობა მისთვის ყოველგვარ მკურნალობაზე უკეთესი მალამოა, რომელიც ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი წონასწორობას უბრუნებს:
„ჩემთვის საშინლად ძნელი იყო ის დღე, როცა სოხუმიდან ჩამოვფრინდი. ეს არავინ იცოდა, გარდა ჩემი დაცვისა, რომელიც თან მახლდა. არავინ დამხვედრია და პირდაპირ სახლში წავედი. გადაწყვეტილი მქონდა, პარლამენტში არ წავსულიყავი, რადგან ამაზე მეტი უბედურება არ უნდა შემთხვეოდა სახელმწიფოს მეთაურს.. მაგრამ მისმა სიმშვიდემ, „ცივმა გონებამ“ (მას საოცარი ნიჭი აქვს მობილიზაციის), დარწმუნების უნარმა დიდად იმოქმედა ჩემზე და მივიღე გადაწყვეტილება. მაშინდელი პარლამენტი ჩემს გამოჩენას, მიუხედავად დამარცხებისა, ოვაციებითაც კი შეხვდა. ხომ ხედავთ, ნანული უფრო რეალისტურად და საღად აზროვნებდა, ვიდრე მე იმ სიტუაციაში.“
„...ამ ასაკში სიტყვა შეყვარებული“ რაღა დროსაა, მაგრამ მაინც შეყვარებული ვარ. ბოლომდე შეყვარებული... ჩემთვის მთავარია, გული არ შეიცვალოს, გრძნობა არ შეიცვალოს. ერთგულება კი არ შესუსტდეს, პირიქით, რაც ასაკში შევდივართ, უფრო იგრძნობოდეს,“ – ასე გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას ედუარდ შევარდნაძე  მეუღლის და ოჯახის მიმართ .


ნანული ცაგარეიშვილი  2004 წლის 20 ოქტომბერს გულის შეტევით გარდაიცვალა.
დაკრძალეს კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის ეზოში.
ედუარდ შევარდნაძემ მძიმედ გადაიტანა მეუღლის დაკარგვა.
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 86 წლის ასაკში მყოფი ექს–პრეზიდენტი 2014 წლის 7 ივლისს გარდაიცვალა.
დაკრძალულია კრწანისის რეზიდენციაში მეუღლის გვერდით.


 
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?