„უცნობი ქალის პორტრეტი“ - ქართველი თავადის ქალი, რომელმაც რუს იმპერატორს ღირსება შეუნარჩუნა

სიყვარულის ისტორიები

4 ივნისი 14:00, 2016 წელი

ტრაგიკული ბედის მქონე ქართველი ლამაზმანის ბარბარე თურქესტანიშვილის, ანუ ვარია თურქესტანოვას სახელი მე-19 საუკუნის რუსეთის იმპერატორის კარზე ყველამ იცოდა. იმპერატორის დედის - მარია ფიოდოროვნას სეფექალი და ალექსანდრე I-ის ფავორიტი ქალი თავად ბაადურ თურქესტანიშვილის შვილიშვილი გახლდათ, რომელიც რუსეთში გადახვეწილ ვახტანგ VI-ს ახლდა და პეტრე I-თან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. თურქესტანიშვილების დამსახურებაზე მეტყველებს ის, რომ მათი გვარი 1783 წელს რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებაში 81 სამეფო აზნაურის გვარს შორის მეორე ადგილზე მოიხსენიება.

ბარბარე რუსეთის არმიის გენერალ ილია თურქესტანიშვილისა და მარია ერიოპკინას ოჯახში უფროსი შვილი გახლდათ. გენერლის ათი შვილიდან მოზრდილობამდე მხოლოდ ბარბარემ და მისმა ორმა დამ მიაღწიეს, დანარჩენები ბავშვობაში გარდაიცვალნენ. გოგონა 20 წლის იყო, როცა მშობლებიც დაკარგა, მაგრამ ძლევამოსილი მფარველი შეიძინა - უდედმამო გოგონა რუსეთის იმპერატორის დედის მარიას სეფექალი გახდა. ქართველი თავადის ასულმა სასიამოვნო ბუნებით, გონიერებითა და მრავალმხრივი განათლებით იმპერატორის დედის ნდობა და კეთილგანწყობა მალე დაიმსახურა. თავისი პეტერბურგული ცხოვრების აღწერისას, გრაფი თევდორე ტოლსტოი ვარია თურქესტანოვაზე წერდა: „ბიძაჩემთან გამართულ საღამოებს ხშირად ესწრებოდა თავადის ასული თურქესტანოვა - დები გოლიცინების მეგობარი, მარია ალექსანდროვნას და მისი მეუღლის რჩეული, ძალიან ჭკვიანი, ეშმაკი, მოხერხებული და მხიარული ქალი. ბიძაჩემი მეტისმეტად ევლებოდა მას თავზე და მალე მისი თხოვნით, სასახლის ფრეილინაც გახდა“.


მალე სასახლეში ყველამ შეამჩნია, რომ დედის სეფექალის მიმართ ალექსანდრე I განსაკუთრებულ ინტერესსა და ყურადღებას იჩენდა. ეს ურთიერთობა უფრო თვალშისაცემი 1813 წელს გახდა, როცა იმპერატორის მთავარი ფავორიტი მარია ნარიშკინა საზღვარგარეთ გაემგზავრა. „ის რომ იმპერატორი არ იყოს, ვინატრებდი, რომ მოვწონებოდი, რადგან მე საოცრად მომწონს“, - სწერდა თავადის ასული თავის ერთ მეგობარს. იმპერატორი კი სულ უფრო მეტად ინტერესდებოდა ქართველი სეფექალით და სულ უფრო ხშირად უგზავნიდა ფაიფურის მინიატურებს საკუთარი პორტრეტითა და წარწერით „Celui que vous preferez. De la part de celui qui vous prdfere“. „ის, ვისაც თქვენ არჩევთ, გირჩევთ თქვენ“.
სასახლეში ყველა იმპერატორის ახალი ფავორიტის შესახებ ჩურჩულებდა, თუმცა 1817 წელს დაწყებული რომანი მალე ტრაგიკულად დასრულდა. ვარია თურქესტანოვას იმპერატორის ოფიციალურ ფავორიტობაზე პრეტენზია არასოდეს ჰქონია, ამიტომ ცდილობდა, იმპერატორთან მისი სასიყვარულო ურთიერთობა ყველასთვის დაფარული ყოფილიყო. მართლაც, ამ კავშირის შესახებ იმპერატორის დედა და ცოლი ვერაფერს ხვდებოდნენ. 1818 წლის შემოდგომაზე იმპერატორის დედამ ქართველი თავადის ქალი ევროპაში სამოგზაუროდ წაიყვანა. სწორედ ამ დროს მწერალი ალექსანდრე ბულგაკოვი პოეტ პეტრე ვიაზემსკის სწერდა: „მარია ფიოდოროვნას ევროპაში მოგზაურობის დროს გამრთობად ალექსანდრე ნარიშკინი მიჰყავს, ჭკუის დამრიგებლად თურქესტანოვა და გრაფინია სამოილოვა სილამაზისთვის“.


ევროპაში მოგზაურობა ვარია თურქესტანოვასთვის დამღლელი და უინტერესო აღმოჩნდა. „ჩვენ ვმოგზაურობთ, როგორც ბაბილონის მეფეები, თუმცა ყველაფერი ძალიან მომბეზრდა“, - სწერდა თავადის ქალი მეგობარს მოგზაურობიდან.
ავსტრიაში ყოფნის დროს ბარბარემ თავი შეუძლოდ იგრძნო. საგანგებოდ მოწვეულმა ექიმმა იმპერატორის სეფექალი ყურადღებით გასინჯა და უთხრა, რომ ის ბავშვს ელოდება. ქალისთვის ეს თავზარდამცემი ცნობა იყო, თუმცა რუსეთში დაბრუნებამდე მისი საიდუმლოდ შენახვა მოახერხა.
ევროპაში მოგზაურობა 1818 წლის ბოლოს დასრულდა, 1819 წლის 20 მარტს კი გაჩნდა გოგონა, რომელსაც მარია (მიმი) დაარქვეს. ბავშვის დაბადებიდან ორი თვის შემდეგ იმპერატორის ქართველმა ფავორიტმა საწამლავი დალია. ვარია თურქესტანოვა რამდენიმე კვირა ტანჯვის შემდეგ, 1819 წლის 20 მაისს გარდაიცვალა. იმპერატორის დედა მარია თევდორეს ასული თავის სეფექალს ბოლო წუთებამდე არ მოშორებია და ლოგინში უგონოდ მწოლიარეს ლოცვებს უკითხავდა.


ქართველი თავადის ასულს ეყო ძალა, რომ საიდუმლო სამარეში წაეღო და იმპერატორის ღირსებისთვის ჩრდილი არ მიეყენებინა, ამიტომ იმპერატორის კარმა სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად ქოლერა გამოაცხადა. იმავდროულად, ვრცელდებოდა ხმები, რომ 42 წლის ბარბარემ, იმპერატორის პარალელურად, 24 წლის თავადთან, ვლადიმერ გოლიცინთან გააბა რომანი. მხიარული და გონებამახვილი გოლიცინი ქალებში დიდი წარმატებით სარგებლობდა. ასაკის მიუხედავად, ბარბარეც მშვენივრად გამოიყურებოდა. ამასთანავე, აღმოსავლელი ქალის მომხიბვლელობა სასახლის სეფექალთაგან გამოარჩევდა. ერთ-ერთი ვერსიით, გოლიცინმა სანაძლეო დადო, რომ თურქესტანოვას აცდუნებდა, მეორე ვერსიით კი, ღამით იმპერატორის საძინებელში რომ არ შეესწრო, თავადი ბარბარეზე დაქორწინებას აპირებდა. რუსმა წარჩინებულებმა თურქესტანოვას სიკვდილში თავადი გოლიცინი დაადანაშაულეს. იმპერატორის საიდუმლო მრჩეველი ანდრეი ფადეევი გოლიცინის შესახებ წერდა: „მთლიანობაში ის ჭკვიანი და კეთილი ადამიანია, მაგრამ ავანტიურებით სავსე ცხოვრება ხშირად მის კეთილ საქმეებსაც ჩრდილს აყენებს“.


ალექსანდრე პუშკინმა, რომელიც ბარბარეს კარგად იცნობდა, თავის დღიურში 1836 წ. 18 მარტით დათარიღებული ჩანაწერი დატოვა, რომელიც იმპერატორისა და ფრეილინა თურქესტანოვას ტრაგიკული სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ თავადი ციციანოვის (ციციშვილის) მონაყოლს ეხება.  
ვარია თურქესტანოვა ალექსანდრე ნეველის ტაძარში დაკრძალეს.
იმ დღეებში მთელი პეტერბურგი მხოლოდ ამ იდუმალებით მოცულ გარდაცვალებაზე საუბრობდა. პოეტი პეტრე ვიაზემსკი ალექსანდრე ტურგენევს სწერდა: „გუშინ თავადის ასული თურქესტანოვა გარდაიცვალა. რაც უნდა თქვან, ის მაინც კეთილ, გულისხმიერ და საოცრად ჭკვიან ქალად მიმაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მდიდარი არ იყო, უამრავ ადამიანს ეხმარებოდა და მრავალრიცხოვან ნაცნობებში მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები დატოვა“.

ნამდვილი დამნაშავის ვინაობა რომ დაეფარა და ჭორებისგან დაეცვა, ახალშობილის მამობა ვლადიმერ გოლიცინმა აღიარა. გოგონა მასთან იზრდებოდა, თუმცა ნაადრევად, 24 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარიას დარჩა შვილი, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავდა იმპერატორ ბაბუას.


ყოველ ჩვენგანს ერთხელ მაინც აქვს ნანახი ცნობილი მხატვრის ივან კრამსკოის ნახატი „უცნობი ქალის პორტრეტი“. ერთ-ერთი ვერსიით, სურათზე სწორედ ტრაგიკული ბედის მქონე ქართველი თავადის ასულია გამოსახული, რომელიც რუსი იმპერატორის სიყვარულს შეეწირა. ამ ვერსიას იზიარებს ცნობილი რუსი ჟურნალისტი იგორ ობოლენსკი:
„ახლა, როცა ტრეტიაკოვის გალერეაში ვარ, სურვილი მიჩნდება, მომსახურე პერსონალს შევეხმიანო და შევთავაზო, პორტრეტის სახელწოდება შეცვალონ. და დააწერონ, რომ დიდი ოსტატის ტილოზე გამოსახულია საკმაოდ ცნობილი ქართველი თავადის ქალი, ბარბარე თურქესტანიშვილი, რომლის ბედისწერამაც ივან კრამსკოის ამ პორტრეტის შექმნისკენ უბიძგა“.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?