ერთ დღეს დასრულებული ორი სიცოცხლე - უოლტ დისნეი და მისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული

სიყვარულის ისტორიები

22 ივნისი 22:00, 2016 წელი

ალბათ, დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც დისნეის მულტფილმი ერთხელ მაინც არ უნახავს... როგორ ცხოვრობდა მსოფლიო მულტიპლიკაციის მამა, კინორეჟისორი, სცენარისტი და უმძლავრესი მულტიმედია კომპანია „Walt Disney Productions“-ის დამაარსებელი უოლტ დისნეი, როგორ ქმნიდა თავის შედევრებს და ვინ იყო ქალი, ვინც მულტიპლიკატორის ცხოვრებისა და შემოქმედების განუყოფელ ნაწილად იქცა? 


უოლტ დისნეი 1901 წლის 5 დეკემბერს ჩიკაგოში დაიბადა. ხუთი წლისაც არ იყო, როცა მისი ოჯახი საცხოვრებლად მისურის შტატის პატარა სოფელში გადავიდა. სწორედ აქ გამოავლინა უოლტმა ხატვის ნიჭი, როცა ხელში ნახშირის პატარა ნატეხი აიღო და... მისდა გასაოცრად, მამამ, რომელიც სენტიმენტებისკენ მიდრეკილი არ გახლდათ, დამწყები მხატვრის „შემოქმედება“ ყურადღებით დაათვალიერა და გაბრაზების ნაცვლად, შეაქო.  
სამყაროში, რომელშიც უოლტი ცხოვრობდა, ნიჭს აუცილებლად შემოსავალი უნდა მოეტანა, ამიტომ ბიჭუნამ საკუთარი ნახატების მყიდველის ძიება დაიწყო. პირველი 25 ცენტი მეზობლის ცხენის დახატვაში გადაუხადეს. მოგვიანებით, გაზეთის დამტარებლად მუშაობის დროს, საპარიკმახერო სალონის ვიზიტორების შარჟებში 25 დოლარი გამოიმუშავა.
პირველი მსოფლიო ომის დროს, 16 წლის დისნეი საფრანგეთში მოხალისედ გაემგზავრა და ერთი წელი სანიტარიული მანქანის მძღოლად იმუშავა. სამშობლოში დაბრუნებულ ახალგაზრდას უმუშევრობა ელოდა, ამიტომ გამუდმებით ბიზნესის დაწყებაზე ფიქრობდა. პირველი ექსპერიმენტი წარუმატებელი გამოდგა - დიდი იმედებით გახსნილი  სარეკლამო სტუდია „Laugh-O-Gram“ მალე დაიხურა, თუმცა ახალგაზრდა ამას არ შეუშინებია. 1920 წელს უოლტმა მხატვარი იუბ აირვექსი გაიცნო და, მასთან ერთად, სარეკლამო სააგენტო გახსნა. მეგობრების პირველი სარეკლამო რგოლი სწრაფად ცვლადი კომიქსების ნაკრებს წარმოადგენდა. ბიზნესის გაფართოებისთვის აუცილებელი იყო ფართის მოძებნა, თუმცა ამისთვის საჭირო ფული არც ერთს ჰქონდა. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მხატვრებმა მიტოვებული გარაჟი აღმოაჩინეს. ხელჩართული ჩხუბით გარაჟიდან გააძევეს იქ მცხოვრები ბომჟი და საქმიანობას შეუდგნენ. სწორედ ასე დაიბადა უმძლავრესი კორპორაცია, რომელმაც კომპანიონებს უამრავი მილიონი და მსოფლიო დიდება მოუტანა.
ბიზნესის განვითარებისთვის უოლტმა უფროს ძმას, როის, ხან ჩხუბით, ხან ვისკის დახმარებით გამოსტყუა ტუბერკულოზის მკურნალობისთვის განკუთვნილი ფული. შემდეგ უკვე დისნეის ხშირად უყვარდა თქმა: როგორი მეზღაპრე ვარ, როცა ერთი შეხედვით გიჟური იდეის განხორციელებაზე საკუთარი ძმის დათანხმებაც კი ვერ მოვახერხეო. გარაჟში კი მუშაობა დუღდა. მალე უოლტმა თავის ბიზნესში უფროსი ძმა ჩართო, ლოს-ანჯელესში გადავიდა და ჰოლივუდში სტუდია „The Walt Disney Company“ გახსნა. მაშინ ეს პატარა კანტორა იყო, რომელშიც მხოლოდ ძმები დისნეები და მათი მეგობარი, მხატვარი იუბ აივერქსი მუშაობდნენ.


1923 წელს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პატარა გოგონას ალისას მოგზაურობა ზღაპრულ  ქვეყანაში კინოთეატრებში უამრავ ადამიანს შეკრებდა. ამის შემდეგ, უოლტმა ბაჭია ოსვალდი შექმნა და მისი თავგადასავალიც სარფიანად გაყიდა. დისნეის იმპერია ყოველდღიურად იზრდებოდა. დისნეი იმდენად გაიტაცა საყვარელმა საქმემ, რომ გარშემო ვერც ერთ ქალს ამჩნევდა, მათ შორის - ვერც ლილიან ბოუნდსს, რომელიც სტუდიაში უოლტის დახატულ პერსონაჟებს აფერადებდა, მაგრამ მალე მოკრძალებულმა გოგონამ უოლტის გულის დაპყრობა შეძლო. მულტიპლიკატორი, რომელიც ამ დროისთვის უკვე მილიონებს გამოიმუშავებდა, ლილიანს კვირაში მხოლოდ 15 დოლარს უხდიდა და ხშირად ამ ფულსაც სესხულობდა. წლების შემდეგ ის იხუმრებს, რომ ლილიანის ვალი ისე გაიზარდა, ფულის დაბრუნებას ქალის ცოლად მოყვანა ვარჩიეო. სინამდვილეში, უოლტი ცოლის მოყვანას სხვა მიზეზით ჩქარობდა - მისი ძმა და კომპანიონი როი დაქორწინდა და უოლტის სახლიდან გადავიდა. მარტო დარჩენილი მულტიპლიკატორი კი ყოფით ცხოვრებაში სრულიად უმწეო აღმოჩნდა. ნაგვისა და ჭუჭყიანი ჭურჭლის გროვაში ერთკვირიანი ცხოვრების შემდეგ, ბუტერბროდების ჭამით გაბეზრებულმა უოლტმა ლილიანს ხელი სთხოვა. უოლტი და ლილიანი 1925 წელს დაქორწინდნენ. საკუთარი ხელით შეკერილ საქორწინო კაბაში გამოწყობილი ლილიანი ჯვრისწერის პროცესზე ისე ნერვიულობდა, რომ სტრესისგან გამოწვეული სიცილი ვერ შეუჩერეს. ახალდაქორწინებულებმა პირველი ღამე სიეტლისკენ მიმავალ მატარებელში გაატარეს, რათა იქიდან საქორწინო მოგზაურობაში თბომავლით გამგზავრებულიყვნენ. ღამე საშინლად არარომანტიკული აღმოჩნდა - დისნეის კბილი ასტკივდა და ტკივილის დასავიწყებლად, მთელი ღამის განმავლობაში, მგზავრების ფეხსაცმელებს წმენდდა.


რვაწლიანი ლოდინის შემდეგ, 1933 წელს დისნეის ოჯახში გოგონა დაიანა-მერი დაიბადა. როცა გაიგეს, რომ მეტი შვილის ყოლას ვერ შეძლებდნენ, ოთხი წლის შემდეგ წყვილმა მიტოვებული გოგონა იშვილა, რომელსაც შერონ-მეი დაარქვეს. ბედნიერი მამა აღმერთებდა თავის გოგონებს, თუმცა, იმის გამო, რომ მთელ დღეს სამსახურში ატარებდა, მათ, ძირითადად, მძინარეებს ხედავდა. ერთხელ ეკლესიაში საკვირაო წირვის დროს, უოლტმა მეუღლეს ხმამაღლა ჰკითხა: ძვირფასო, ხომ არ იცი, რა ჰქვია თეთრებში ჩაცმულ მშვენიერ გოგონას? ნამდვილი ანგელოზია და თან მშვენივრად მღერის. ეს ხომ შენი გოგონა, შერონია, კრეტინო, - უპასუხა ცოლმა და ატირდა.


უოლტ დისნეის ოჯახი მთლიანად ლილიანის გამძლეობაზე იდგა. ქალი ყოველთვის მეუღლის გვერდით იდგა და მზად იყო, მისთვის საქმიანი რჩევა მიეცა. სწორედ ლილიანმა მოიფიქრა თაგუნია მიკი მაუსის სახელი, რომელსაც თავიდან მორტიმერი ერქვა. თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ თაგუნია მიკი მაუსის შემქმნელს მთელი ცხოვრება პანიკურად ეშინოდა თაგვების. ლილი ყველაფერს პატიობდა ქმარს და სკანდალი არც მაშინ მოუწყვია, როცა მთელი ჰოლივუდი დისნეისა და მექსიკელი მსახიობის რომანზე ჭორაობდა. ლილიანი იცავდა ქმარს მოღალატე მეგობრებისგან და სპირტიანი სასმელებისგან. ერთხელ, გვარიანად გამომთვრალ ქმარს ლილიანმა სახლის კარი ცხვირწინ მიუკეტა. მეორე დღეს ბაფთიანი ყუთით ხელდამშვენებული უოლტი, რომელშიც ლეკვი იჯდა, პატიების სათხოვნელად მივიდა. ბოლოს და ბოლოს, უოლტმა დააფასა მეუღლის თავდადება და თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ატარებდა.


გოგონებთან სეირნობისას დისნეი სულ უფრო მეტად რწმუნდებოდა, რომ ამერიკაში არ არსებობს ოჯახური დასვენებისთვის შესაფერისი ადგილი. იქ, სადაც მშობლები მხიარულობდნენ, ბავშვებს მოწყენილობისგან ეძინებოდათ და პირიქით. ამ აღმოჩენის შემდეგ მხატვარმა მტკიცედ გადაწყვიტა, აეშენებინა პარკი, რომელშიც მთელი ოჯახი ზღაპარში აღმოჩნდებოდა. „დისნეილენდის“ პროექტს იმ დროისთვის წარმოუდგენლად დიდი თანხა - 17 მილიონი დოლარი სჭირდებოდა. უოლტის ძმა და ერთგული კომპანიონიც კი პროექტის განხორციელებას სიგიჟედ მიიჩნევდა: გონზე მოდი, უოლტ! ვის სჭირდება ეს ატრაქციონი? ჩვენ ხომ სრულიად გავკოტრდებით! - ეუბნებოდა ის ძმას, მაგრამ უოლტის გადარწმუნება შეუძლებელი იყო.


1955 წლის 17 ივლისს გაიხსნა მსოფლიოში პირველი საბავშვო ზღაპრის ქალაქი, რომელმაც თავის დამაარსებელს ასტრონომიული მოგება მოუტანა. „დისნეილენდის“ სანახავად და გასართობად, ადამიანები თავიანთ შვილებთან ერთად, მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოდიოდნენ და მულტფილმებისგან განსხვავებით, ეს სტაბილური ფული იყო.
თავისი მოღვაწეობის მანძილზე უოლტ დისნეიმ მრავალი მილიონი დოლარი და 26 „ოსკარი“ გამოიმუშავა.
მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა იმას, რომ ზღაპარი სინამდვილედ ექცია. უდიდესი მულტიპლიკატორი 1966 წლის 15 დეკემბერს, 65 წლის ასაკში, ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა. მას შემდეგ, კომპანია „დისნეის“ მულტფილმებში აღარასდროს აჩვენებენ მწეველ გმირებს.


დისნეის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ ლილიანი მეორედ გათხოვდა. ჯონ ტრუინენსთან ქორწინება 12 წელი გაგრძელდა და ჯონის გარდაცვალების შემდეგ დასრულდა. ლილიანს კი 1997 წლის 15 დეკემბერს, დისნეის გარდაცვალებიდან ზუსტად 31 წლის შემდეგ, ინსულტი დაემართა და  გარდაიცვალა.


კომპანია „Walt Disney Productions“ ამჟამად მულტიპლიკატორის შვილები მართავენ. კომპანია დღემდე ახერხებს ადამიანებისთვის თუნდაც მცირე ბედნიერების მინიჭებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მხატვარმა შეძლო, განეხორციელებინა თავისი ბავშვობის ოცნება და სამყარო ოდნავ უკეთესი და კეთილი გაეხადა.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?