X

ბექა გოდერძიშვილი: „ალექსანდრე ხშირად მთხოვს, „ჰეროკრატიაში“ მამა ვაჩვენო!“

სტუმრად ცნობილებთან
07.12.2016 20:00
2208

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ბექა გოდერძიშვილი და ნინი ჭულუხაძე სამი შვილის - 7 წლის ნატალიას, 6 წლის ანდრეას და 3 წლის ალექსანდრეს მშობლები არიან. წყვილი მეოთხე შვილის მოლოდინშია.

გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
  • ბექა: მამა 34 წლის ასაკში გავხდი. პირველი შვილის დაბადება ნერვიულობა უფრო იყო, ვიდრე სიხარული, რადგან ნინის ცოტა რთული ფეხმძიმობა და მშობიარობა ჰქონდა. მეორე და მესამე შვილი რომ გვეყოლა, მამის სტატუსსაც შეგუებული ვიყავი.

  • ნინი: 20 წლის ვიყავი, დედა რომ გავხდი. მეორე და მესამე შვილი ერთმანეთს მივაყოლე. მეოთხე რომ დაიბადება, უკვე 28 წლის ვიქნები. პატარას მარტის დასაწყისში ველოდებით. ექიმმა რომ გაიგო, მეოთხე შვილს ველოდებოდი, ძალიან გაუკვირდა და მაშინვე ასაკი მკითხა. რატომღაც ბევრს სკოლის მოსწავლე ვგონივარ.

  • ნინი: ნატალიმ კატეგორიულად გამოაცხადა, რომ მსახიობი არასდროს იქნება ალბათ მამის რეჟიმიდან გამომდინარე. სპექტაკლზე მუშაობის პერიოდში დილით რომ გადის სახლიდან, მეორე დღემდე გვემშვიდობება, რასაც შვილები ძალიან განიცდიან.

  • ნინო: ჩემს ასაკში ამდენი შვილის დედობა დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა ბექა იმდენად მიდგას გვერდში, ბევრ საქმეს მიმსუბუქებს. 

  • ბექა: ბევრი შვილი მეც მინდოდა, მაგრამ მაშინ, როცა ფინანსურად მოვძლიერდებოდი. ამიტომ გარკვეული პერიოდი ერთ შვილზე გაჩერებას ვგეგმავდი, თუმცა ღმერთის ნებაა ყველაფერი. უკვე ზუსტად ვიცი, რომ სახლი კი არა, აგარაკიც რომ მაჩუქონ, მეხუთე შვილს აღარ გავაჩენთ!

  • ბექა: ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია, მქონდეს იმდენის საშუალება, რომ განათლებასა და ჯანმთელობას ყურადღება მივაქციო. ჯვარი წერიათ, თუ კი რაიმე პრობლემა შეექმნებათ, დროულად ვუმკურნალო. ამავე დროს მინდა, ბავშვები მაქსიმალურად დავტვირთო სპორტით.

  • ნინი: სამივე ძალიან ცელქია, მაგრამ არა თავხედი, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. 

  • ნინი: ბავშვებს ერთი სული აქვთ, ძმა ეყოლოთ! მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე 3 წლისაა, არ ეგოისტობს და პატარას მუცელში სულ ეფერება.

  • ნინი: ბექა სახლში მკაცრიც არის, ზოგჯერ - „ფსიხიც“ , კეთილიც და მზრუნველიც, მაგრამ ისეთი სერიოზულიც არა, როგორც „ჰეროკრატიაში“ ჩანს.

  • ბექა: ალექსანდრე ხშირად მთხოვს, „ჰეროკრატიაში“ მამა ვაჩვენო!

  • ნინი: ნატალი ხატვასა და ნივთების მხატვრულად გაფორმებაზე გიჟდება! ანდრეას კი კუბიკებით თამაში ისე უყვარს, ამბობს, არქიტექტორი უნდა გამოვიდეო. ალექსანდრე ჯერჯერობით კედლების მოხატვითაა დაკავებული.

  • ნინი: ბავშვები ძალიან მიყვარს და ეს თვისებაც მეხმარება, რომ კარგი დედა ვიყო. 

ავტორი: სოფიო ბოჭორიძე