გიორგი შარვაშიძე: „შვილი ძალიან მინდა, ნატალია კი ჯერ არ ფიქრობს!“

სტუმრად ცნობილებთან

15 თებერვალი 20:00, 2017 წელი

„ყველამ იცის, რომ შეყვარებული მყავს, თუმცა ცოლ-ქმარიც რომ დაგვიძახონ, დიდ სხვაობას ვერ ვხედავ. ხელს თუ მოვაწერთ, ამ დოკუმენტით არაფერი შეიცვლება“, - მსახიობების წყვილი, 26 წლის გიორგი შარვაშიძე და 21 წლის ნატალია გაბისონია, Funtime-ს საკუთარ თანაცხოვრებაზე უყვებიან.

- სად შეხვდით ერთმანეთს?
ნატალია:
გიორგის პირველად სამეფო უბნის თეატრში შევხვდი. მანამდე ერთმანეთი სპექტაკლებში გვყავდა ნანახი.
გიორგი: სპექტაკლიც მომეწონა და ნატალიაზე გავგიჟდი! დასრულდა თუ არა, მივედი და გულით მივულოცე. მერე კი „ფეისბუკზე“ ძალიან უცნაური მიმოწერა გვქონდა. როგორ დამეწყო საუბარი, არ ვიცოდი და მეორეკლასელი ბავშვივით მოვიქეცი - მოვატყუე, მგონი, შარდენზე დაგინახე და ხომ შენ იყავი-მეთქი.
ნატალია: ამ საუბარს გრძელი და გულახდილი საუბარი მოჰყვა. ვიცოდი, რომ ამერიკაში სასწავლებლად იყო წასული და ამაზე ვეკითხებოდი. მერე კინოში წავედით. გრძნობებზე არც ვსაუბრობდით. ერთ დღესაც შარვაშამ მითხრა, მეგობარმა მკითხა, შენ და ნატალია როგორ ხართო. ერთად ვართ-თქო, ვუპასუხეო. მეგობარს მეც მასე ვუთხარი-მეთქი.
გიორგი: ჩვენი ურთიერთობა ისე აეწყო, გაცნობიდან ერთ წელიწადში ნატაშა საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიდა.
ნატალია: გიორგისთან ერთად ცხოვრება ძალიან მინდოდა. ამიტომ, ყველაფერი მარტივად მოხდა.


- თანაცხოვრების ეტაპმა რა შეცვალა?
გიორგი:
მხოლოდ ის, რომ ახლა სულ ერთად ვართ, თორემ ურთიერთობა არ შეუცვლია. ცალ-ცალკე ცხოვრების პერიოდშიც ასევე ვიყავით. უბრალოდ, ახლა საოჯახო საქმეებიც გადანაწილებული გვაქვს. მე ხვეტას ვერ ვიტან, ნატალია კი ჭურჭლის რეცხვას.
ნატალია: შესაბამისად, მე ოთახებს ვგვი, გიორგი კი ჭურჭელს რეცხავს. ერთმანეთს დილაობით ჩაისა და ყავასაც ვუმზადებთ. მერე კი ერთ საჭმელს ამოვიჩემებთ და რამდენიმე დღე იმას ვაკეთებთ.
გიორგი: ნატალია დამწყები მზარეულია, თუმცა კერძების უმრავლესობა გემრიელი გამოსდის. ამას წინათ სოკოს წვნიანი მომიმზადა და საწებელს უფრო ჰგავდა.


- ალბათ, საკამათო საკითხებიც გაქვთ...
გიორგი:
სხვათა შორის, ამაზე რამდენიმე დღის წინ ვსაუბრობდით. ისე გამოდის, რომ ერთმანეთს ყველაფერში ვეთანხმებით. ცხოვრების რაღაც ეტაპზე შეიძლება პრობლემებიც გაგვიჩნდეს, მაგრამ ჯერჯერობით არ ვუჩივით.
ნატალია: განა ერთმანეთის უარყოფითი მხარეები არ ვიცით, მაგრამ ისეთი არაფერია, რის გამოც შეიძლება ვიკამათოთ. 


- მეგობრები და ოჯახის წევრები რა სტატუსით გახსენებენ?
ნატალია:
სამეგობრო - შეყვარებულების, უფროსი თაობა კი - ცოლ-ქმრის სტატუსით გვახსენებს. ჩემი მშობლები ახლობლებს ეუბნებიან, რომ გათხოვილი ვარ.
გიორგი: ირგვლივ ყველამ იცის, რომ შეყვარებული მყავს, თუმცა ცოლ-ქმარიც რომ დაგვიძახონ, დიდ სხვაობას ვერ ვხედავ. ხელს თუ მოვაწერთ, ამ დოკუმენტით არაფერი შეიცვლება! ისე, მე შვილი ძალიან მინდა, ნატალია კი ჯერ არ ფიქრობს.
ნატალია: მინდა, ჯერ სწავლას მივხედო და დანარჩენზე მერე ვიფიქრებთ.


- პროფესიულ საქმიანობაში ერთმანეთს რამდენად უწყობთ ხელს?
გიორგი:
 მაქსიმალურად. ძალიან რთულია, გაიგო, რა ხდება მსახიობის ტვინში. პრემიერის წინ სტრესი იქნება თუ დაძაბულობა, ვიღაცისთვის გაუგებარია. ჩვენ კი კარგად გვესმის ერთმანეთის. უამრავი სალაპარაკო თემა გვაქვს. ორივე სტუდენტი ვართ. ამჟამად, სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სახელმწიფო კონსერვატორიაში საოპერო ვოკალს ვეუფლები.
ნატალია: თეატრალური უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ. ამჟამად წინასადიპლომო სპექტაკლზე ვმუშაობთ. ორი მსახიობის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ჩვენთვის დიდი კომფორტია. შეიძლება, ერთი პროფესია გვქონდეს, მაგრამ ერთმანეთს ვერ ვუგებდეთ. ჩვენ კი ერთმანეთის ენაზე ვსაუბრობთ, ერთნაირი ხედვა და გემოვნება გვაქვს.


- ნიკუშა „ჩემი ცოლის დაქალებში“ და ლიკა „ხელოვნურ სუნთქვაში“ - თქვენს ამ პერსონაჟებთან რა მსგავსებას ხედავთ?
ნატალია:
ნიკუშა გიორგისნაირი პოზიტიური ადამიანია. სერიალშიც ძალიან საყვარელი და ყურადღებიანია და ჩემთანაც ასეთივეა.
გიორგი: ნატალია ვაჟა ხომერიკის ძლიერი და შემტევი გმირის, მსახიობ ზურა ყიფშიძის შვილს ასახიერებს. ლიკა ძალიან საინტერესო გოგოა. ამ როლში ნატაშა პირველად რომ ვნახე, შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს მართლა მისი შვილი იყო. ნატაშა ლიკას პირდაპირობით ჰგავს. მამასაც არ ერიდება, რასაც ფიქრობს, იმას ამბობს, შემტევი და კატეგორიულია.


- როგორ გაიხსენებთ ზურა ყიფშიძესთან და მერაბ ნინიძესთან ერთად თამაშს?
ნატალია:
ზურასთან მუშაობა საინტერესო და სასიამოვნოა. ვფიქრობ, დიდი გამოცდილება მივიღე. ზურასთან ერთად თამაში მთელი ცხოვრება მინდოდა და ოცნება ამისრულდა. ჩემი პროფესია ისე მიყვარს, მსახიობობა რომ არა, არ ვიცი, სხვაგან სად უნდა ვყოფილიყავი.
გიორგი: მე უფრო მიყვარს ჩემი პროფესია! მალე „ჩემი ცოლის დაქალების“ მე-11 სეზონი დაიწყება. როცა გავიგე, მერაბ ნინიძის შვილის ქასთინგზე მივდიოდი, ძალიან გამიხარდა. იმ პერიოდში მე და ნატაშა მილანსა და პარიზში მივემგზავრებოდით. ბილეთებიც ნაყიდი გვქონდა და სასტუმროც დაჯავშნილი. ქასთინგზე იმედი სულ არ მქონდა და როცა ამიყვანეს, მოგზაურობაზე უარის თქმა მომიწია, თუმცა ამაზე ნაკლებად ვინერვიულე, რადგან წინ დიდი სიამოვნება მელოდა. მერაბ ნინიძეს იმხელა გამოცდილება აქვს, მასთან ერთად თამაში ჩემთვის ბევრს ნიშნავს.



გადაღების ადგილია რესტორანი „ტერასა“.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?