ვასილ დაბრუნდაშვილი: „ჩემი მანქანის სალონში რა ხდება, აღწერა გამიჭირდება!"

სტუმრად ცნობილებთან
21.12.2016 20:00
942

„მე და ჩემი ავტომობილი ვმეგობრობთ, თუმცა ნივთების გაფანატება არ მჩვევია და შესაბამისად, მანქანა ჩემთვის მხოლოდ გადაადგილების საშუალებაა“, - ამბობს ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ჟურნალიტი ვასილ დაბრუნდაშვილი...

  

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
  • 7 წელია, ჟურნალისტიკის სფეროში ვარ. საინტერესო პროფესია ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს მართმევს, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს. ყველაზე  საინტერესო  რეპორტაჟები, ალბათ, შარლი ებდოს ტერაქტებიდან მქონდა.

  • მე და ჩემი ავტომობილი ვმეგობრობთ, ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ, თუმცა ნივთების გაფანატება არ მჩვევია და შესაბამისად, მანქანა ჩემთვის მხოლოდ გადაადგილების საშუალებაა.

  • საჭეს 12 წლის წინათ მივუჯექი. პირველი ავტომობილი bmw იყო. თავიდან დაბრკოლებას თბილისური მოძრაობის ქაოსურობა მიქმნიდა, თუმცა ამასაც მალე შევეგუე.

  • ვფიქრობ, საჭეს კარგად ვმართავ. წესების დაცვითა და სიფრთხილით ვმოძრაობ. შესაბამისად, პატრულთან ურთიერთობაც არ მიწევს. მოძრაობის წესს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვარღვევ, როცა სადმე ძალიან მეჩქარება, თუმცა არც ამ საქციელს აქვს გამართლება.

  • არაპროფესიონალი მძღოლების ქმედებები და საცობები ყველაზე დიდ დისკომფორტს მიქმნის. პარკინგის პრობლემა და გადატვირთული გზებიც დიდი დაბრკოლებაა. გარდა ამისა, სიამოვნებით გავამკაცრებდი კანონს იმ მძღოლების მიმართ, რომლებიც ავტომობილებს ბორდიურებზე აყენებენ.

  • ვერც ავტომობილის ნაწილებში ვერკვევი და ვერც მის მოვლაზე დავდებ თავს. სალონში რა ხდება, ამის აღწერა გამიჭირდება! საწერი კალმები, სანთებელები... რას აღარ ნახავთ!

  • ალბათ, შემდეგი ავტომობილიც  „Mercedes“ იქნება, თუმცა სულაც არ ვგულისხმობ იმას, რომ ავტომობილის მარკა რაიმე ნიუანსს უსვამს ხაზს. უბრალოდ, ძალიან კომფორტული და მუშა მანქანაა და ყოველთვე პროფილაქტიკაში სიარული არ მიწევს. 

ავტორი: სოფიო ბოჭორიძე