ქალწულთა გამორჩეული თვისებებია:
1. ანალიტიკური გონება
ქალწულები გარეგნულად მშვიდები არიან, მაგრამ მათი გონი არასდროს დუნდება. ისინი ვითარების ყოველ ასპექტს აანალიზებენ, არცერთი დეტალი შეუმჩნეველი არ რჩებათ და ამიტომაც იშვიათად ცდებიან. ეს მათი ძლიერი მხარეა, რომელიც ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში ეხმარებათ.
2. პრაქტიკული
მათ ნებისმიერი პრობლემისთვის საუკეთესო გადაწყვეტის მოძებნა შეუძლიათ. ეს იმიტომ, რომ მათი ფიქრები რეალობას ეფუძნება და არა - წარმოსახვას. ქალწული ფანტაზიების სამყაროში არ ცხოვრობს, ის ორივე ფეხით მყარად დგას მიწაზე.
3. ორგანიზებული
მათ არ მოსწონთ არეულ-დარეული ნივთები. ისინი აკურატულ გარემოს არიან ნაჩვევი.
4. გულითადი
ისინი მეგობრებთანაც და საქმიან ურთიერთობებშიც გულითადი და სანდო პარტნიორები არიან.
5. მორიდებული
ქალწულები ინტროვერტი ტიპები არიან. ისინი წყნარად და მორიდებულად იქცევიან. ხმაურიან და ხმამაღალ ქალწულს იშვიათად შეხვდებით. მათ დრო სჭირდებათ დასაახლოებლად და კიდევ უფრო მეტი დრო - მეგობრობის დასამყარებლად.
6. მზრუნველი
ქალწული ძალიან მზრუნველია და გულმოწყალეა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უყვარს და რომლებთანაც შეჩვეულია.
7. შრომისმოყვარე
ნიჭი, გულმოდგინე მუშაობა და დისციპლინა ქალწულებს კარიერაში წარმატებულებს ხდის.
8. პერფექციონისტი
მათ ყველაფერში სრულყოფილება სურთ, ნაკლებს არაფრის დიდებით არ თანხმდებიან. ეს შეიძლება მათი ძალაც აღმოჩნდეს და სისუსტეც.
9. თვითმყოფადი
ქალწულებს მაღალი სტანდარტები აქვთ, ამიტომაც მარტო ყოფნა ურჩევნიათ. ისინი არასდროს დასთანხმდებიან ისეთი ურთიერთობებს, რომლებიც თუნდაც რაღაც ერთ ასპექტში არ აკმაყოფილებთ.