არ უყვართ ტყუილი, თუმცა შეუძლიათ - 10 საინტერესო ფაქტი კუროს ნიშნით დაბადებულებზე

თემატური ჰოროსკოპი

19 მარტი 14:00, 2018 წელი

ისინი ნათელი და კეთილი პიროვნებები არიან. ახლობლებს ყოველთვის ღიმილით ეხმარებიან, თუმცა, როგორც კი მეორე ნახევარს მოძებნიან, მეგობარი იშვიათად ახსენდებათ. კუროები ხომ პრიორიტეტებს ძალიან სწრაფად იცვლიან...

I ფაქტი: კუროებს არაფერი დროებითი არ მოსწონთ. თუ მეგობარია, მაშინ მთელი ცხოვრების მანძილზე. იგივე ეხება საყვარელ ადამიანსაც. ტელეფონსა და ავტომობილსაც კი წლობით არ ცვლიან. დროებითი ურთიერთობა მხოლოდ მაშინ ექნებათ, თუ უკვე ჰყავთ საყვარელი ადამიანი. თანაც, კურომ თუ გიღალატათ, ამის შესახებ ვერასოდეს შეიტყობთ.


II ფაქტი: ამ ადამიანების ფილოსოფია მარტივია. მათთვის მთავარი სახლია. კუროებს თავიანთი ბუნაგი უყვართ, თუმცა შეიძლება იქ ბევრ დროს არც ატარებდნენ. სახლში მათ კომფორტი სჭირდებათ. მათ არ აინტერესებთ ფანჯრიდან ხედი - მთავარია, სააბაზანო იყოს დიდი. მათი მოხიბვლა კომფორტითა და ახალი ტექნოლოგიებით ძალიან ადვილია.


III ფაქტი: მისტერ ბინი გახსოვთ? მსგავსი შოუს მოწყობა თითქმის ყველა კუროს შეუძლია. შეიძლება ამის შესახებ ბევრმა კურომ არ იცოდეს, მაგრამ არტისტიზმი მათ სისხლში აქვთ. კუროები ხასიათს ყველას და ყოველთვის  გამოგისწორებთ.


IV ფაქტი: მოთმინება კუროების ძლიერი მხარეა. მათ უსასრულოდ შეუძლიათ საფარში ჯდომა და ლოდინი. სწორედ ამიტომ მათ აზარტულ თამაშებსა და სიყვარულში სასურველის მიღწევა შეუძლიათ. მხოლოდ ძალიან ზარმაცი კუროები არ აკეთებენ არაფერს. უმეტესობა კი თავის ლოდინის უნარს ოსტატურად ნიღბავს სიზარმაცით.


V ფაქტი: კუროების ნდობა შეიძლება. ვინმეს უბრალოდ „გადაგდება“ მათ ხასიათში არაა - ეს მათ არ სჭირდებათ. ისინი აღმშენებლები არიან და ამიტომაც გარშემო არაფერს ანგრევენ. მათ არ უყვართ ტყუილი, თუმცა მოტყუება შეუძლიათ.


VI ფაქტი: კუროები ხელგაშლილობით გამოირჩევიან და მათი სიძუნწე მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ჩანს. კუროები ძალიან ეჭვიანები არიან. მათ საყვარელ ადამიანზე ყველაფრის გაგება სურთ. მათ უყვართ, როცა ემორჩილებიან, თუმცა ლიდერის კომპლექსი არ გააჩნიათ. ამიტომაც ნუ შეუშინდებით მათი რჩევებისა და დარიგებების მოსმენას.


VII ფაქტი: კუროები ერთი შეხედვით მამაცურად გამოიყურებიან. არადა მშიშრები არიან. თუმცა გენიალურად მალავენ თავიანთ შიშებს და მათ სიმამაცედ წარმოსახავენ. როგორ ახერხებენ ამას? ეს მხოლოდ მათ იციან. ჩვენ მხოლოდ ერთი დაგვრჩენია: ამ ფენომენს დავაკვირდეთ.


VIII ფაქტი: თუკი კუროს რაიმე სიკეთე გაუკეთეთ, ის მას არასდროს დაავიწყდება. ამიტომაც მათთან კარგად მოქცევა ყოველთვის მომგებიანია. ყოველთვის დაეხმარეთ კუროებს, გაწეული გარჯა ორმაგად და სამმაგად დაგიბრუნდებათ.


 IX ფაქტი: კუროების მრისხანებას ვერ შეაჩერებთ. არასდროს არ მიიყვანოთ ისინი ნერვულ აშლილობამდე თორემ აპოკალიფსს მიიღებთ. თქვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცევა. კუროებმა ცუდის დამახსოვრება იციან და ლოდინიც რომ შეუძლიათ, ეს ზემოთ უკვე მოგახსენეთ.


 X ფაქტი: უარყოფითი და საინტერესო ფაქტი: ბევრი კურო თქვენთან ურთიერთობაზე უარს იტყვის, თუკი არამოდურად, იაფად, უშნოდ და უგემოვნოდ გაცვიათ. ამასთანავე, სექსუალური გემოვნებაც უნდა დაემთხვეს და სუნიც სასიამოვნო აგდიოდეთ. ისინი ბევრ ისეთ წვრილმანს ამჩნევენ, რაც თქვენს ურთიერთობას შეუძლებელს გახდის. მაგრამ თუკი თქვენ უკვე მეგობრობთ, მაშინ კურო ამ წვრილმან ნაკლზე რბილად და კეთილგანწყობით მიგითითებთ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?