ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელმაც სიყვარული არ იცის

თემატური ჰოროსკოპი

30 სექტემბერი 13:00

ისეთი სიყვარული, როგორიც წიგნებშია, ბევრმა, რა თქმა უნდა, არ იცის. ამ გრძნობას თითოეული ადამიანი თავისებურად გამოხატავს,  თუმცა ზოგიერთისთვის სიყვარული, თურმე, საერთოდ უცხო ხილია...

ტყუპი

ტყუპი ზოდიაქოთი დაბადებბული ადამიანი შეიძლება, რომანტიკული იყოს, ამბობდეს „მე შენ მიყვარხარ“, მაგრამ მას სიყვარული არ შეუძლია და ეს მარტივად ვლინდება მის ეგოისტურ მოქმედებებში.
ის ხშირად იტყუება. ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე მეტად არის მიდრეკილი ღალატისკენ.
როცა ვინმე მოეწონება, ყვლაფერს გააკეთებს, რათა ურთიერთობის დასაწყისი ვნებებით იყოს სავსე, თუმცა ტყუპის ვნება მალევე განელდება და შეიძლება სამუდამოდაც ჩაქრეს.

ტყუპებს დიდად არ უყვართ ქორწინება, შვილები, რუტინა, თუმცა თუ თქვენ შეძლებთ, მუდმივად დადებითი და ნათელი ემოცილებით აავსოთ, იგი არასდროს იტყვის უარს თქვენთან ყოფნაზე.
სამწუხაროდ, მასთან ურთიერთობაში ყოველთვის მოგიწევთ, ორის ნაცვლად აკეთოთ საქმე. ტყუპებს უყვართ მხოლოდ მიღება და არასდროს - გაცემა. იგი არასდროს იკისრებს პასუხისმგებლობას.
უნდა შეეგუოთ იმას, რომ თქვენს ძალისხმევას, მაქსიმალურად ასიამოვნოთ, ტყუპი მიიღებს, როგორც თქვენს მოვალეობას. 


თხის რქა


თხის რქების უმეტესობა ძალიან მშრომელია და არც რჩებათ დრო სიყვარულისთვის. თუკი მაინც დაქორწინდება, მისგან სიყვარულის გამოვლინებებს არ უნდა ელოდოთ. მას საერთოდ ავიწყდება, რომ იგი უყვართ. ისინი, როგორც წესი, საკუთრ საქმეებში არიან ჩაფლულები და საერთოდ არ ახსოვთ ახლობლები.
თხის რქა მოსაწყენი და საკმაოდ ამორფული ადამიანია. ამიტომ მასთან ურთიერთობაში თქვენ მოგიწევთ მის დაუხმარებლად აანთოთ ვნების ცეცხლი.
ძალიან რომც მოეწონოს ვინმე, თხის რქასთან პაემანი მაინც უინტერესოა. თუკი მის მიმართ სიყვარულს გამოხატავთ, თხის რქა ამას ჩვეულ ამბად ჩათვლის.
თუ მასთან უკვე დაქორწინებული ხართ, თქვენს კითხვას: „რატომ არ მაქცევ ყურადღებას?“, ასევე კითხვით უპასუხებს" „რა, ჩვენ არ ვართ დაქორწინებულები?“ 
ის საშინლად ჯიუტია. არასდროს ეკამათოთ, ამას აზრი არ აქვს. მას კამათში ვერ მოუგებთ, გამორიცხულია! თანაც ამ დროს ამ ენერგეტიკული ვამპირისგან ნეგატივის უზარმაზარ დოზას მიიღებთ.


მერწყული

მერწყულს უყვარს თავისუფლება. ის ურთიერთობებში ყოველთვის დამოუკიდებლობას უნდა გრძნობდეს. მას სჭირდება მსუბუქი ურთერთობები, ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე. ქორწინებაში ის ყოველთვის დაეხმარება და გვერდში დაუდგება თავის მეორე ნახევარს, თუმცა უმცირეს უხეშობასაც არ აპატიებს. 
მან იცის სიყვარული, მაგრამ მხოლოდ ურთიერთობის დასაწყისში. ხოლო მას შემდეგ, რაც თაფლობის პერიოდი ჩაივლის, მერწყული მოსაწყენი და ცივი ადამიანი ხდება.
თუ არ გსურთ, მისთვის ყოველდღიურ „ნივთად“ იქცეთ, რომელსაც თავისი დანიშნულება აქვს, მუდმივად ახალ-ახალი, ნათელი ემოცებით უნდა აავსოთ. თუმცა, თუ თქვენ მისთვის მოსაწყენი იქნებით, ის მაინც არ მიგატოვებთ, იმიტომ, რომ შეეცოდებით. 
ასე რომ, შეიძლება წამოეგოთ მერწყულის ქარიზმას, უზადო მომხიბვლელობას და საოცარ იუმორს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს ყველაერი  2-3 თვე ან, მაქსიმუმ, ერთ წელს გასტანს.


 


მორიელი

მორიელი დაუნდობელია, თუმცა მხოლოდ მანამდე, სანამ კარგად არ შეისწავლის თქვენს ხასიათს. მისთვის აუცილებელია, ადამიანი ბოლომდე ამოიცნოს იმისთვის, რომ მასთან ურთიერთობაში გაიხსნას. ქორწინებაშიც კი შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში უმიზეზოდ გაიბუტოს და განზე გადგეს.
მორიელის გაგება მხოლოდ მორიელს თუ შეუძლია, ისიც - ყოველთვის არა. 
მორიელს აქვს უნარი, გრძნობა გამოხატოს, თუმცა მისი არაპროგნოზირებადი ხასიათი ურთიერთობაში ხშირად ყველაფერს აფუჭებს. იმისთვის, რომ მორიელი გიყვარდეთ, აუცილებელია, მოთმინების უნარი გქონდეთ.
მორიელს ყოველთვის ექნება თავისებური „გამოხტომები“, მაშინაც კი, რაც დაოჯახდება. 
ერთი სიტყვით, ის ვერ იქნება თქვენთვის საჩუქარი. მეტიც - მისგან არც სტაბილურ სიყვარულს უნდა ელოდეთ. 
მორიელებს შეყვარებისთვის დიდი დრო სჭირდებათ და თუკი ამ დროს ნერვებმა გიმტყუნათ, შეიძლება, საერთოდ გადაიფიქრონ თქვენთან ურთიერთობა.


 


კირჩხიბი

კირჩხიბს არ შეუყვარდებით - ის მხოლოდ იმის გამო დაიწყებს თქვენთან ურთიერთობას, რომ ოჯახის შექმნისთვის სასურველ კანდიდატად მიგიჩნევთ. სხვათა შორის, ის საკმაოდ რომანტიკული და საინტერესო ადამიანია, მაგრამ მხოლოდ დასაწყისში. რაც დრო გავა, მით უფრო კი -  ქორწინების შემდეგ, ის გაგიუცხოვდებათ, თუმცა გონივრული დისტანციით. 
დიდ ემოციებსა და გრძნობების გამოვლინებას მისგან ნუ ელოდებით, თუმცა მასთან ცხოვრება არ იქნება უინტერესო. კირჩხიბს შეუძლია ადამიანზე ზრუნვა, მაგრამ გულწრფელი და ძლიერი სიყვარული მისთვის უცხოა.
ამ ადამიანის გვერდით მშვიდად იქნებთ, აი, სიტკბოს კი მისგან ვერ მიიღებთ და სწორედ ეს შეგიქმნით პრობლემებს. 
კირჩხიბი რაღაცით თხის რქას ჰგავს, რადგან ორივეს ყოველთვის სურს, ყველაფერი დაგეგმილი იყოს და არ უყვართ სპონტანურობა. კირჩხიბს ინტიმურ ცხოვრებაშიც კი ყველაფრი წინასწარ აქვს გაწერილი. ვნებებსა და ემოციებს მისგან ვერ ეღირსებით. 


 


 

დღის ჰოროსკოპი

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ოქტომბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი, რომლებიც სულს აგიფორიაქებთ

თუ ცოტა ხნით ბლოკბასტერებს მოსწყდებით და სერიოზული ფილმის საყურებლად განეწყობით, ეს ფილმები ღრმა შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.
დღის ჰოროსკოპი

18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ხრაშუნა კარტოფილის ჩხირები ლორით

ალბათ მიხვდით, რომ ეს არ არის კარტოფილი ფრი, თუმცა გარწმუნებთ, ფრიზე მეტად შეიყვარებთ!
დღის ჰოროსკოპი

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

11 მიზეზი იმისა, რატომ არის ჰიუ ჯეკმანი გენიალური

იცოდით, რომ ეს ავსტრალიელი არტისტი ჰოლივუდამდე ჯამბაზად მუშაობდა და პატარებს ართობდა? და არამარტო ეს...
ამბები

„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა

ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა.
დღის ჰოროსკოპი

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

შოუბიზნესის მუქკანიანი ლამაზმანები

ეს მსახიობები ეკრანზე გამოჩენისთანავე განსაკუთრებულ შარმს სძენენ ფილმებს.




×

საბანერო პოზიცია
300x150