რეკლამა გაითიშება
3
წამში

კახა კინწურაშვილი: „აუტსაიდერების დასახელება ყველაზე მეტად არ მიყვარს“

ცეკვავენ ვარსკვლავები

13 ივნისი 18:00, 2016 წელი
34

მსახიობმა კახა კინწურაშვილმა, რომელიც ამჟამად „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი წამყვანია, პროექტში მოსახვედრად სერიოზული კასტინგი გაიარა: „მეგონა, არ ამიყვანდნენ. გამიკვირდა, როცა დამირეკეს და მეორე ტურზე დამიბარეს, იქ კი მითხრეს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო“.

კახა ამბობს, რომ ამ პროექტში წამყვანის როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია: „პროექტის ღერძს მონაწილეები წარმოადგენენ. წამყვანმა კონკურსანტები სწორად უნდა წარადგინოს. მაყურებელს არასასიამოვნო შეგრძნება არ უნდა დაუტოვო. ხალხი განტვირთვისთვის უყურებს „ცეკვავენ ვარსკვლავებს“.


პირველ ლაივზე ძალიან ღელავდა. მართალია, წამყვანობის გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ დამსწრე საზოგადოებისა და ათასობით მაყურებლის წინაშე გამოსვლამ თავიდან დისკომფორტი შეუქმნა:  
სცენაზე ასვლის შემდეგ აღარ ფიქრობ იმაზე, რომ უამრავი თვალი გიყურებს. ნერვიულობაც ნელ-ნელა ქრება. უფრო გახსნილი და თავდაჯერებული გავხდი. ეს პროფესიაშიც გამომადგება“.


კახა ადრე ოთახიდან ერთვებოდა მაყურებელს. მონაწილეებს ამხნევებდა და მათი ემოციების მოზიარე იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც დუტა ახალ ამპლუაში მოგვევლინა და კონკურსანტი გახდა, მისი ადგილი დაიკავა. ამ ფაქტს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა:
„დრო არ მაქვს, რომ სოციალურ ქსელებს თვალ-ყური ვადევნო, ამიტომ არ ვიცი და, სიმართლე გითხრათ, დიდად არც მაინტერესებს კრიტიკოსების აზრი. არავის ადგილი დამიკავებია. საკმაოდ თვითკრიტიკული ვარ და შემიძლია, მიხვდე, რამდენად ვართმევ თავს მოცემულ დავალებას“.


რა თქმა უნდა, მეწყვილესთან ურთიერთობაზეც ვკითხეთ:
„მე და ნანკა დიდი ხანია, თეატრში ერთად ვთამაშობთ, მაგრამ ტელეშოუში პირველად მოგვიწია გვერდიგვერდ დგომა. მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა“.


ჟიურისთან ინტერაქტივში დიდად არ ერევა:
„ეგ როლი ნანკას აქვს აღებული საკუთარ თავზე. ჩემი აზრით, ჟიურის წევრები შეფასებისას ობიექტურები არიან და არ ჰყავთ ფავორიტები“. 


წამყვანის მოვალეობაში აუტსაიდერების დასახელებაც შედის:
„არასასიამოვნოა, როცა ადამიანს შენ ატყობინებ, პროექტის დატოვება გიწევსო. ყველაზე მეტად აუტსაიდერების გამოცხადება არ მიყვარს. უნდა ვთქვა, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ ყველა კონკურსანტი ღირსეულად მიდის.


კურიოზული მომენტის გახსენება სცადა, რამდენჯერმე ლაივზე შესვლა დაუგვიანია. ცეკვის პროფესიონალური გამოცდილება არ აქვს, თუმცა პროექტში რამდენიმე ნომერი წარადგინა. ამბობს, რომ „ხეა“. ამას, რა თქმა უნდა, აზვიადებს და ეს თვითონაც არაჩვეულებრივად იცის. 


ინტერვიუს ბოლოს კახამ ყველა კონკურსანტს გამარჯვება უსურვა და მაყურებელს აქტიურობისკენ მოუწოდა.