„ქრისტე აღდგა!“ თუ „ქრისტე აღსდგა!“..?

ურთიერთობა

7 აპრილი 12:00, 2018 წელი

ეს კითხვა ყოველი აღდგომის მოახლოებისას აქტუალური ხდება ხოლმე. ენათმეცნიერებს მკაფიო, გრამატიკულ წესებზე დამყარებული პასუხი აქვთ, მათი საწინააღმდეგო მოსაზრების პატრონებს კი - 20-საუკუნოვანი „სოციალური სანქცია“... 

„აღდგა“
დღესდღეობით ქართული ენის ორთოგრაფიულ ლექსიკონში ერთადერთ სწორ ფორმად მიჩნეულია აღდგა;
ენათმეცნიერთა დიდი ნაწილი კატეგორიულად მოითხოვს, რომ თუკი მშობლიურ ენას პატივს ვცემთ, სალიტერატურო ენის დადგენილ ნორმებს არ უნდა უნდა გადავუხვიოთ.


აღდგა ფორმას ვხვდებით მათეს, მარკოზის და ლუკას სახარებაშიც.
„სასწრაფოდ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით...” (მათეს სახარება -ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა, თავი-28, 7).|
„მან უთხრა მათ: „ნუ შეშფოთდებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს. იგი აღდგა, აქ არ არის. აჰა ადგილი, სადაც ის დაასვენეს” (მარკოზის სახარება, იესოს მკვდრეთით აღდგომა, თავი-16, 6 ).
„არ არის აქ, არამედ აღდგა. გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო, რომ ძე კაცისა ცოდვილ კაცთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგესო” (ლუკას სახარება, აღდგომა. თავი-24. 6-7).


„აღსდგა“
მიუხედავად ზემოთ ნათქვამისა, „აღსდგა“ საკმაოდ გავრცელებულია და ვინც ამ ფორმით იყენებს, მათი არგუმენტები ასეთია:
1. ძველ ქართულ ტექსტებში სანიანი ფორმა არაერთხელ დასტურდება;
2. „აღსდგა“ გვხვდება მრწამსის ტექსტშიც და სხვა ტექტებშიც („აღსდეგინ ღმერთი და განიბნინედ მტერნი მისნი…“);
3. სამეტყველო ენაში უკვე დამკვიდრებულია და, ენის ხალხურობის პრინციპის თანახმად, ამ ფორმას არსებობის უფლება აქვს;
4. „ქრისტე აღსდგა“ ისევე არ ემორჩილება გრამატიკის კანონებს, როგორც ამ სიტყვების შინაარსი ფიზიკის კანონებს. ამიტომ სავსებით მისაღები უნდა იყოს ამ მოვლენის უნიკალური ენობრივი ფორმულით გადმოცემა.



***
ჩემი მოკრძალებული აზრით კი, ალბათ, ნაკლებად მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ მივულოცავთ ერთმანეთს: ქრისტე აღსდგა თუ ქრისტე აღდგა.
მთავარია, გააზრებული გვქონდეს, თუ რას ნიშნავს ქრისტეს მაცხოვნებელი ვნება ან რა მოგვიტანა ჩვენ ქრისტეს აღდგომამ!

ყველას გილოცავთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დამდეგ დღესასწაულს!

დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

როგორ იბრძოდნენ ქალები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს ეროვნულ საბჭოში, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, 5 ქალი დეპუტატი იყო. მათი ხელმოწერაც ამშვენებს კონსტიტუციური ხასიათის პირველ ქართულ დოკუმენტს.
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ასფალტზე გაცოცხლებული მულტფილმის გმირები თვითიზოლაციაში 

ასეთ უჩვეულო დროში ჩვენ ყველას მხარდაჭერა და კარგი განწყობა გვჭირდება.
სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ დავეხმაროთ გაუწყლოვანებულ კანს სახლის პირობებში?

თქვენც ფიქრობთ, რომ მშრალი და გაუწყლოვანებული კანი - ერთი და იგივეა? 
საკნატუნო ამბები

საწოლში პრეზიდენტთან: პოლიტიკოსების 5 ყველაზე ხმაურიანი სექს-სკანდალი

მორიგი სექს-სკანდალს ცნობილ მომღერალსა ან მსახიობზე ლამის ყოველდღე ვაწყდებით ინტერნეტსივრცეში და შეიძლება, გვერდიც აუიაროთ, თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით იმ ადამიანებზე, რომელთა ცხოვრება მეტ-ნაკლებად გასაიდუმლოებულია. 
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

დისნეის პრინცესები პირბადეების დეფიციტის დროს

კორონავირუსის გამო მთელ მსოფლიოში სამედიცინო ნიღბების დეფიციტი გაჩნდა. პრონცესები არ დაიბნენ და პრობლემიდან სახალისო გამოსავალიც იპოვეს.