ქმარმა სასიკვდილოდ გაიმეტა ცოლი - მიზეზი დიდი ხნის შემდეგ გაცხადდა

ურთიერთობა

27 მაისი 22:00, 2018 წელი

ცოლ-ქმარი საკრუიზო ლაინერით მოგზაურობდა, რა დროსაც ლაინერმა კატასტროფა განიცადა. ცოლ-ქმარმა გაჭირვებით მიაღწია სამაშველო ნავებამდე, მაგრამ იქ მხოლოდ ერთი ადგილი იყო დარჩენილი...

სამაშველო ნავზე ქმარი გადავიდა, ცოლი კი გემზე დარჩა. სანამ ოკეანის წყლით დაიფარებოდა, ცოლმა ძალა მოიკრიბა და ქმარს უკანასკნელი ფრაზა გასძახა, - აქ მასწავლებელმა თხრობა შეწყვიტა და თავის მოსწავლეებს კითხვა დაუსვა:
- ბავშვებო, თქვენი აზრით, რა დაუძახა ცოლმა ქმარს უკანასკნელად?


ვერსია ბევრი გაჩნდა:
- ნაძირალა ხარ, ინანებ;
- შენც დაისჯები ოდესმე;
- ღმერთი არ შეგარჩენს...


ამ დროს ერთმა მორიდებულმა ბიჭმა ჩუმად ჩაილაპარაკა:
- გაუფრთხილდი ჩვენს შვილს...
- მართალი ხარ, - შეაქო მასწავლებელმა, - იცოდი ეს ისტორია?
- არა, მასწ., უბრალოდ, ეს სიტყვები უთხრა მამას დედამ სიკვდილის წინ.


მასწავლებელმა ცრემლების შეკავება ვერ მოასწრო და გვერდით უხერხულად მიატრიალა თავი. რამდენიმე წამში კი გააგრძელა:
- მოკლედ, გემი ჩაიძირა. ქმარი სახლში დაბრუნდა, სადაც მათი შვილი - თვეების გოგონა ელოდებოდა. მთელი ცხოვრება მას დაუთმო, მარტო ზრდიდა და არაფერი დაუკლია...


გავიდა წლები. და როცა მამა უკვე გარდაცვლილი იყო, მის საბუთებში ქალიშვილმა დღიური იპოვა. ბოლო ჩანაწერი ასეთი იყო:


„როცა მისი საშინელი დიაგნოზი შევიტყვეთ, რაც მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით, ჩვენს უკანასკნელ საერთო მოგზაურობაში წასვლა გადავწყვიტეთ. დრო აღარ ჰქონდა... ღმერთო, როგორ მინდოდა, მასთან ერთად დავშვებულიყავი ოკეანის ფსკერზე, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებდი - მე სახლში ჩვენი გოგონა მელოდებოდა“.



მთელი კლასი სულგანაბული ისმენდა ამ სიტყვებს.
და ალბათ ბევრმა გაიაზრა, როგორი უსამართლობაა ადამიანის განსჯა მხოლოდ ზედაპირული საქციელით, როცა არ იცი, სიღრმეში რა არის დაფარული...


 

დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანე ბიჭები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

როგორ იბრძოდნენ ქალები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს ეროვნულ საბჭოში, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, 5 ქალი დეპუტატი იყო. მათი ხელმოწერაც ამშვენებს კონსტიტუციური ხასიათის პირველ ქართულ დოკუმენტს.
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ასფალტზე გაცოცხლებული მულტფილმის გმირები თვითიზოლაციაში 

ასეთ უჩვეულო დროში ჩვენ ყველას მხარდაჭერა და კარგი განწყობა გვჭირდება.