ანგელოზმა ღმერთს ჰკითხა: რა ნაკლი აქვს ქალს?

ურთიერთობა

31 აგვისტო 15:00, 2018 წელი

როცა ღმერთი ქალს ქმნიდა, გვიანობამდე მუშაობდა. სამყაროს შექმნის მეექვსე დღე იდგა...

 

მივიდა ღმერთთან ანგელოზი და ჰკითხა:
- რატომ ხარჯავ ამდენ დროს მასზე, სხვა დანარჩენი ხომ უცებ შექმენი?

ღმერთმა უპასუხა:
- იცი, რამდენი რამ უნდა გავითვალისწინო?
მას უნდა შეეძლოს მოქმედება ნებისმიერ სიტუაციაში;
უნდა შეეძლოს, ერთდროულად რამდენიმე ბავშვს მოხვიოს ხელები;
უნდა შეეძლოს, თავისი მოფერებით ნებისმიერი ჭრილობა მოუშუშოს მათ;
თანაც მას მხოლოდ ორი ხელი ექნება.

- მხოლოდ ორი ხელით? ეს ხომ შეუძლებელია! - გაოცდა ანგელოზი და ქალს მიუახლოვდა, - როგორი ნაზია!
- დიახ, – უპასუხა ღმერთმა, – ნაზია, მაგრამ ძალიან ძლიერია. იმდენის გადატანა შეუძლია, ვერც კი წარმოიდგენ.
- ფიქრიც შუძლია?
- ფიქრიც შეუძლია, ლოგიკურად მსჯელობაც, სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებაც.

ანგელოზმა ქალს ლოყაზე ხელი შეახო.
- ღმერთო, შენი ქმილება წვეთავს. ეტყობა ბევრი ფუნქცია დააკისრე და ვეღარ უძლებს.
- ეს ცრემლებია, - შეუსწორა ღმერთმა.
- რა არის ცრემლები?
- ცრემლები ის არის, რითიც ქალი გამოხატავს ტკივილსა და მარტოობას, ტანჯვასა და ბედნიერებას. ქალი ჩემი უნიკალური ქმნილებაა, რომელიც ნებისმიერს აჯობებს გამბედაობით. შეუძლია, ოჯახში სიყვარული და სითბო შეინარჩუნოს. აქვს ძალა, გაიღიმოს მაშინ, როცა ტირილი უნდა და ბოლომდე იბრძოლოს იმისთვის, რისიც სჯერა. მისი სიყვარული უსაზღვრო და უპირობოა.

ბოლოს ანგელოზმა ღმერთს ჰკითხა:
- ანუ იგი სრულყოფილია?
- არა, - უპასუხა ღმერთმა.
- და რა ნაკლი აქვს ქალს?
- მისი ნაკლი ის არის, რომ ხშირად ავიწყდება საკუთარი თავის ფასი. ამ დროს იგი უდიდეს პატივისცემას იმსახურებს, განსაკუთრებით კაცისგან, რომლისთვისაც ბევრ რამეს თმობს, როცა ცოლად მიჰყვება: იცვლის გვარს; ტოვებს თავის სახლს; ტოვებს თავის მშობლებს; უჩენს შვილებს უდიდესი ტკივილის ფასად; უზრდის შვილებს და მათ ამ კაცის გვარს აძლევს.
ასე რომ, ქალი შეუდარებელია, მისი არსებობა კი - შეუფასებელი!

დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანე ბიჭები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

როგორ იბრძოდნენ ქალები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს ეროვნულ საბჭოში, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, 5 ქალი დეპუტატი იყო. მათი ხელმოწერაც ამშვენებს კონსტიტუციური ხასიათის პირველ ქართულ დოკუმენტს.
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ასფალტზე გაცოცხლებული მულტფილმის გმირები თვითიზოლაციაში 

ასეთ უჩვეულო დროში ჩვენ ყველას მხარდაჭერა და კარგი განწყობა გვჭირდება.