მოცემულია:
ბანქოს თაღლითი და ჭადრაკის დიდოსტატი თამაშობენ. წესები ასეთია: ყუთში ჭადრაკის ფიგურები აწყვია (ყველა ფიგურა). მოთამაშეები ყუთიდან უნახავად ორ-ორ ფიგურას იღებენ და წინ ალაგებენ. თუ ორივე ფიგურა თეთრია, დიდოსტატი იღებს ქულას. თუ ფიგურები შავია, მაშინ ქულა თაღლითს ეწერება. თუ ფიგურები სხვადასხვა ფერია, მაშინ ქულას ვერავინ იწერს. ასე გრძელდება, სანამ ყუთი არ დაიცლება.
კითხვა:
თუკი ზუსტად შუა თამაშში ანგარიში 4:2-ია დიდოსტატის სასარგებლოდ, მაშინ თამაშის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს. რატომ? ვინ მოიგებს და როგორი სხვაობით?