დათო ფორჩხიძე: ნიკა გვარამიას შეფასებას სრულიად საქართველომ დაუჯერა? რა თქმა უნდა, ასე არ არის! აუტსაიდერებში მოვხვდით, მაგრამ, სულ რაღაც, 3-5%- ში იყო სხვაობა. ჩემს გოგოებს დაუფასდათ ის, რომ მათ ამ შოუსთვის ბევრი იშრომეს. როცა ნიკა გვარამიამ დათუნა ლაზარიშვილს მისცა ხმა, დარწმუნებული ვარ, იცოდა, რომ გაბუნია ჩემს გოგოებს არ გაუშვებდა. სადღაც იმედს ვიტოვებ, რომ ბოლო სიტყვა ნიკაზე რომ ყოფილიყო, ისიც ასე მოიქცეოდა. გვარამიას შეფასებაზე ჩემი გოგოები დავამშვიდე - გოგონებო, ნიკა გვარამიასი ნუ შეგეშინდებათ-მეთქი. მართალიც ვთქვი, რადგან ის ერთ-ერთი რიგითი მენტორია, რომელსაც თავის აზრი აქვს და მისი ხმა ხმა ერისა ხომ არ არის? ჭკვიანი კაცია და მისი მოსაზრებები მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემი გოგოებისთვის მთავარი მაყურებელია, რომლის გულებიც უკვე მოიგეს! გამიმართლა, რომ ეს გოგოები შემხვდნენ, თორემ ფინალამდე ვინ მომასუნინებდა? ამიტომ დიდი მადლობა მათ, რომ აქამდე მომათრიეს!