გიორგი გაბუნია: უკვე მეოთხე სეზონია, რაც „X ფაქტორის“ ჟიურის წევრი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იმავეს კეთება მიწევს, ჩემთვის მოსაბეზრებელი არ არის, რადგან ყოველი სეზონი სიახლეებითაა დატვირთული. წელს ისეთი კონკურსანტები მოვიდნენ, მსავსი სტილის აქამდე არაფერი მომისმენია და მინახავს. როცა კონკურსანტს შესარჩევ ტურზე ეუბნები, რომ ის პროფესიონალია, ეს გადაჭარბებული მგონია, რადგან ამით კონკურსში პერსპექტივას უკლავ, თუმცა ერთ-ერთი მონაწილე - ჯგუფი „მიქსტურა“ ისე მომეწონა, 4 წლის განმავლობაში პირველად გამოვიყენე ასეთი შეფასება. მათით აღფრთოვანებული ვარ! წინ დიდი აღმოჩენები გველოდება!
- ჟიურის წევრებზე რას გვეტყვით? წელს ლელა წურწუმია შემოგემატათ, სტეფანე დაბრუნდა...
- სტეფანე არა თუ დაბრუნდა, ჩემ გვერდით ზის. როგორც ხედავთ, ჯერჯერობით ორივე ცოცხლები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ვჯიკაობთ ხოლმე, საბოლოოდ ჭირი იქ რჩება და ლხინი ჩვენთან.
რაც შეეხება ლელა წურწუმიას, ჩემგან განსხვავებით, ზომიერი დ თავდაჭერილია. მაშინაც კი, როდესაც კონკურსანტს კრიტიკულად აფასებს, ცდილობს, ისე აუხსნას, რომ გული არ ატკინოს. რაც მთავარია, პრინციპულია, თუმცა სიმართლე გითხრათ, რამოდენიმეჯერ ისეთ კონკურსანტს უთხრა „კი“, გამიკვირდა. ვფიქრობ, რომ სამართლიანია და შეფასებებს იმ პროფესიონალური გამოცდილებიდან გამომდინარე აკეთებს, რომელიც მას, ჩვენ შორის, ალბათ, ყველაზე მეტი აქვს.