სოფო: მერაბს კონკურსში მონაწილეობა მე ვურჩიე. გიტარაზე რომ უკრავდა და მღეროდა, ყოველთვის მომწონდა. ჩემ გარდა, მეგობრებიც ეუბნებოდნენ, რომ პროექტში ეცადა ბედი და დაგვთანხმდა.
მერაბი: ამ პროექტში მონაწილეობის სტიმული ჩემმა მეუღლემ მომცა და, როგორც იქნა, აქ ვარ! გადაწყვეტილებას არ ვნანობ, რადგან რომც ვინანო და ვინერვიულო, ვერაფერს შევცვლი. გამარჯვების იმედი რომ არ მქონოდა, აქ მოსვლაზე არ ვიფიქრებდი.
- თქვენს პატარა ოჯახზეც მოგვიყევით...
სოფო: 3 წელია, რაც ცოლ-ქმარი ვართ. მერაბმა თავის სერიოზულობით მომხიბლა. ჭკვიანი ბიჭია და განსხვავებული აზროვნება აქვს. რა თქმა უნდა, მისი გარეგნობაც ძალიან მომეწონა.
მერაბი: სოფო ძალიან ლამაზი რომ არის, ეს ყველამ დაინახა, მაგრამ ამ სილამაზის გარდა, კეთილი, ერთგული, თავმდაბალი და ღირსეული გოგოა. რაც მთავარია, ვუყვარვარ!