23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

22 თებერვალი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: 
ამ დღეს ვერძებისთვის რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის სისტემაზე ზრუნვა, რადგან არსებობს გასტრიტის გამწვავების საფრთხე. სასარგებლო იქნება მსუბუქი სუპების, ფაფებისა და ბალახის ჩაის მიღება.
ბიზნესი: ხვალ ხელქვეითებთან სიმკაცრის გამოჩენისთვის ხელსაყრელი დღე არ არის. ამჯერად, მათზე გაცილებით ეფექტურად თქვენი ალერსიანი და მზრუნველი დამოკიდებულება იმოქმედებს. საკუთარ თავს თანამშრომლების შეშინების სურვილი თუ შეატყვეთ, კაბინეტის კარი დაკეტეთ და სარკის წინ ცოტა წაივარჯიშეთ.
სიყვარული: ეს დღე თქვენთვის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. ამის შესახებ მხოლოდ მოგვიანებით გაიგებთ, თუმცა რა საჭიროა აჩქარება?


 


კურო
ჯანმრთელობა: დროა, დაიწყოთ ზრუნვა თქვენს დათრგუნულ მდგომარეობაზე. გახსოვდეთ, რომ ნერვიული აშლილობის დაძლევაში საკუთარი თავის გარდა, ვერავინ დაგეხმარებათ. იარეთ სტუმრად, არ გამოტოვოთ გასართობი ღონისძიებები და გაერთეთ.
ბიზნესი: თუ სახლში თავს - არაკომფორტულად, სამსახურში კი არადამაჯერებლად გრძნობთ, საკუთარი ცხოვრების ახლებურად მოწყობაზე უნდა დაფიქრდეთ. იფიქრეთ ცვლილებებზე, შეიძინეთ სახლისთვის ახალი ნივთები და მეტი სიახლე შეიტანეთ თქვენს ცხოვრებაში.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი რაღაც საეჭვო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას შემოგთავაზებთ. სავარაუდოდ, ეს ინიციატივა არ მოგეწონებათ, თუმცა, გახსოვდეთ, რომ ვინც რისკავს, შამპანურსაც ის სვამს. ბოლოს და ბოლოს, რატომ არ უნდა სცადოთ?


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: გირჩევთ, ამ დღეს ძალების აღდგენა სიმშვიდესა და მყუდროებაში სცადოთ. დასაძინებლად ადრე დაწექით და უარი თქვით ხმაურიან გართობაზე, რომელიც დაგღლით და გამოგფიტავთ.
ბიზნესი: ეცადეთ, მხოლოდ მეგობრებისა და კოლეგების რჩევებს დაეყრდნოთ. ამ რჩევებიდან ზოგიერთი სასარგებლო და ფასეულიც აღმოჩნდება, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე, ყველაფრის კარგად აწონ-დაწონა და გაანალიზება მოგიწევთ.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს მოუწევს თქვენთან დაკავშირებული უხერხულობის გადალახვა, სანამ ამა თუ იმ მოქმედებას განახორციელებს. შეეცადეთ, უხერხულობისგან გაათავისუფლოთ და გაამხნევოთ სიტყვითა და საქმით და ყველაფრით, რითაც შეძლებთ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: 
ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის სისუფთავეზე იზრუნოთ. ნივთებისა და ქაღალდების წესრიგში მოყვანა დაგეხმარებათ საკუთარი ფიქრებისა და გრძნობების დალაგებაში, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია თქვენი სულიერი წონასწორობისთვის.
ბიზნესი: ამ დღეს ყველაფერი საუკეთესო გჭირდებათ, ამიტომ ნუ შეუდგებით ავეჯისა და საკანცელარიო ნივთების შეძენას, თორემ უზარმაზარ ფულს დახარჯავთ. წარმოებისთვის საჭირო მაღალხარისხოვანი ნედლეულის ბაზარზე ძებნა სწორედ ისაა, რაც ახლა გჭირდებათ. თუ სამსახურში საკუთარი სრულყოფილებისკენ სწრაფვის რეალიზება ვერ მოახერხეთ, საღამოს თეატრში გაისეირნეთ და ბილეთების ფულზე არ იწუწუნოთ.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. ამასთანავე, მხოლოდ მორალური - არა. დაეხმარეთ მას სიტყვითაც და საქმითაც. შესაძლოა, ამაში გმირობის ნატამალიც არ ერიოს, მაგრამ ეს აუცილებელია თქვენი მეორე ნახევრის სულიერი წონასწორობისთვის.


 


ლომი
ჯანმრთელობა: ეს დღე ხელსაყრელია სხვადასხვა სახის ექსპერიმენტის ჩასატარებლად. თუ თქვენ ოდესმე აპირებდით, პრაქტიკაში განგეხორციელებინათ მკურნალობის ახალი მეთოდი, ახლა ამისთვის ხელსაყრელი დროა.
ბიზნესი: თუ სწორად მიუდგებით თქვენთვის მონდობილ საქმეს,  გექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, რომ ყველა წამოწყებაში წარმატებას მიაღწიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს ყველა მცდელობას წარუმატებლობა ელის. რას იზამთ, გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანი საკუთარი ბედის მჭედელია.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად მოგიწევთ, აღიაროთ, რომ შეცდით. მით უმეტეს, რომ თქვენ მართლაც შეცდით და მხოლოდ საკუთარმა სიამაყემ არ მოგცათ  ამის მაშინვე აღიარების უფლება.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
კარგი იქნება, თუ პერიოდულად წაიკითხავთ სამედიცინო ლიტერატურას, თუმცა ხვალინდელი დღე ამისთვის  ხელსაყრელი არ იქნება - დიდ ემოციურ დატვირთვას მიიღებთ.
ბიზნესი: დაღლილობის გამო სამსახურში საჭირო აქტიურობა თუ ვერ გამოიჩინეთ, შეიძლება, ძალიან ბევრი დაკარგოთ. იყავით მიზანსწრაფული, რადგან ბედისწერა შანსს ბევრჯერ არ იძლევა.
სიყვარული: თქვენ გექნებათ მოლოდინი, რომ პირად ცხოვრებაში ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ოცნებობდით, თუმცა, იმედგაცრუება გელით. იქნებ არც ღირს ბედისწერის ბრმად მინდობა და ინიციატივის საკუთარ ხელში აღების დროა?


 


სასწორი 
ჯანმრთელობა: 
ამ დღეს გულთან დაკავშირებული პრობლემების ალბათობა ჩვეულზე მაღალია. ასე რომ, შეეცადეთ, ზედმეტი დატვირთვა თავიდან აიცილოთ. თუ თქვენთვის კარდიოლოგიური პრობლემები უცხოა, შესაძლოა, ეს იმას ნიშნავდეს, რომ ვიღაც შეგიყვარდებათ.
ბიზნესი: ამ დღეს რეკომენდებული არ არის უფროსობასთან კამათი. მაშინაც კი, თუ, თქვენი აზრით, უხეშ შეცდომას უშვებს. უფროსი ყოველთვის მართალია, სანამ უფროსობს. მისი დაუმსახურებელი რისხვა კი არაფერში გჭირდებათ.
სიყვარული: მოგიწევთ იმის გაცნობიერება, რომ თქვენს პირად ცხოვრებაში რაღაც „ისე“ არ გამოვიდა და გაცილებით უკეთ შეიძლებოდა, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრების გაგრძელება იმით მოგიწევთ, რაც დაგრჩათ. დარჩენით კი არც ისე ცოტა დაგრჩათ და მოწყენილობის საბაბიც არ გაქვთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები რაც შეიძლება ბევრი ბროწეულის წვენის მიღებას გირჩევენ. ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის უაღრესად სასარგებლო იქნება. თუმცა, ზომიერების დაცვა ამ შემთხვევაშიც გამოგადგებათ.
ბიზნესი: თქვენ გექნებათ იმის განცდა, რომ რაღაც როლს თამაშობთ და დაივიწყეთ სინამდვილეში როგორი ხართ. საკუთარ თავში ხან კარგ თანამშრომელს ხედავთ, ხან მზრუნველ ნათესავს, მაგრამ ეს თქვენი შესაძლებლობების მხოლოდ უმცირესი ნაწილია.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან ერთად დროს ძალიან მხიარულად გაატარებთ. შესანიშნავი ადამიანების გარემოცვაში თავს მშვენივრად იგრძნობთ და მაქსიმალურად დიდხანს შეეცდებით სიამოვნების გაგრძელებას.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
მიაქციეთ ყურადღება თქვენი კუჭ-ნაწლავის სისტემას. თუ გაწუხებთ უსიამოვნო შეგრძნება, რომელსაც მედიკამენტებით ვერ გაუმკლავდით, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
ბიზნესი: იყავით განსაკუთრებით ყურადღებიანი საკუთარ ახლობლებთან. იყავით მომთმენი, რადგან ამავე დროს არ უნდა მოსცდეთ სამუშაოსაც, რომელიც დღეს თქვენგან ბევრ ძალისხმევას მოითხოვს.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი საკუთარ თავზე  პარადოქსულ ამბებს მოგიყვებათ. შესაძლოა, მისი მოქმედება თქვენი გაოცების, შოკირებისა და ყურადღების მიქცევის სურვილით იყოს განპირობებული, მაგრამ მის ნაამბობში სიმართლის მარცვალიც იქნება.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
თხის რქებისთვის რეკომენდებულია საჭმლის მომნელებელი სისტემის გაწმენდა, თუმცა იმისთვის, რომ ბოლომდე თავდაჯერებული იყოთ, არ გაწყენდათ სპეციალისტის რეკომენდაცია.
ბიზნესი: საქმესთან თქვენს დამოკიდებულებაზე, ამ დღეს ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული. განდევნეთ ყველა შავბნელი ფიქრი ცხოვრებისეულ სირთულეებზე და გადაულახავ პრობლემებზე. ნუ მიუშვებთ მოვლენებს თვითდინებაზე, რადგან შესაძლებელია, დიდი ფული დაკარგოთ.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჩნდება სურვილი, რომ თქვენს წინაშე მთელი თავისი მშვენებით წარსდგეს და წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინოს. შეეცადეთ, ამას გაგებით და მეგობრულად შეხვდეთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: 
კარგი იქნება, თუ საკუთარ ჯანმრთელობას მეტი სიფრთხილით მოეკიდებით და ინტელექტუალური შრომით ზედმეტად არ გადაიტვირთებით. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაღლა და თავის ტკივილი გარანტირებული გაქვთ.
ბიზნესი: ძალიან სერიოზულად ნუ მოეკიდებით საკუთარი ვალდებულებების შესრულებას. შეეცადეთ, ყველაფერს იუმორის გრძნობით შეხედოთ და დაინახავთ, როგორ შეიცვლება სამყარო თქვენ გარშემო. ყველაზე რთული საქმეებიც კი გამოგივათ, თუ მას იუმორით და ერთგვარი თამაშით მიუდგებით.
სიყვარული: თქვენს სახლში დიდი ალიაქოთია. მრავალრიცხოვანი სტუმრები და ნათესავები, რომლებიც რამდენიმედღიანი სტუმრობით გაგაბედნიერებენ და საკუთარ სახლში მყუდრო კუთხეს გაგიხდიან საძებარს.


 


თევზები
ჯანმრთელობა: 
თევზებისთვის ორგანიზმის გაწმენდის დროა. შეეცადეთ, ჯერ გარედან გასუფთავდეთ. ეს უფრო სწრაფიცაა და სუფთა გონებაც უფრო კარგად ფიქრობს დიეტაზე.
ბიზნესი: საუკეთესო დღეა ახალი საქმის შესწავლისთვის. კარგი იქნებოდა, ჩაწერილიყავით კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე, გეფიქრათ მეორე, მესამე და ა.შ. სპეციალობაზე და ბოლოს და ბოლოს, კარგი წიგნი წაგეკითხათ.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანის მიხვედრილობაზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ, თორემ აუცილებლად გაგიცრუვდებათ. ნუ მოითხოვთ იმაზე მეტს, რისი მიღებაც შეგიძლიათ. უბრალოდ, იცხოვრეთ, ისუნთქეთ და დატკბით იმით, რაც გაქვთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?