28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

27 ივლისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
ხვალ ძალიან გაგიჭირდებათ ძალების მოკრება, მაგრამ გასამხნევებლად ბევრ ყავას ნუ დალევთ, რადგან ეს დიდი დატვირთვა იქნება თქვენი გულისთვის. უმჯობესია, ხვალ ცოტა ადრე წახვიდეთ სახლში სამსახურიდან და დასაძინებლადაც ჩვეულზე ადრიანად დაწვეთ.
კარიერა: ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი ბედის მიმართ და ნუ ეცდებით მოვლენების დაჩქარებას, რადგან ბედი ისედაც ბევრ სიკეთეს გაძლევთ, უბრალოდ, ცოტაოდენი მოთმინება გმართებთ.
სიყვარული: რაც არ უნდა მოხდეს, სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ეს თქვენ ძალიან გამოგადგებათ. მართალია, ხვალ ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით არ განვითარდება, მაგრამ ამის გამო ნერვიულობა თქვენც გავნებთ და სიტუაციასაც გაამწვავებს. ასე რომ, როგორც კარლსონი იტყოდა, „სიმშვიდე, მხოლოდ სიმშვიდე!“



კურო
ჯანმრთელობა:
თუ გეჩვენებათ, რომ თქვენი ძალები ნულზეა, მაშინ დროა, მეორე სუნთქვა გახსნათ. თქვენ ყველაფერი გამოგივათ, მთავარია, სწორად გადაანაწილოთ პრიორიტეტები და მეთოდურად გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა.
კარიერა:
საკმაოდ რთული დღე გელოდებათ უფროსობასთან ურთიერთობის კუთხით. გარდა ამისა, შესაძლოა, იმ პრობლემების დარეგულირებაზე ზრუნვაც მოგიხდეთ, რომელიც თქვენი მიზეზით სულაც არ არის გამოწვეული.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება თქვენი პატიება და შესაძლოა, წარსული შეცდომებიც კი გაგახსენოთ. მას მოეჩვენება, რომ წარსულში შეცდომები ძალიან მარტივად გაპატიათ და ისეთ სიტუაციას შექმნის, რომ ხელახლა მოგიხდებათ მისთვის პატიების თხოვნა.



ტყუპები
ჯანმრთელობა:
საუკეთესო დროა სატრენაჟორო დარბაზში ვიზიტისთვის, რადგან პრესისა და ზურგის კუნთების გავარჯიშება ნამდვილად არ გაწყენდათ.
კარიერა: ნუ გააზვიადებთ თქვენს შესაძლობლობებს. მართალია, ძლიერი და ნიჭიერი ადამიანი ხართ, მაგრამ არა უსაზღვროდ. ამიტომ ნუ აჰყვებით ამბიციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურში უსიამოვნება არ აგცდებათ.
სიყვარული: არ მისცეთ უფლება წარსულს, აწმყო გაგიფუჭოთ, მაშინაც კი, თუ თქვენი საყვარელი ადამიანი დაგირეკავთ ან მოგწერთ, დაივიწყოთ მისდამი წყენა და დაუბრუნდეთ. არ დაუჯეროთ არც მის ვედრებას და არც მისი მხრიდან წამოსულ პროვოკაციასა და მუქარას. მით უმეტეს, თუ ამჩნევთ, რომ მის გარეშეც ძალიან ბედნიერი ხართ.



კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
არ შეწყვიტოთ დაწყებული მკურნალობა და არც საკუთარ თავზე მუშაობა. მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ თქვენს ქმედებებს სასურველი შედეგი არ მოჰყვება.
კარიერა: ხვალ თქვენი ხელმძღვანელობისგან სიურპრიზს ელოდეთ. ეს შეიძლება საკმაოდ სოლიდური პრემია იყოს, ან წინასწარი კომპენსაცია სამსახურში გატარებული დამატებითი დროისთვის.
სიყვარული: როგორც ჩანს, სიტყვა „დიალოგი“ თქვენი წყვილისთვის უცხოა, რადგან ერთ-ერთი თქვენგანი მუდმივად მონოლოგის რეჟიმშია, მეორე კი - ყურადღებიან მსმენელს თამაშობს. დაფიქრდით, გაწყობთ თუ არა ასეთი ურთიერთობა.



ლომი
ჯანმრთელობა:
ხვალისთვის ვარსკვლავები გირჩევენ, უსმინოთ მხოლოდ მხიარულ მუსიკას, თანაც ძალიან ხმამაღლა და შეგიძლიათ, აჰყვეთ კიდეც. ეს თქვენს ცხოვრებას დიდ პოზიტივს შემატებს.
კარიერა: არ გადაუხვიოთ თქვენი გეგმებიდან. შეიმუშავეთ ერთი კონკრეტული მიმართულება და არავის მისცეთ უფლება, გადაგეღობოთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ღრმად გჯეროდეთ წარმატების, ეს ახლა აუცილებელია.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი სამყაროს სულ სხვა თვალით დაგანახვებთ. ის ყველაფერს გააკეთებთ თქვენი ბედნიერებისთვის. არ დაივიწყოთ, გამოხატოთ გაკვირვება და აღფრთოვანება - ეს მას ძალიან გაახარებს.



ქალწული
ჯანმრთელობა:
იყავით ალკოჰოლთან აკურატული. თუ დალევას მაინც ვერ გაექცევით, ეცადეთ, 2-3 ჭიქას არ გადააჭარბოთ.
კარიერა: ყურადღებით იყავით ფასიან ქაღალდებთან მუშაობისას, რადგან არ არის გამორიცხული, დაღლილობისგან რაიმე მნიშვნელოვანი შეცდომა გაგეპაროთ.
სიყვარული: ხვალინდელი დღე იმდენად მრავალფეროვანი იქნება, რომ კარგი მწერალი მასზე წიგნსაც კი დაწერდა. გელოდებათ მოულოდნელობები, როგორც სასიხარულო, ასევე ნაკლებად პოზიტიური. ასე რომ, მზად იყავით ყველაფრისთვის და ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიიღოთ ხვალინდელი დღით.



სასწორი
ჯანმრთელობა:
ბევრი უნდა დალიოთ! მხოლოდ არა ალკოჰოლური სასმელი, არამედ წყალი. კარგი იქნება, თუ ზედმეტ ბუტერბროდებსაც არ მიირთმევთ და მას ერთი ჭიქა ჩაით ჩაანაცვლებთ.
კარიერა: თქვენი კოლეგები გადაწყვეტენ, შენიშვნები მოგცენ იმასთან დაკავშირებით, როგორ იმუშაოთ. თუ თქვენ ამ შენიშვნებში მხოლოდ დადებით განწყობას დაინახავთ და გაითვალისწინებთ, თქვენი კარიერა მხოლოდ უკეთესობისკენ შეიცვლება.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი ძალიან გაგიბრაზდებათ იმასთან დაკავშირებით, რომ მას საკმარისად კარგად ვერ უგებთ. ეცადეთ, დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ცოტა მეტი დრო დაუთმოთ მას, ესაუბროთ და თუ საჭიროა, რჩევებიც მისცეთ.



მორიელი
ჯანმრთელობა:
სასარგებლო იქნება კომპლექსური დიაგნოსტიკის ჩატარება, რათა სწორი ინფორმაცია მიიღოთ და თუ საჭიროა მკურნალობაც დროულად ჩაიტაროთ.
კარიერა: არ ჩაგითრიოთ აზარტულმა თამაშებმა, რადგან ვარსკვლავები, ამ მხრივ, ხვალ იღბალს არ გიწინასწარმეტყველებენ. უკეთესი იქნება, თუ დამატებით სამუშაოზე იფიქრებთ და კეთილდღეობას ამ გზით გაიუმჯობესებთ.
სიყვარული:
თქვენთვისვე აჯობებს, ირწმუნოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ისე როგორც ზღაპარში - კეთილი ბოლოთი. ყველა პრობლემა, რაც კი მეორე ნახევართან გქონდათ, უკან დარჩება.



მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, არ აჰყვეთ უარყოფით ემოციებს და შეხედოთ ცხოვრებას ფილოსოფიურად. დაე, ვერავინ და ვერაფერმა ვერ მოახერხოს თქვენი სულიერი წონასწორობის დარღვევა.
კარიერა: რაც მეტს ფიქრობთ სამსახურსა და ანაზღაურებაზე, მით უფრო ნაკლები ყურადღება გრჩებათ მეგობრებისთვის, რაც მათ, ბუნებრივია, სწყინთ ხოლმე. ხვალ შესანიშნავი დღეა ამის გამოსასწორებლად, კარგი იქნება, თუ ყოველდღიურ რუტინას გაექცევით და გასართობად მეგობრებს შეუვლით.
სიყვარული:
ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს ძალიან მოუნდება თქვენთან რაც შეიძლება ახლოს იყოს. ის ძალას არ დაზოგავს, რომ მთელი დრო თქვენთან გაატაროს. ეცადეთ, ინიციატივა გამოიჩინოთ და მას მეტი სიახლოვისთვის ქალაქგარეთ გასეირნება, მყუდრო გარემოში ვახშამი, ან რაიმე გაცილებით ინტიმური შესთავაზოთ.



თხის რქა
ჯანმრთელობა:
ზედმეტად განიცდით თქვენი ჯანმრთელობის შესახებ, არადა არაფერი სერიოზული არ არის და სიტუაციას ტყუილად ართულებთ. იმისთვის, რომ მშვიდად იყოთ და ღელვა შეწყვიტოთ, კარგი იქნება, თუ სამედიცინო გამოკვლევებს მაინც გაიკეთებთ.
კარიერა:
თუ თქვენი დანაზოგის დიდი ნაწილი დახარჯეთ, ხვალ გეძლევათ შანსი, დანახარჯის შევსებაზე იზრუნოთ. შესაძლოა, მიიღოთ საქმიანი წინადადება, რომელიც დიდი თანხის გამომუშავებაში დაგეხმარებათ.
სიყვარული:
თქვენს საყვარელ ადამიანს ძალიან გაუჭირდება გართობაზე უარის თქმა, თქვენი გულისთვისაც კი. კარგი იქნება, მასთან ამ თემაზე საუბარი სცადოთ და აუხსნათ, რომ თქვენთვის მისი ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია.



მერწყული
ჯანმრთელობა:
განსაკუთრებით მიხედეთ თვალებს, რადგან, თუ ასე არ მოიქცევით მხედველობის პრობლემები შეგექმნებათ.
კარიერა: ხვალ ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელისგან მეტად საინტერესო და უჩვეულო შეთავაზებას მიიღებთ, რაც საშუალებას მოგცემთ, თქვენი დიდი ხნის გეგმები განახორციელოთ.
სიყვარული: შესაძლოა, საყვარელ ადამიანს ვერ გაუგოთ, ამიტომ არ არის გამორიცხული, კამათი მოგიხდეთ.



თევზები
ჯანმრთელობა: შესაძლოა, ისეთმა სიმპტომებმა შეგაწუხოთ, როგორიცაა გონებაგაფანტულობა, დაღლილობა და უძილობა. ამიტომ ეცადეთ, არ აჰყვეთ ემოციებს და პრობლემებს რაც შეიძლება მსუბუქად შეხედოთ.
კარიერა: თუ თქვენი დანაზოგის დიდი ნაწილი დახარჯეთ, ხვალ გეძლევათ შანსი, დანახარჯის შევსებაზე იზრუნოთ. შესაძლოა, მიიღოთ საქმიანი წინადადება, რომელიც დიდი თანხის გამომუშავებაში დაგეხმარებათ.
სიყვარული: ხვალ შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც მომავალში რომანტიკულ ურთიერთობას გააბამთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?