9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

INTERNET დაიჯესტი

8 იანვარი 23:08
36

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი 

ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ მოქნილობის განსავითარებელ ვარჯიშებს დაიწყებთ ან აერობიკას მიმართავთ. ივარჯიშეთ და იცეკვეთ. ახლა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

კარიერა: ნუ იჩქარებთ წინდაუხედაობის გამო ვიღაცის დაცინვას. ადვილი შესაძლებელია, რომ ეს ერთგვარი ეშმაკური სტრატეგიაა, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს. ნებისმიერ შემთხვევაში, მხოლოდ ის დაგრჩენიათ, რომ მშვიდად ადევნოთ თვალი მოვლენების განვითარებას.

სიყვარული: საყვარელი ადამიანი რაღაც ორიგინალურ იდეას შემოგთავაზებთ, რომელიც ძალიან გაგახარებთ და გაგამხიარულებთ. ეცადეთ, ამ იდეას ხორცი შეასხათ და მისი ავტორის მიმართ გულწრფელი მადლიერება გამოხატოთ.


 

კურო

ჯანმრთელობა: კუროებო, ეცადეთ, მკურნალობის არატრადიციულმა მეთოდებმა მეტისმეტად არ გაგიტაცოთ, რადგან ამ საქმეში გამოცდილი ადამიანის კონსულტაციების გარეშე შესაძლოა, ჯანმრთელობა დაიზიანოთ.

კარიერა: ძალიან დიდხანს ცდილობთ, გაერკვეთ, რისი გაკეთება გინდათ, რისი გაკეთებაა აუცილებელი და რისი გაკეთება უნდა დაიწყოთ დაუყოვნებლად. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ეცადეთ, პრიორიტეტები სწორად განალაგოთ, რადგან ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

სიყვარული: საყვარელ ადამიანს უჭირს თქვენი რიტმის აყოლა. ამიტომ შესაძლოა, არაპროგნოზირებადი და გაუგებარი ქცევებით თქვენი გაღიზიანება გამოიწვიოს. ნუ აჰყვებით პროვოკაციას და მოთმინება გამოიჩინეთ.




ტყუპები

ჯანმრთელობა: შესაძლოა, ხვალ უკვე არსებული პრობლემების გამწვავება იგრძნოთ. განსაკუთრებული ყურადღება გულს უნდა მიაქციოთ. სპორტულ დარბაზში რეკორდების დამყარებისგან დროებით თავი უნდა შეიკავოთ.

კარიერა: დეპრესიას თავი თუ ვერ დააღწიეთ და თავის ხელში აყვანა ვერ შეძლეთ, ვერც მნიშვნელოვან შეხვედრებზე წასვლას მოახერხებთ და ვერც უამრავ ადამიანთან გასაუბრებას. ეცადეთ, ადამიანების მიმართ თავაზიანობა გამოიჩინოთ და თქვენი ხასიათის მხოლოდ დადებითი თვისებები გამოავლინოთ. 

სიყვარული: ხვალ სრული ბედნიერებისთვის მარტოობა გჭირდებათ. ნეტარების სასიამოვნო გრძნობა შეიძლება ყველაზე ახლობელმა და საყვარელმა ადამიანებმაც კი გაგიფუჭონ, ამიტომ გააკარით თქვენს კართან აბრა „ფრთხილად, ავი ადამიანია“, რომ ყველამ თავი დაგანებოთ.




კირჩხიბი

ჯანმრთელობა: ხვალ მკურნალობის კურსი სასურველ ეფექტს ვერ მოგცემთ - თქვენ აშკარად უფრო მეტს ელოდით. იმედს ნუ დაკარგავთ და მკურნალობის არჩეულ კურსს მიჰყევით.

კარიერა: ზოგჯერ, გაუგებრობას კონფლიქტიც მოჰყვება, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ, თავი შეიკავოთ და კონფლიქტში არ ჩაერთოთ. უკეთესი იქნება, თუ ერთი საათით ადრე წამოხვალთ და მარტო ისეირნებთ. ასე თქვენი საქმისთვის და თქვენი თანამშრომლებისთვისაც უკეთესი იქნება.

სიყვარული: ისეთი განცდა გაქვთ, რომ თქვენს პირად ცხოვრებაში სასწაული უნდა მოხდეს. თანაც ზუსტად ის და ზუსტად ისე, როგორც თქვენ გინდათ. გულუბრყვილობაა, მხოლოდ ბედის იმედად დარჩეთ. გირჩევთ, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ.




ლომი

ჯანმრთელობა: ლომებო, იზრუნეთ კუჭის მდგომარეობაზე, რადგან შესაძლოა, გასტრიტი გაგიმწვავდეთ. ამჟამად თქვენთვის ყველაზე სასარგებლო მსუბუქი წვნიანები, ფაფები და ბალახებზე დაყენებული ჩაი იქნება.

კარიერა: ისეთ ამაღლებულ განწყობაზე ხართ, რომ ნებისმიერი პრობლემა უმნიშვნელო და ადვილად მოგვარებადი გეჩვენებათ. თუმცა, საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ერთ შეხედვით ჩანს, ამიტომ სერიოზულად განეწყვეთ და საქმეს შეუდექით.

სიყვარული: ლომებო, გირჩევთ, შინაურ ცხოველებთან, განსაკუთრებით ძაღლებთან ურთიერთობისას, სიფრთხილე გამოიჩინოთ. ხვალ მათი ქცევა რამდენადმე არაადეკვატურია. ამიტომ, დროულად გაიყვანეთ სასეირნოდ და ბეწვის მიმართულების საწინააღმდეგოდ არ მოეფეროთ. მოკლედ, სიფრთხილე გამოიჩინეთ, რომ მათი კბილების მსხვერპლი არ გახდეთ.




ქალწული

ჯანმრთელობა: ესთეტიკური ხასიათის პრობლემების მოგვარებისთვის საუკეთესო დროა, ამიტომ კანის მდგომარეობით უკმაყოფილო თუ ხართ, შეგიძლიათ, აქტიური ზომები მიიღოთ.

კარიერა: გიჭირთ იმ აზრთან შეგუება, რომ სამსახურებრივ პოზიციაზე შეუცვლელი არ ხართ და უფროსისთვის, კოლეგებისთვის და პარტნიორებისთვის საკუთარი აუცილებლობის მტკიცება გიწევთ. უნდა ეცადოთ, რადგან სხვა არჩევანი არ გაქვთ.

სიყვარული: ხვალ საკუთარი უყურადღებობის გამო, ბევრს ინანებთ. ის რომ არა, თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარად, უფრო უკეთ აეწყობოდა. თუმცა რა იცით? ნათქვამია, რაც არ ხდება, მხოლოდ უკეთესიაო და იქნებ, ოდესმე საკუთარ უყურადღებობას მადლობაც გადაუხადოთ.




სასწორი

ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, თავის ტკივილმა შეგაწუხოთ. ასევე, ხვალინდელი დღე უსიამოვნო იქნება მათთვის, ვისაც სხვადასხვა ტიპის ქრონიკული დაავადებები აწუხებს. მოიმარაგეთ ტკივილგამაყუჩებელი აბები.

კარიერა: შეგიძლიათ, თავი დაიმშვიდოთ იმით, რომ ყოველწუთიერად უახლოვდებით დიდი ხნის ნანატრ დასვენებას. სხვა ვერაფრით დაიმშვიდებთ თავს - ბევრი მუშაობა გელოდებათ, დამღლელი და ნაკლებსაინტერესო საქმეები, ან საინტერესო, მაგრამ არა თქვენთვის.

სიყვარული: ხვალ თქვენი სურვილები თქვენს მოვალეობებს აღემატება, ამიტომ თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენი ქცევა და თქვენი პრიორიტეტების წყობა შესაძლოა, არ მოეწონოს, რადგან ისე მოიქცევით, როგორც მოგესურვებათ და არა ისე, როგორც საჭიროა. რა გაეწყობა, საყვარელ ადამიანს ამ ფაქტთან შეგუება მოუწევს.


 

მორიელი

ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, მოერიდოთ ცომეულისა და ტკბილეულის მიღებას. ამოიღეთ რაციონიდან მაკარონი, ბლინები და მსგავსი გემრიელობები.

კარიერა: ხვალ ფიზიკური ძალა და გამძლეობა მოგეთხოვებათ, რისთვისაც საჭიროებისამებრ უნდა მოემზადოთ, რათა თანამშრომლების თვალში არ შერცხვეთ: მიიღეთ დილას კონტრასტული შხაპი, მიირთვით მწვანე ჩაი და რამდენიმე კილომეტრი ფეხით გაიარეთ.

სიყვარული: მორიელებს ტექნიკური ხასიათის პრობლემები შეექმნებათ - მობილური ან სოციალური ტელეფონები ამა თუ იმ მიზეზით მწყობრიდან გამოვა. ამიტომ, თუკი თქვენი მეუღლე თქვენთან ტელეფონით დაკავშირებას ვერ შეძლებს, შეგიძლიათ, თამამად იმართლოთ თავი მაგნიტური ქარიშხლებითა და კოსმიური ძალების ნეგატიური გავლენით.


 

მშვილდოსანი

ჯანმრთელობა: ხვალ განსაკუთრებით მოგიხდებათ სხვადასხვა კოსმეტიკური პროცედურები, რომლებიც სახის ფერის გაუმჯობესებაზე იქნება მიმართული. თუკი ბოლო დროს ძალიან გადაიღალეთ, ხვალ შესანიშნავი დღეა საკუთარი თავის მოსაწესრიგებლად.

კარიერა: ვარსკვლავები არ გირჩევენ იუმორის გრძნობის დემონსტრირებას. თუკი ძალიან გეცინებათ, მაქსიმუმ - გაიღიმეთ. არ გაიცინოთ ხმამაღლა და მით უმეტეს არ იხუმროთ. თქვენი ხუმრობით შესაძლოა, ვინმეს მტკივნეულ ადგილას დაადგათ ფეხი.

სიყვარული: საყვარელ ადამიანს გაუჭირდება იმ ფაქტთან შეგუება, რომ თქვენ ის ისე არ გიყვართ, როგორც მას უყვარხართ. შესაძლოა, ძალიან ძლიერად გიყვართ ან პირიქით, უფრო ნაკლებად - ეს კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული. მაგრამ თქვენი რჩეული მაინც შეეცდება თქვენი ძალების გათანაბრებას.


 

თხის რქა

ჯანმრთელობა: ხვალ თხის რქებისთვის სუსტი ადგილი ფილტვები იქნება, ამიტომ შეძლებისდაგვარად შეეცადეთ, უარი თქვათ სხვადასხვა პროცედურებზე, რომლებიც სასუნთქ სისტემას უკავშირდება, და, რა თქმა უნდა, სიგარეტის მოწევაზე საუბარი ზედმეტია.

კარიერა: თუკი კოლეგასთან ან საქმიან პარტნიორთან საუბარი არ გსიამოვნებთ, ამის გამოხატვა არც კი იფიქროთ. ყოველთვის შეუძლებელია გარშემო მხოლოდ მეგობრები გყავდეთ: ზოგჯერ თქვენი საქმიანი ურთიერთობების უნარ-ჩვევები უნდა გამოავლინოთ და გარშემომყოფებთან უფრო კორექტული იყოთ.

სიყვარული: საყვარელ ადამიანთან კიდევ ერთხელ აღმოაჩენთ ინტერესების გასაოცარ დამთხვევას. ერთნაირი ეპიზოდები თქვენს ბიოგრაფიაში, შესანიშნავი დამთხვევა აზროვნებაში. შესაძლოა, ერთდროულადაც ისაუბროთ! თქვენ ერთმანეთისთვის ნამდვილად მეორე ნახევრები ხართ.


 

მერწყული

ჯანმრთელობა: ხვალ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ საკუთარ ჯანმრთელობას იმ მერწყულებმა, რომელთაც ცილის შეუწყნარებლობა აწუხებთ. ფრთხილად იყავით პროდუქტების არჩევის დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაგიუარესდებათ.

კარიერა: ხვალ არ მოგიწევთ, იმ ადამიანებს დააღწიოთ თავი, ვისთანაც საუბარი არ გსურთ. გამაღიზიანებელი და უკმაყოფილო მომხმარებლები, ისევე, როგორც მკაცრი დირექტორები - შეგეშვებიან. თუმცა, ვარსკვლავები არ გირჩევენ ზედმეტად მოდუნებას - ეს დროებითი ამოსუნთქვაა.

სიყვარული: მოდუნდით და მიუშვით საქმეები ნებაზე. იმ შემთხვევაშიც, თუკი მოცემულ მომენტში საყვარელ ადამიანთან პრობლემები გაქვთ, ხვალ მათ გადაწყვეტას მაინც ვერ შეძლებთ: არც ფიზიკური და არც სულიერი ძალები საკმარისი არ აღმოჩნდება. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ, გააკეთოთ - დაარწმუნოთ საკუთარი თავი ცხოვრების წესის ერთგულებაში. პრობლემების მოგვარებაზე წინასწარ ფიქრი არ ღირს.


 

თევზები

ჯანმრთელობა: ხვალ შეეცადეთ, ძალიან ცხარე საკვები არ შეჭამოთ, ასევე, მოერიდეთ ეგზოტიკური სანელებლებით შეზავებულ კერძებს. თუკი ამ სიამოვნებაზე უარის თქმა გიჭირთ, მაშინ თითო ჯერზე მხოლო ერთი კერძი დააგემოვნეთ.

კარიერა: სადაც არ უნდა იყოთ და რასაც არ უნდა აკეთებდეთ, შეეცადეთ, ასი პროცენტით მოახდინოთ საკუთარი თავის წარმოჩენა, მხოლოდ ამგვარად შეძლებთ მიაღწიოთ იმას, რისკენაც მიიწევთ. იყავით თავდაჯერებული და არ მისცეთ შიშს თქვენი უკან დახევის უფლება. საკმაოდ დიდი დრო დაგჭირდათ დასახულ მიზნამდე მისასვლელად, ასე რომ, არ დაამუხრუჭოთ.

სიყვარული: ხვალ შესაძლოა, საყვარელ ადამიანს უნებლიეთ აწყენინოთ, თანაც საკმაოდ სერიოზულად. კარგი იქნება, თუკი ის საკუთარ ნეგატიურ გრძნობებში თავად გამოგიტყდებათ. გაცილებით უარესი იქნება, თუკი წყენას გულში დაიტოვებს, გადახარშავს და გააანალიზებს. ამ შემთხვევაში შედეგები შესაძლოა, გრძელვადიანი აღმოჩნდეს.