25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

24 თებერვალი 23:00
56

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:  ეცადეთ, ვარჯიში უფრო მრავალფეროვანი გახადოთ. მაგალითად, ძალოსნური ვარჯიშები აერობიკით ჩაანაცვლოთ და პირიქით. ეს მხოლოდ სახსრებისთვის კი არა, თქვენი განწყობის ამაღლებისთვისაც სასარგებლო იქნება.
კარიერა: მხოლოდ ზებუნებრივი ძალების იმედად ნუ იქნებით და ინიციატივა საკუთარ ხელში აიღეთ. ეცადეთ, ძალა და ენერგია ისეთ შემოქმედებით საქმიანობაზე დახარჯოთ, რომელიც თქვენი კარიერული ზრდისკენ იქნება მიმართული.
სიყვარული: არაფერია ცუდი, თუ ერთდროულად რამდენიმე ადამიანზე იქნებით შეყვარებული. მთავარია, ეს სიყვარული ერთმანეთს ხელს არ უშლიდეს და ვინმეს ეჭვიანობას არ იწვევდეს. თუ ეს შეძელით, თამამად შეიძლება ბედნიერი ადამიანი გიწოდოთ.




კურო
ჯანმრთელობა:
გაუფრთხილდით თვალებს და შეძლებისდაგვარად, ნაკლები დრო გაატარეთ კომპიუტერთან. მიეცით თვალებს დასვენების საშუალება თუნდაც ყოველ ნახევარ საათში ხუთი წუთით.
კარიერა: ამ დღეს მარტო ვერაფერს შეძლებთ, ამიტომ როგორც არასდროს, ისე მნიშვნელოვანია დიალოგის სწორად წარმართვის უნარი. ბოლო სიტყვა მაინც თქვენ დაგრჩებათ, ამიტომ ყველას უნდა დაუმტკიცოთ, რომ მოცემულ სიტუაციაში თქვენი გადაწყვეტილება ყველაზე საიმედო და ოპტიმალურია.
სიყვარული: ფეხით რაც შეიძლება, მეტი უნდა იაროთ. მხოლოდ იმიტომ არა, რომ ფეხით სიარული ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მთავარია, რომ ამ სეირნობის დროს შეიძლება ისეთ ადამიანს შეხვდეთ, რომელთან ერთადაც სეირნობისა და ცხოვრების დარჩენილი გზის გავლის სურვილი გაგიჩნდებათ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ტყუპებო, იმუნიტეტის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოთ, რადგან უახლოეს ხანებში ვირუსული ინფექციების რისკი გაიზრდება. ფრთხილად იყავით და იმ ადამიანებისგან, ვინც ხშირად აცემინებს, თავი შორს დაიჭირეთ.
კარიერა: უცნაურია, მაგრამ დღის პირველი ნახევარი მშვიდად ჩაივლის, მეორეში კი ბევრი თავსატეხი გელით. მთავარია, საქმის კეთებისთვის განეწყოთ და წვრილმანი, საყოფაცხოვრებო პრობლემები მომავლისთვის გადადოთ. წინ ძალიან სერიოზული საქმე გელით, ამიტომ ძალები უნდა მოიკრიბოთ და კიდევ ერთი ბრძოლისთვის მოემზადოთ.
სიყვარული: 
საყვარელ ადამიანს რომელიღაც სარისკო ნაბიჯზე თქვენი დაყოლიება არ გაუჭირდება, რადგან თავადაც მზად ხართ, გარისკოთ. თანაც იმაზე მეტად, ვიდრე მას წარმოუდგენია. ეცადეთ, თქვენი მოქმედებით შოკში არ ჩააგდოთ.




კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
თუ კოსმეტიკურ სალონში აპირებთ წასვლას, დარწმუნდით, რომ იქ მომუშავე სპეციალისტებს მაღალი კვალიფიკაცია აქვთ და იციან, რას აკეთებენ. უკეთესი იქნება, თუ საერთოდ არსად წახვალთ, რადგან თვითმარქვია უვიცთან მოხვედრისა და კანის დაზიანების რისკი ისე მაღალია, როგორც არასდროს.
კარიერა: ამ დღეს იმდენად დაბნეული ხართ, რომ ამ ქვეყნად არ მოიძებნება ძალა, რომელიც თქვენს უშუალო შრომით ვალდებულებებს გაგახსენებთ. თუ ასეთი სასწაული მაინც მოხდა, დღე ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაივლის.
სიყვარული:
ამ დღეს საყვარელი ადამიანი ისე თავდადებით ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე, რომ თავადაც ცუდად გახდება. გირჩევთ, საკუთარ თავზე თავად იზრუნოთ, თორემ ერთად მკურნალობა მოგიწევთ.




ლომი
ჯანმრთელობა:
ლომებო, გირჩევთ, სადმე გაემგზავროთ. ეცადეთ, რომ მგზავრობა შორეული და დამღლელი არ იყოს და საინტერესო შთაბეჭდილებებით აგავსოთ.
კარიერა: ეცადეთ, რომ საქმეში, რომლის გაკეთებაც თქვენ დაგავალეს, არავინ დაიხმაროთ. შესაძლოა, ადამიანმა, რომელიც დახმარებას დაგპირდათ, გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო თქვენი დახმარება ვერ შეძლოს და სამუშაო შეუსრულებელი დაგრჩეთ.
სიყვარული: ხვალ თქვენი წარმატება მთლიანად თქვენს მომხიბვლელობაზეა დამოკიდებული. მხოლოდ მისი საშუალებით შეძლებთ საყვარელი ადამიანისგან მიიღოთ ყველაფერი, რაც თქვენს სულს მოესურვება. იმის იმედი არ გქონდეთ, რომ ლოგიკური მსჯელობა და არგუმენტები უფრო დამაჯერებელი იქნება, ვიდრე თქვენი მაცდური და მომხიბვლელი ღიმილი.




ქალწული
ჯანმრთელობა: 
ხვალ ქალწულები ძალითა და ენერგიით სავსე იქნებიან. სავარაუდოდ, ეს ახალი უნარებისა და დღის განრიგის ცვლილებების დამსახურებაა. სწორ გზაზე დგახართ. ასე გააგრძელეთ!
კარიერა: 
ხვალ ვარსკვლავები კატეგორიულად გიკრძალავენ სიტყვა „სამუშაოს“ ან მასთან დაკავშირებული სინონიმების ხსენებას. დაე, ამ დღეს თქვენმა სულმა და სხეულმა სიმშვიდე მოიპოვოს და თუნდაც ცოტა ხნით, დროის არსებობის შესახებ დაივიწყოს. ეს ახლა ძალიან გჭირდებათ.
სიყვარული:
საყვარელ ადამიანს მთელი საღამოს თქვენთან ერთად გატარება სურს, რაც თქვენს გეგმებს ეწინააღმდეგება. რა გაეწყობა... დღის ბოლოს დაგეგმილ ღონისძიებასთან პირადი ცხოვრების შეთავსება ან სხვა კომპრომისის მოძებნა მოგიწევთ.  


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ნუ იფიქრებთ ძალიან ბევრს ამა თუ იმ დავალების შესრულების დროს. მიხვდებით, რომ მას გაცილებით მარტივად და დიდი ძალისხმევის გარეშე გაუმკლავდებით.
კარიერა: ხვალ ყურადღების კონცენტრირება გაგიჭირდებათ. გასაგებია: გარშემო ამგვარი განწყობაა! არ ღირს რთული და გონებრივი მუშაობა, რადგან ამით მხოლოდ განწყობას გაიფუჭებთ, უამრავ ენერგიას დახარჯავთ და კოლეგებსაც ეჩხუბებით, საქმე კი შეუსრულებელი დაგრჩებათ.
სიყვარული: სასურველია, ხვალ საყვარელი ადამიანის გარემოცვისგან დაისვენოთ და დრო ნაკლებად რომანტიკულ, მაგრამ სასარგებლო მოვლენებს დაუთმოთ. მაგალითად, სწავლას ან წიგნის კითხვას.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: მორიელებისთვის სასარგებლო იქნება ემოციური განტვირთვა. იქნებ სპორტის ექსტრემალურ სახეობას მიმართოთ, ან თუკი ეს შეუძლებელია, მაშინ შეგიძლიათ, საშინელებათა ფილმი ნახოთ - ესეც დაგეხმარებათ.
კარიერა: რაც არ უნდა მოხდეს, არ ინერვიულოთ. ვარსკვლავები გიწინასწარმეტყველებენ, რომ ხვალ ძალიან რთული დღე გექნებათ. ენდეთ საკუთარ ძალებს და ნუ მისცემთ სირთულეებს თქვენი „დაჩაგვრის“ უფლებას. ნუ იტყვით უარს იმ მიზნის მიღწევაზე, რომელთანაც უკვე ძალიან ახლოს ხართ.
სიყვარული: ეს დღე თქვენთვის საკმაოდ ექსტრემალური და რთული აღმოჩნდება, რადგან საკუთარი გრძნობებისა და ურთიერთობის გადასარჩენად ბრძოლა მოგიწევთ. თითქოს, ყველა თქვენი დაუფიქრებლად გადადგმული ნაბიჯი თქვენს ურთიერთობაზე დამღუპველად მოქმედებს. დამშვიდდით და გამოსავალს ადვილად იპოვით.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
მოერიდეთ რესპირატორულ დაავადებებს. შესაძლოა, ხვალ გაციება გადაგედოთ. უმჯობესია, მოერიდოთ დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტს და მთელი ძალით იფიქროთ საკუთარი იმუნიტეტის გაძლიერებაზე.
კარიერა: თვალი ადევნეთ სიტუაციის ცვლილებებს, გაითვალისწინეთ პროფესიონალების რჩევები, მაგრამ ხვალ გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავეთ. უმჯობესია, მშვიდ და უსაფრთხო ადგილას მოკალათდეთ და კარგად დაფიქრდეთ.
სიყვარული: ხვალ დრო ყველაფრისთვის გეყოფათ, გარდა საკუთარი თავისა და პირადი ცხოვრებისა. ერთი მხრივ, თქვენს საყვარელ ადამიანებს ეს ფაქტი გააღიზიანებთ, მაგრამ მეორე მხრივ, ხვალ იმდენად ბევრ რამეს მოასწრებთ, რომ შემდეგ განაწყენებულ ადამიანებს გაცილებით მეტ დროსა და ყურადღებას დაუთმობთ. აუცილებლად აუხსენით მათ ამის შესახებ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება. მოერიდეთ ნერვულ დაძაბულობას და შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ამგვარად უსიამოვნებებს თავიდან მარტივად აიცილებთ.
კარიერა: მოიკრიბეთ ძალები მუშაობის დაწყებამდე. სამსახურში რთული კვირა გელოდებათ, რაც თქვენგან საკმაოდ დიდ ენერგიას მოითხოვს, მაგრამ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ აღებულ დავალებას შეძლებისდაგვარად გაუმკლავდეთ.
სიყვარული: მოიფიქრეთ ისეთი რამ, რაც კიდევ უფრო დაგაახლოებთ. შესაძლოა, ეს რამე საიდუმლო იყოს, ან, თუნდაც, უმნიშვნელო რიტუალი. მაგალითად, შეხვედრის დროს ცხვირზე კოცნა. ყველაფერი მხოლოდ თქვენს ფანტაზიაზე და დაახლოების სურვილზეა დამოკიდებული.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ნუ ანდობთ საკუთარ ჯანმრთელობას გამოუცდელ სპეციალისტებს. თუკი ამა თუ იმ ექიმის კომპეტენტურობაში ეჭვი გეპარებათ, მოძებნეთ ისეთი ექიმი, რომელიც თქვენს დახმარებას რეალურად შეძლებს. ჰკითხეთ რჩევა მეგობრებს.
კარიერა: შესაძლოა, ითქვას, რომ ენერგიულ კრიზისს განიცდით და თავს გამოფიტულად გრძნობთ. შეეცადეთ, ოდნავ მაინც მოდუნდეთ, რადგან სამსახურში ყველაფერი შესანიშნავად მიდის. ასე რომ, მიხედეთ საკუთარ თავს. ნუ დახარჯავთ ბევრ ენერგიას გეგმების დროზე ადრე რეალიზებაში.
სიყვარული: ხვალ მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენ გვერდითაა, თქვენგან არსად მიდის და ნებისმიერ თქვენს წამოწყებას მხარს დაუჭერს. კარგი იქნება, თუკი ამ ყველაფერს ის პირადად გეტყვით, ამიტომ კარგად ჩამოყალიბდით, რათა თქვენთვის ყველაზე საჭირო პასუხი მიიღოთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ნუ მისცემთ ცუდ აზრებს თქვენი შეპყრობის უფლებას, რადგან მავნე ფიქრები კონცენტრირებაში შეგიშლით ხელს და ძველებურად ხალისიანი ვერ იქნებით, რაც თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება.
კარიერა: ხვალ ვარსკვლავები არ გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ მყვირალა და მომთხოვნ ადამიანს. შესაძლოა, ეს კლიენტიც აღმოჩნდეს, მაგრამ იცოდეთ, რომ კლიენტი ყოველთვის მართალი არ არის.
სიყვარული: ხვალ მცირე პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით. ვალდებულება დაგეკისრებათ და მასთან გამკლავება დამოუკიდებლად მოგიწევთ. სამწუხაროდ, პირადი ცხოვრებაც არ გაძლევთ მშვიდად ყოფნის საშუალებას: ვარსკვლავები პირად ცხოვრებაშიც საკმაოდ დიდ უთანხმოებას გიწინასწარმეტყველებენ.