ვერძი
ვიღაც დიდი ხანია, ცდილობს თქვენამდე მოსვლას და დაჟინებით აკაკუნებს კარზე, მაგრამ თავს აჩვენებთ, რომ არ გესმით. ალბათ, დროა, კარი გააღოთ, რადგან ვიღაც ძალიან კარგი და კეთილი ადამიანი შემოვა. ამ დღეს ყველაზე მეტად მეგობრული გარემო და ადამიანები გჭირდებათ. ლატარიის ბილეთის შეძენას კი არავითარი აზრი არ აქვს.
კურო
კუროებო, ახალი ნაცნობობა გელით, რომელიც შესაძლოა, ხანგრძლივი არ იყოს, მაგრამ დაუვიწყარ მოგონებებს დაგიტოვებთ. ბოლოს და ბოლოს, სიახლეები, რომლებსაც დიდი ხანია ელით, კარს მოგადგათ და ეცადეთ, არ დააფრთხოთ. მეორე ნახევართან კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნება და მოთმინება გმართებთ, თუ ჩხუბი არ გინდათ.
ტყუპები
ამ დღეს საშუალება გექნებათ, ქველმოქმედების აქტი განახორციელოთ. ვიღაც თვალთმაქცურად გეპირფერებათ, ამიტომ სანამ „ანკესზე წამოეგებით“, კარგად დაფიქრდით. ეცადეთ, რეალობის გრძნობა არ დაკარგოთ, რადგან, ადრე თუ გვიან, ის ნიღაბს ჩამოგხსნით.
კირჩხიბი
ყველა სტერეოტიპს დაანგრევთ და ყველა სისტემას დაუპირისპირდებით, მაგრამ გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ. ეცადეთ, საქმე მთელი გულით და მონდომებით აკეთოთ, თორემ თავიდან საკეთებელი გაგიხდებათ. ამ დღეს ემოციებით სავსე ხართ და ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვთ.
ლომი
დიდი ხანია, ცეკვა გსურთ და ამის შესაძლებლობა მოგეცემათ, თუმცა გასართობი ადგილების მონახულებისთვის შესაფერისი დღე არ არის. სხვათა შორის, არც ფინანსური მაქინაციებისთვისაა ხელსაყრელი დღე. განსაკუთრებით ისეთებისთვის, რომლებიც რაიმე ფორმით ქურდობას უკავშირდება.
ქალწული
თუ ვიღაც თქვენს ცდუნებას ცდილობს, მოდუნდით და ამის უფლება მიეცით. აუცილებლად მოგეწონებათ. თუ სილამაზის სალონში ვიზიტს აპირებთ, გირჩევთ, სხვა დროისთვის გადადოთ, რადგან იმედგაცრუება გელით. თუ ხვდებით, რომ თქვენი იდეა ბრიყვულია, რაღაც მოიმოქმედეთ, რომ დასაცინი არ გახდეთ.
სასწორი
ამ დღეს შესაძლოა, ის წინადადება შემოგთავაზონ, რომელსაც დიდი ხანია ელოდებით. შეგიძლიათ, დიდად არ გაითვალისწინოთ სხვების რჩევები, იცხოვრეთ ისე, როგორც გრძნობთ და გსურთ. სულელური ეჭვიანობა აგეკვიატებათ და არაფრით დაგანებებთ თავს.
მორიელი
მორიელებს ამ დღეს ბედისწერა ნამდვილად გაუღიმებთ. იმ შემთხვევაშიც, თუკი ყველაფერი ზომიერად მიდის, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები ან საფიქრალი არ გაქვთ. თქვენთვის მთავარია, სწორად ისუნთქოთ. ხალხი თქვენგან გაცილებით მეტს ელოდება, ვიდრე ამ დღეს თქვენგან მიიღებენ.
მშვილდოსანი
შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ოჯახის წევრებთან ერთად საკუთარი ტრადიცია მოიფიქროთ. გაიხედეთ გარშემო და დატკბით ბუნებით. მატერიალური ღირებულებების მიმართ მსუბუქი დამოკიდებულება დანაკარგამდე მიგიყვანთ.
თხის რქა
სპონტანური და გიჟური, მაგრამ გავრცელებული იდეა გარშემომყოფებს დააინტერესებს. თხის რქები მთელ დღეს საღამოს მოლოდინში გაატარებენ, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ იმედები გაუცრუვდებათ. მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა უკვე რამდენჯერმე გადადეთ და მისი გადადება ხვალაც მოგიწევთ.
მერწყული
შესანიშნავი დღეა რომანტიკული ურთიერთობების დასაწყებად, საკუთარი გრძნობების აღიარებისთვის და მომავალ გეგმებზე გულწრფელი საუბრებისთვის. მერწყულებო, შეეცადეთ, მომხდარ მოვლენებში რაიმე კარგი დაინახოთ და წვრილმანებმა გაგახარონ. მოერიდეთ საეჭვო გარემოცვას და, ასევე, იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომელთაც არ ენდობით.
თევზები
თევზებს ისე როგორც არასდროს გაუმართლებთ აზარტულ თამაშებში. ამ დღეს უსამართლობას პირდაპირი კავშირი ექნება თევზებთან. ბუნებით ძლიერი თევზები „იარაღის დაყრაზე“ იფიქრებენ, თუმცა, ვარსკვლავები არ გირჩევენ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას.