17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

16 ივლისი 21:00
2361

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივლისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ვერძებო, საღამოს ისეთი საქმით დაკავდით, რაც ნერვებს დაგიწყნარებთ. ამჟამად, ყველაზე მეტად, მეგობრული გარემო გჭირდებათ. თითქოს უმნიშვნელო დავალება, რომელსაც დღეს მიიღებთ, თივის ზვინში ნემსის ძებნას დაემსგავსება.


კურო
ამ დღეს შეგიძლიათ, ვისაც გინდათ და რაც გინდათ, სთხოვოთ. ყველაფერს მიიღებთ. თქვენი ქარიზმის წყალობით, ყველა ცუღლუტობა შეგრჩებათ. რაღაც მნიშვნელოვანი მომენტის ხიბლი შეიძლება უმნიშვნელო წვრილმანმა გააფუჭოს.


ტყუპები
საღამოს კინოჩვენების ყველა შესაძლო ჟანრიდან მულტფილმები აირჩიეთ. ეს დაგეხმარებათ, ზღაპრის არსებობა დაიჯეროთ და თავი პატარად იგრძნოთ. მცირე მატერიალური დანაკარგი გელით. გირჩევთ, ამ დღეს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების ყველა წინადადებას უარით უპასუხოთ.


კირჩხიბი
მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო სტუმრები და დაუგეგმავი ხარჯები გელით. ალკოჰოლის მიღების დროს, ზომიერება უნდა დაიცვათ, თორემ შესაძლოა, სისულელეები ჩაიდინოთ.


ლომი
ძილის წინ, სუფთა ჰაერზე გასეირნებამ შეიძლება თავში გენიალური იდეა გაგიჩინოთ. სამუშაოში ისე „ჩაეფლობით“, რომ გარშემო ყველაფრის შესახებ დაივიწყებთ. თავი აწიეთ, ცას შეხედეთ და მიხვდებით, რომ „მერე“ ყველაფერი გვიან იქნება.


ქალწული
მშვენიერი დღეა საჩუქრის შესაძენად. თუ შემთხვევით, უსახლკარო ცხოველს წააწყდით, გულგრილად ნუ ჩაუვლით. შესაძლოა, შემთხვევით ისეთ ადამიანს შეხვდეთ, ვის ნახვასაც არასოდეს ისურვებდით.


სასწორი
ამ დღეს სასწორები საცხოვრებელი ადგილის მოწესრიგებას შეუდგებიან და დალაგების პროცესი მათ არ გააღიზიანებთ. რაც არ უნდა შეგემთხვეთ, ნუ მიაქცევთ დიდ ყურადღებას და ნუ დაიწყებთ საკუთარი თავის გაკრიტიკებას. სასწორებო, არ მოგბეზრდათ საქმეების შუა გზაში  მიტოვება? იცით, რამდენი გამარჯვება დაკარგეთ უკვე?


მორიელი
ამ დღეს მორიელებს იღბალი თან სდევთ და აუცილებლად გაუღიმებთ. მიუხედავად იმისა, რომ გვერდით საყვარელი ადამიანი არ გყავთ და განიცდით, თქვენი სიამაყე არ გაძლევთ მისი დაბრუნების საშუალებას. მორიელებს ვარსკვლავები არ ურჩევენ ამ დღეს საკუთარი ინიციატივით ვინმეს დახმარებას, რადგან ეს დახმარების მსურველთათვის დათვური სამსახური იქნება.

მშვილდოსანი
მშვილდოსნების დღე იდეალურად ჩაივლის. ვარსკვლავები გირჩევენ, დაურეკოთ მათ, ვინც უკვე დიდი ხანია ელოდება თქვენს ზარს. დისტანციურად რაიმე ნივთის შეძენა თქვენთვის რეკომენდებული არ არის, რადგან შესაძლოა, შეძენილი ნივთი უხარისხო აღმოჩნდეს.

თხის რქა
თხის რქები ამ დღეს ვარდისფერ ღრუბელზე იფრენენ, მიზეზი კი მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულია. თუკი სხვებს დაეხმარებით, ეს საქციელი თქვენც გაგაბედნიერებთ. თხის რქები მარტივად შეძლებენ სხვების მოტყუებას, მაგრამ საბოლოოდ ეს ტყუილი თავადვე შეგაშინებთ.


მერწყული
ნუ შეგეშინდებათ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, ვარსკვლავები სარგებელსა და უსაფრთხოებას გიწინასწარმეტყველებენ. ფულთან სიფრთხილე გამოიჩინეთ, შესაძლოა, მოულოდნელად ფული დაკარგოთ.


თევზები
თევზები ახლობელს პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებიან და თავს ბედნიერად იგრძნობენ. შესაძლოა, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, სადაც მიხვდებით, რომ „გამეორება ცოდნის დედაა“. ჯიუტად ცდილობთ, დაუბრუნდეთ წარსულს, ისე, რომ აწმყოს სიკეთეს ვერ ამჩნევთ.