ვერძი
ისეთ ამაღლებულ განწყობაზე ხართ, თითქოს სულში მზე გინათებთ. რა თქმა უნდა, ეს შეუმჩნეველი არ დარჩებათ გარშემომყოფებს, რომლებსაც თქვენი ყოფნით გაახალისებთ. შესაძლოა, იმედგაცრუებამ გული გატკინოთ. ეცადეთ, მოვლენებზე კონტროლი არ დაკარგოთ.
კურო
შესაძლოა, ამ დღეს უცნობ კამპანიაში აღმოჩნდეთ. ფულის უკმარისობის მიუხედავად, ეცადეთ, საღამოს კარგად განიტვირთოთ და თავი გაინებივროთ. ნუ დაივიწყებთ ცხოვრებისეული პრიორიტეტების შესახებ.
ტყუპები
ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი გაგახალისებთ. თავში აზრების ისეთი ორომტრიალი გაქვთ, რომ ძალიან გინდათ, ვინმეს გაუზიაროთ. ხვალ „მკლავების დაკაპიწება“ და გულმოდგინედ მუშაობა მოგიწევთ. მთავარია, დღის განმავლობაში საბრძოლო სულისკვეთება არ დაკარგოთ.
კირჩხიბი
შესანიშნავი დღეა ისეთი ჩანაფიქრის განსახორციელებლად, რომელიც მახვილ ჭკუასა და გამჭრიახობას მოითხოვს. რამდენი და როგორი მონდომებითაც არ უნდა აკაკუნოთ, კარი რომელთანაც დგახართ, ხვალ თქვენთვის ყრუდ და საიმედოდ დაკეტილია. ადამიანები თქვენგან იმაზე მეტს ელიან, ვიდრე დღეს შეგიძლიათ მისცეთ.
ლომი
შესანიშნავი დღეა საჩუქრის შესაძენად. რატომღაც ძალიან მოგინდებათ, რომ სადმე, სახლის გარეთ ივახშმოთ. ყველაფერი, რაც ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში ხდება, უადგილო და ალოგიკურია..
ქალწული
ჰოროსკოპი გირჩევთ, ხვალ საკუთარ ოჯახს მეტი დრო დაუთმოთ. შესაძლოა, ვიღაც გაგაცნონ. ვიღაც ისეთი, ვისთანაც მორცხვობა არ დაგჭირდებათ. ეცადეთ, ეგოიზმი დაიცხროთ. ასე თქვენთვისაც და თქვენი ახლობლებისთვისაც უკეთესი იქნება.
სასწორი
ეს დღე შესანიშნავია ნებისმიერი ჩანაფიქრის შესასრულებლად, რომლებიც გადაწყვეტილებას მოითხოვს. მაქსიმუმი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ - გაიღიმეთ და იყავით მომხიბვლელი, ამგვარად ყველაფერი გამოგივათ და სამსახურში დაშვებული შეცდომებიც გეპატიებათ. ხვალ სასწორებისთვის არ არის მიზანშეწონილი წვეულებაზე ან თუნდაც მეგობრულ შეკრებაზე წასვლა.
მორიელი
ხვალ, ისე როგორც არასდროს, მზად იქნებით კომპრომისებზე წასასვლელად. პრობლემის გადაჭრის ამგვარი ხერხი თავადაც მოგეწონებათ. ნუ დაუსვამთ ადამიანებს ზედმეტ შეკითხვებს, ამით მათ მხოლოდ გააღიზიანებთ.
მშვილდოსანი
რაც არ უნდა მოხდეს ხვალ, თუნდაც ხანძარი ან წყალდიდობა, მშვილდოსნები გასაოცარ სიმშვიდეს შეინარჩუნებენ. თუკი ვინმე გაწყენინებთ, ნუ გადაუხდით სამაგიეროს. თქვენთვის ასე აჯობებს. სამწუხაროდ, რომანტიკული განწყობა მხოლოდ თქვენ გაქვთ და თქვენს მეორე ნახევარს ამ განწყობას ვერაფრით გადასდებთ.
თხის რქა
თხის რქები გარშემომყოფებისგან მხარდაჭერას ელოდებიან, მაგრამ ნუ გექნებათ მხოლოდ სხვების იმედი, პრობლემებთან გამკლავება დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ. ტყუილად შეხედავთ ადამიანებს თვალებში, თქვენთვის საჭირო პასუხს მათ თვალებში მაინც ვერ იპოვით.
მერწყული
შესაძლოა, ხელმძღვანელობისგან დამატებითი სამუშაო მიიღოთ. მერწყულებო, ნუ ჩაიდენთ უჩვეულო საქციელს. სასურველია, ხვალინდელმა დღემ ჩვეულებრივ რეჟიმში ჩაიაროს. წარსულზე ფიქრი შემოგიტევთ და დიდი ხნის წინანდელ მოვლენებს გაიხსენებთ, მაგრამ არ ღირს ზედმეტი ემოციების დახარჯვა. სცადეთ სიმშვიდის შენარჩუნება.
თევზები
ამ დღეს თევზები საკუთარ ფობიას აჯობებენ და უჩვეულო ვაჟკაცობას გამოიჩენენ. სამწუხაროდ, ხვალ ინტუიცია გიმტყუნებთ. გამონახეთ დრო, რათა დეტალურად დაგეგმოთ სამომავლო პროექტები, რადგან ძალიან მალე მათი განხორციელების დრო მოვა.