26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

25 სექტემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 სექტემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ეცადეთ, კრიზისულ სიტუაციაში თავის ფლობის უნარი არ დაკარგოთ. ნუ განიცდით, ამ მდგომარეობიდან მარტივად გამოხვალთ, რაშიც მოვლენათა იღბლიანი განვითარება დაგეხმარებათ. მომხდარის შემდეგ, დიდხანს ვერ შეძლებთ სულიერი წონასწორობის აღდგენას, ამიტომ ხვალ თან იქონიეთ დამამშვიდებელი საშუალება, რომელიც სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.


კურო
ხვალ თქვენ წინაშე ბრწყინვალე პერსპექტივა გადაიშლება. შემოგთავაზებენ სამსახურს, რომელიც გაგახარებთ და ამასთანავე, დაგაფიქრებთ. მოგიწევთ, სასწრაფოდ გადაწყვიტოთ, რა ელის თქვენს კარიერას და მზად ხართ თუ არა, ამჟამინდელი სამსახურიდან წამოხვიდეთ. კითხვებზე პასუხს მხოლოდ უფროს მეგობართან საუბრის შემდეგ იპოვით. მისი მონოლოგი დაგარწმუნებთ, რომ დიდ ცხოვრებისეულ ცვლილებებს არ უნდა შეუშინდეთ.


ტყუპები
ორშაბათს რომელიღაც რთულ პროექტზე მუშაობაში გაატარებთ. ამ საქმეს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გაუმკლავდებით, თუმცა აღმოაჩენთ, რომ ბოლო დღეებში სამსახურებრივი საქმეები მოსაწყენად გეჩვენებათ. მოწყენილობის გასაფანტად, საღამოს მხიარულად გატარებას გადაწყვეტთ. გამორიცხული არაა, კონცერტზე ან კინოში წახვიდეთ ან დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღების სხვა გზა გამონახოთ.


კირჩხიბი
ხვალ ბავშვები ბევრ თავსატეხს გაგიჩენენ. შვილების სწავლის შედეგებით ნამდვილად ვერ იამაყებთ, ამიტომ გადაწყვეტთ, რომ ეს საკითხი დამოუკიდებლად მოაგვაროთ და ბავშვებს რამდენიმე საათის განმავლობაში კარგად სწავლის აუცილებლობაზე ესაუბროთ. გაითვალისწინეთ, უფრო ეფექტური იქნება, თუ პატარა ონავრებს, ცუდი ნიშნების მიღების შემთხვევაში, ინტერნეტის შეზღუდვით დაემუქრებით. ამის მოსმენისთანავე, თქვენი შვილები სიზარმაცეს დიდი ხნით დაივიწყებენ.


ლომი
ხვალ უცნობი ადამიანის ყურადღებას დაიმსახურებთ. მას თქვენ მიმართ რომანტიკული ინტერესები ამოძრავებს და თქვენი გულის დასაკუთრება სურს. თუ სასურველი პარტნიორი უკვე გყავთ, მოძებნეთ სიტყვები, რომ თაყვანისმცემელი თავაზიანად მოიცილოთ. თუ მარტოსული ხართ, სავარაუდოდ, თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი რომანი იწყება, რომელიც ათწლეულების მანძილზე გაგრძელდება.


ქალწული
გირჩევთ, საყვარელი ადამიანის მავნე ჩვევებს მარტო არ ებრძოლოთ. ცდილობთ, პოტენციური საფრთხისგან იხსნათ, რომელსაც მისი დამოკიდებულება შეიცავს, თუმცა ამ საქმეში ოჯახის წევრებისა და ნათესავების დახმარება გჭირდებათ. ეცადეთ, ოჯახური თათბირი შეკრიბოთ, რადგან ერთად აუცილებლად მონახავთ გზას, რომელიც სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის. ნურც სამსახურებრივი საქმეების შესახებ დაივიწყებთ, რადგან საკუთარი მოვალეობის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება უამრავ პრობლემას შეგიქმნით.


სასწორი
შესანიშნავი დღეა საკუთარი ბიზნესპროექტის წამოსაწყებად. ყველაფერს დეტალურად დაგეგმავთ და ამიტომაც აღარც აღარაფერი შეგიშლით ხელს. ერთადერთი, რაც მნიშვნელოვნად დაგაზარალებთ - ეს თქვენი კოლეგების შურია. ნუ ჰკითხავთ მათ რჩევებს თქვენთვის გაუგებარ თემებზე, რადგან მათი რჩევები მცდარი აღმოჩნდება. მართებული იქნება, თუკი საკუთარი კონსულტანტის როლზე ეკონომიკის სფეროში კარგად გათვიცნობიერებულ ადამიანს დანიშნავთ.


მორიელი
ხვალ მოწყენილობას, ცინიზმსა და უხეშობას დღის განმავლობაში ვერ მოიშორებთ. გაიგებთ, რომ დაპირებულ პრესტიჟულ თანამდებობაზე თქვენი ერთ-ერთი კოლეგა  დანიშნეს. ეს ფაქტი იმდენად გაგაღიზიანებთ, რომ ოპონენტს ღია ომს პირდაპირ გამოუცხადებთ, თუმცა, ომი სასიკეთოს არაფერს მოგიტანთ. „ომებზე“ დროის ხარჯვის ნაცვლად, დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ თქვენი ბოსი შეცდა ამ ვაკანსიაზე პრეტენდენტის არჩევის დროს.


მშვილდოსანი
მშვილდოსნები ხვალ სპონტანურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. საბედნიეროდ, ამ გადაწყვეტილების უმეტესობას პოზიტიური ქვეტექსტი ექნება, რაც ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრება თავდაყირა არ დადგება. ერთადერთი, რაც არ უნდა დაივიწყოთ - ის ფაქტია, რომ თქვენი პირადი ცხოვრება ვერ იტანს სპონტანურ ქმედებებს. თუკი ხვალ მოულოდნელად სასიყვარულო ურთიერთობის გაწყვეტას მოისურვებთ, ეს არ ნიშნავს, რომ უკვე ზეგ ამ საქციელს არ ინანებთ.

თხის რქა

თხის რქებს ვარსკვლავები თვითშეფასებაზე ურჩევენ მუშაობას. დაფიქრდით, ხომ არ მიაღწია მან განსაზღვრულ სიმაღლეს და საკუთარი ნარცისიზმი ხელს ხომ არ გიშლით კოლეგებთან ნორმალურად ურთიერთობაში? თუკი ამ კითხვებზე დადებითი პასუხი გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ დროა საკუთარი ქცევები და მანერები შეცვალოთ. შესაძლოა, ბედისწერამ ზურგი შეგაქციოთ. აი, მაშინ კი ნამდვილად ვერ შეძლებთ დროის შემობრუნებას და თანამშრომლებთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენას.


მერწყული
მერწყულები ხვალ სერიოზულად დაფიქრდებიან ახალი პროფესიის შეძენაზე. გადაწყვეტთ, რომ თქვენი ახლანდელი ვალდებულება არ გაკმაყოფილებთ, არ განიჭებთ მორალურ სიამოვნებას და არც პოზიტიურ ემოციებს. ახალი პროფესიული ამპლუის ძიებას სერიოზულად მიუდგებით და ძალიან მალე შექმნით სამოქმედო გეგმას, რომლის მიხედვითაც იმოქმედებთ. ისღა დაგრჩენიათ, ჩანაფიქრი ახლობლებს გაუზიაროთ.


თევზები
თევზებო, ხვალ ჯანმრთელობის მდგომარეობა შეგახსენებთ თავს. სამსახურებრივ საქმეებს ხშირად მოცდებით გაციების, თავის ტკივილისა და საერთო სისუსტის მიზეზით. კარგი იქნება, თუკი ექიმის რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ და სრული გამოჯანმრთელებისთვის წოლით რეჟიმს მიმართავთ. მაგრამ არა ბიულეტენზე გასვლამდე, შეეცადეთ დაასრულოთ რთულ პროექტზე მუშაობა და ეს შრომისმოყვარეობა საუკეთესო გზით აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?