24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

23 იანვარი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენები გელით. ერთ მხრივ, თქვენი იმედები გამართლდება, მეორე მხრივ, ჯანმრთელობის პრობლემები შეგაწუხებთ. ყველაზე კარგი იქნება, თუ ამ დღეს სახლიდან შორს, ახალი მეგობრების საზოგადოებაში გაატარებთ.


კურო
სავარაუდოდ, მოულოდნელი და რთულად ასახსნელი სიტუაციები თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას უფრო გააღრმავებს. საყვარელი ადამიანის სულში რაც უფრო მეტ ამოცანას ამოხსნით, მით უფრო მეტ საიდუმლოს აღმოაჩენთ.


ტყუპები
ამ დღეს ნებისმიერი სიტუაციიდან სარგებლის მიღებას ცდილობთ, თუმცა ამისთვის მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო. გაითვალისწინეთ, რომ მომგებიანი პროექტი შეიძლება ნებისმიერმა ხარვეზმა ან შეფერხებამ ჩაშალოს.


კირჩხიბი
სახლის საქმეებით დაღლა არ მოგიწევთ - ყველა ნივთი ადგილზეა და ოჯახის წევრებს ყველა ვალდებულება თანაბრად აქვთ გადანაწილებული. გირჩევთ, მეუღლეს სახლში საპატიო ადგილი მიუჩინოთ და მალე იგრძნობთ, რომ თქვენც შესაბამის პატივს მოგაგებენ.


ლომი
ამ დღეს განვითარებული მოვლენები დასახულ გეგმებზე უარის თქმას და მობილიზებას გაიძულებთ. რისკი და ავანტიურა გაუმართლებელია. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. განსაკუთრებული ყურადღება გულსა და არტერიულ წნევას მიაქციეთ. ეცადეთ, მძიმე საქმეებით თავი არ დაიტვირთოთ და ნაკლები ინერვიულოთ.


ქალწული
შესაძლოა, სახლში ბევრი მუშაობა და ოჯახის წევრებისთვის ჩვეულებრივზე მეტი ყურადღების დათმობა მოგიწიოთ. გახსოვდეთ, თქვენი შრომა დაუფასებელი არ დარჩება და ოჯახი თქვენს საიმედო საყრდენად იქცევა. გაუფრთხილდით საყვარელ ადამიანებს. ოჯახის კეთილდღეობა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, სხვების რჩევები არაფერში გჭირდებათ.


სასწორი
ამ დღეს თავს სამყაროსგან გარიყულად იგრძნობთ და ყველასგან იზოლირებას გადაწყვეტთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას. ამ დღის კრედოა: „შვიდჯერ გაზომე - ერთხელ გაჭერი“.


მორიელი
ზოდიაქოს ეს ნიშნები განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით გამოირჩევიან. მზად ხართ კონტაქტებისთვის, აზრთა გაზიარებისთვის, იდეებისთვის. გამონახეთ დრო სამსახურებრივი წვეულებებისთვის, თუმცა, საოჯახო საქმეებიც ნუ დაგავიწყდებათ.


მშვილდოსანი
კონფლიქტი და დაპირისპირება სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადო სტრუქტურებთან დამატებით სირთულეებს შეგიქმნით ბიზნესის წარმართვის დროს. უფრო კონკრეტულად კი, ხელშეკრულების პირობების შესრულება და ერთობლივი პროექტის განხორციელება გაგიჭირდებათ.


თხის რქა
პლანეტების განლაგებით, ამ დღეს ფლირტის სურვილი გაგიჩნდებათ საპირისპირო სქესის ადამიანთან. მორალურად თავისუფლებას იგრძნობთ და ვალდებულებებისგანაც გათავისუფლდებით. თუკი თავისუფლების შენარჩუნება გსურთ, ნუ დარჩებით მარტო. იჩქარეთ და ისარგებლეთ შანსით, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს გარშემო ისეთი ადამიანები გამოჩნდებიან, რომლებსაც, პირველ რიგში, მხოლოდ თქვენი ფინანსური შემოსავალი დააინტერესებთ.


მერწყული
სიმშვიდისა და ზომიერი ატმოსფეროს მიღწევა, სავარაუდოდ, გაგიჭირდებათ. ცვლილებები მუდმივად არის მოსალოდნელი. ოჯახში აზრთა სხვადასხვაობა გახშირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, არ დამალოთ პრობლემა, პირიქით, გაერკვიეთ, რატომ გაქვთ განსხვავებული მოსაზრება ოჯახის წევრებთან.


თევზები
თქვენი პირადი ურთიერთობა საპირისპირო სქესის ადამიანთან შესაძლოა, არასტაბილური აღმოჩნდეს. არ გამოირიცხება, ისეთ ადამიანს შეხვდეთ, რომლის ქცევები მის მიმართ უარყოფითად განგაწყობთ. ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შეიკავოთ ზედმეტი ლაპარაკისგან, გათავისუფლდეთ გაფრთხილებებისგან და გააუმჯობესოთ ურთიერთობა გარშემომყოფ ადამიანებთან. გააანალიზეთ საკუთარი ქცევები და უარი თქვით ნაჩქარევ გადაწყვეტილებებზე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?