ვერძი
23 აგვისტო ამ თვის ყველაზე საინტერესო, პერსპექტიული და ნაყოფიერი დღეა. ვერძებს წარმატებული მოგზაურობა, უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტი და სასარგებლო ადამიანებთან შეხვედრა ელით. თუ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებთ, შეიძლება ეს დღე თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხი გახდეს. მოსალოდნელია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.
კურო
ამ დღეს მოსალოდნელია ალერგიული რეაქცია. შესაძლოა, პრობლემები ნერვიულ სისტემასთანაც შეგექმნათ (შიშები, დეპრესია). გირჩევთ, კონსულტაციისთვის ნევროპათოლოგთან ვიზიტზე ჩაეწეროთ.
ტყუპები
ამ დღეს ფლირტისა და ხანმოკლე რომანებისკენ ხართ განწყობილი. ახალი საქმის დაწყებას არ გირჩევთ, შეგიძლიათ, მხოლოდ დაგეგმოთ, რადგან დაგეგმილი ზოგჯერ თავისით ხორციელდება.
კირჩხიბი
პირად ცხოვრებაში პრობლემები და იმედგაცრუება გელით - ნათესავებიც უამრავ პრობლემას გიქმნიან და მეუღლეც ყველაზე შეუფერებელ დროს იწყებს თქვენთან ურთიერთობების გარკვევას. თუ ხვდებით, რომ თქვენი ურთიერთობა დასასრულს მიუახლოვდა, მშვიდობიანად დაცილდით.
ლომი
ამ დღეს განსაკუთრებული წარმატება კონკურსებში, მოლაპარაკებებსა და საშუამავლო მოღვაწეობაში გელით. გითვალისწინეთ, რომ რთულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ ჯანსღი აზრი კი არა, გრძნობებიც საჭიროა. ეცადეთ, ადამიანებთან ურთიერთობის დროს ემოციები აკონტროლოთ.
ქალწული
სავარაუდოდ, მოგზაურობაში მთელ დანაზოგს დახარჯავთ, მაგრამ სრულიად არ ინანებთ. კარგი იქნება, თუ გამაჯანსღებელ პროცედურებს დაიწყებთ. ყურადღება მიქციეთ ყელს და ზედა სასუნთქ გზებს.
სასწორი
უცხოეთში მივლინებაში, სპონსორებთან და პარტნიორებთან მოლაპარაკებებში წარმატება გელით. შეგიძლიათ, უცხოეთში სასწავლებლად, სამოგზაუროდ ან მივლინებში თამამად გაემგზავროთ.
მორიელი
ამ დღეს ყველა და ყველაფერი გაღიზიანებთ. ყველაფრით უკმაყოფილო და დაძაბული ხართ. გირჩევთ, თბილი ბაზანა მიიღოთ და რაიმე ბალახეული დმამშვიდებელი დალიოთ. კარგი იქნება, თუ მხრების და ხერხემლის მასაჟს ჩაიტარებთ.
მშვილდოსანი
დღის მეორე ნახევარში ინტუიცია და შემოქმედებითი პოტენციალი გაძლიერდება. წინასწარმეტყველური სიზმრებიც კი შეგაწუხებთ. ერთხელ დ სამუდამოდ უნდა გაიგოთ, რომ გრკვეული რისკის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.
თხის რქა
ამ დღეს ბედი თქვენს მხარესაა და წარმატებისთვის შესანიშნავ შესაძლებლობებს გთავაზობთ. მთავარია, ამის გამოყენება კეთილი საქმეებისთვის შეძლოთ.
მერწყული
ეს დღე სავსეა სხვადასხვა სახის შეხვედრებით, ფურშეტებითა და მოგზაურობებით. ახალი ნაცნობები და ურთიერთობები ძალიან მოგწონთ, მაგრამ გირჩევთ, ეიფორიას არ აჰყვეთ. ახალმა შთაბეჭდილებებმა სერიოზული გრძნობების შმჩნევაში ხელი არ უნდა შეგიშალოთ.
თევზები
სასურველს და რეალობას ერთმანეთში ნუ აურევთ. გახსოვდეთ, რომ თქვენ ადამიანებისა და სიტუაციების იდეალიზება გახასიათებთ.