ვერძი
წინააღმდეგობრივი დღეა. ემოციურმა არასტაბილურობამ და ახლობელ ადამიანებთან მიმართებით გამოვლენილმა აგრესიამ შეიძლება დიდი კონფლიქტი გამოიწვიოს. პარტნიორის მიმართ გადაჭარბებული მოთხოვნები ოჯახში ჰარმონიულ ურთიერთობებს დაარღვევს. ეცადეთ, საკუთარ შესაძლებლობებს უფრო კრიტიკულად შეხედოთ.
კურო
კოლეგებთან წარმატებულ ურთიერთობას ააწყობთ. რაღაც ისეთის გაკეთებას შეძლებთ, რაც თქვენს ავტორიტეტს აამაღლებს. თქვენმა აქტიურობამ და ენთუზიაზმმა შესაძლოა, უახლოეს ხანებში მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესოთ. გამორიცხული არაა ახალი სამსახური ან მოღვაწეობის ახალი სფერო შემოგთავაზონ. დაუფიქრებლად დასთანხმდით, რადგან ამ დღეს დაწყებულ საქმეს კარგი პერსპექტივა აქვს.
ტყუპები
ახლობლებთან და მეგობრებთან წარმატებულ ურთიერთობას ააწყობთ. მოსალოდნელია ზეიმი ან შეხვედრა, სადაც განსაკუთრებულად გაიბრწყინებთ. თქვენი აქტიურობა და ენთუზიაზმი ოჯახში კომფორტსა და მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
კირჩხიბი
ამ დღეს თქვენი მთავარია ამოცანაა, არაფერი აურიოთ და ყველაფერი დროულად გააკეთოთ. თუ კეთილსინდისიერებასა და შრომისმოყვარეობას გამოიჩენთ, ყველა საქმეს თავს გაართმევთ და წარმატება გარანტირებული გაქვთ.
ლომი
ეცადეთ, სურვილსა და შესაძლებლობებს შორის სხვაობა დაინახოთ. გაითვალისწინეთ, რომ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება შეიძლება სერიოზული დაავადების მიზეზი გახდეს. სავარაუდოდ, სპეციალისტთან მისვლა მოგიწევთ.
ქალწული
წინააღმდეგობრივი დღეა. ახლობლებთან და მეგობრებთან მშვენიერი ურთიერთობა გაქვთ, თუმცა ემოციურმა არასტაბილურობამ ან ცდუნებების აყოლამ შეიძლება სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს. თქვენი დიდსულოვნება და დიპლომატიურობა ოჯახში ჰარმონიული ურთიერთობებისა და კეთილდღეობის გარანტია.
ქალწული
მძიმე დღეა. მომატებული ამბიციები კონფლიქტს ან გაუგებრობას გამოიწვევს. პარტნიორებთან ურთიერთობა შეიძლება იმედგაცრუებამ ან ეჭვიანობამ გაართულოს. ეცადეთ, საკუთარ შესაძლებლობებს კრიტიკულად შეხედოთ. ბავშვების პრობლემები თქვენგან მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს.
მორიელი
ამ დღეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გელით. შესაძლოა, განწყობა გაგიფუჭდეთ, რაც გარშემომყოფებთან თქვენს ურთიერთობაზე აისახება. გირჩევთ, გაციების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ზომები ჩაიტაროთ. ეცადეთ, ნეგატიური ემოციები მოთოკოთ. ნუ აჰყვებით ახლობლების პროვოკაციებს და ერიდეთ ურთიერთობების გარკვევას.
მშვილდოსანი
დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება გელით. კარგად გათვალეთ საკუთარი შესაძლებლობები, გადაღლილობამ შეიძლება ნერვული აშლილობა გამოიწვიოს და პარტნიორთან ურთიერთობა გაგირთულოთ. ყურადღება მიაქციეთ სწორად კვებას. ერიდეთ ცხიმიან საკვებს და სპირტიან სასმელს.
თხის რქა
თქვენი დიპლომატიურობა და შეცდომების პატიების უნარი შექმნის პირობებს ოჯახური კომფორტისა და მატერიალური კეთილდღეობისთვის, ამჟამად თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იმდენად მაღალია, რომ გიჭირთ, ობიექტურად შეაფასოთ პარტნიორის დამოკიდებულება თქვენ მიმართ. ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გააკეთებთ და საკუთარ ინტუიციას ენდეთ.
მერწყული
ეცადეთ თქვენი მომხიბვლელობა თქვენივე ინტერესებისთვის გამოიყენოთ. სავარაუდოდ, ამ დღეს უამრავი საქმის ერთდროულად კეთება მოგიწევთ. ხელსაყრელი დღეა უფროსთან ან სამთავრობო ორგანოებთან მიმართვისთვის. ეცადეთ, საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ, თორემ თქვენს ყველა წამოწყებას მარცხი ელის.
თევზები
ეს დღე ცოდნის მიღებას, პროფესიულ ზრდასა და კარიერულ წინსვლას განასახიერებს. სამსახურში, კოლეგებთან შესანიშნავი ურთიერთობა გაქვთ. ამ დღეს რაღაც ისეთს გააკეთებთ, რაც თქვენს ავტორიტეტს აამაღლებს. აქტიური თევზების ბიუჯეტი ნელა, მაგრამ სტაბილურად უმჯობესდება. დღის მეორე ნახევარი ფიზიკურ დატვირთვებსა და მასაჟს მიუძღვენით.