9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

8 ივლისი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ძველებურად სიცოცხლით სავსე და ენერგიული ხართ, თუმცა შესაძლოა, მცირეოდენი სირთულეები შეგხვდეთ. განსაკუთრებით, თუ თქვენი საქმიანობა სარისკო კატეგორიას განეკუთვნება. გამორიცხული არაა, საქმიანმა პარტნიორმა თქვენი მოტყუება სცადოს.


კურო
საშიში დღეა. გირჩევთ, თავშეკავება გამოიჩინოთ და ცდუნებებს არ აჰყვეთ. კარგი იქნება, თუ ყველა დაგეგმილ შეხვედრას ხვალისთვის გადაიტანთ. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს და ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. მოსალოდნელია ტრავმები და ქრონიკული დაავადებების გამწვავება. კარგი იქნება, თუ ამ დღეს ტყეში, სუფთა ჰაერზე გაატარებთ.


ტყუპები
ეს დღე ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისთვის. სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებულია, თუმცა მერკურის მფარველობა სასიკეთოდ აისახება პროფესიულ საქმიანობაზე, მეგობრებთან ურთიერთობაზე და ზოგადად, მომავალზე. არსებობს რაღაც უჩვეულოს შექმნის შანსი. ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ და ემოციები დაიცხროთ.


კირჩხიბი
ამ დღეს წარმატება გელით ბიზნესში, შემოქმედებასა და სიყვარულში. იმედებით სავსე ხართ. დარწმუნებული იყავით, რომ სადაც მიხვალთ, ყველგან სიხარულით შეგხვდებიან. ეს დღე უამრავ სიამოვნებასა და სასიხარულო ამბავს მოგიტანთ. არაკეთილმოსურნე და შურიანი ადამიანები ვერაფერს დაგაკლებენ.


ლომი
სასიცოცხლო პოტენციალი კვლავინდებურად მაღალია, თუმცა შესაძლოა, თქვენს გზაზე მოულოდნელი სირთულეები გამოჩნდეს. გარემოებათა საბედისწერო მიმდინარეობამ შესაძლოა, ყველაზე კარგად შედგენილი გეგმებიც დაანგრიოს. გამორიცხული არაა, რომ საქმიანმა პარტნიორებმა თქვენი მოტყუება სცადონ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია წყენა, გაუგებრობა და იმედგაცრუება, რომელიც შეიძლება ურთიერთობის სრული გაწყვეტით დასრულდეს.


ქალწული
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. დიდია ტრავმის საფრთხე, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ. მზად იყავით მოულოდნელი სასიხარულო ცნობისთვის. ამჟამად ყველაზე მეტად დასვენება და გარემოს შეცვლა გჭირდებათ.


სასწორი
ხელსაყრელი დღეა ვაჭრობისა და უძრავი ქონების შეძენისთვის. გირჩევთ, საშოპინგოდ წახვიდეთ და სამკაულები შეიძინოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.


მორიელი
წარმატებული დღეა. შესანიშნავ განწყობას ვერაფერი გაგიფუჭებთ. გაზრდილი შრომისუნარიანობის წყალობით, მალე აღიარებას მიაღწევთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო სტუმრების მოსვლა. უფროსებთან კონფლიქტური სიტუაციის თავიდან ასაცილებლად მაქსიმალური ტაქტი და მოთმინება გმართებთ.


მშვილდოსანი
პირად ცხოვრებას უკიდურესად წინააღმდეგობრივი ტენდენციები ახასიათებს. შესაძლოა, ამ დღეს საკუთარი პოზიციებისა და ავტორიტეტის დაცვა მოგიწიოთ. ვნებების მოძალებამ არ არის გამორიცხული, მოვლენათა განვითარება თქვენს საზიანოდ შეცვალოს. უთანხმოების შედეგად შესაძლოა, დაზარალდეთ, ამიტომ დიდსულოვნება და თავშეკავება გამოიჩინეთ. ეცადეთ, ადამიანებს სიმართლე პირში არ მიახალოთ.


თხის რქა
მზად იყავით პირად ცხოვრებაში პრობლემებისა და ნეგატიური საკადრო ცვლილებებისთვის. მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი. უსიამოვნო შეტყობინებამ შესაძლოა, წონასწორობიდან გამოგიყვანოთ და ხასიათი საბოლოოდ გაგიფუჭოთ. ქრონიკული დაღლილობის გამო შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ.


მერწყული
ამ დღეს ახალი ძალისა და იდეების მოზღვავებას იგრძნობთ, რაც კმაყოფილებას მოგიტანთ. სიყვარულში გაგიმართლებთ, თუ არ  ეცდებით, რომ თავი მიუწვდომელი და ყინულოვანი მოაჩვენოთ. გირჩევთ, ყველა საქმეში ოქროს შუალედი იპოვოთ. შესაძლოა, სწორედ დღეს შეძლოთ ყველაზე სანუკვარი ოცნებისა ასრულება.


თევზები
ეს დღე ყველა საქმეში წარმატებასა და მაღალი თანამდებობის პირების მხარდაჭერას გპირდებათ. თქვენთვის დამახასიათებელი კომუნიკაბელურობისა და კეთილგანწყობის წყალობით მომგებიან პარტნიორებს აღმოაჩენთ. ახალი ნაცნობი შეიძლება თქვენი საიმედო დასაყრდენი გახდეს. 

დღის ჰოროსკოპი

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კარტოფილი ბადრიჯნით - არასტანდარტული და გემრიელი

შემწვარი კარტოფილისა და ბადრიჯნის ეს ვარიაცია გემოთი საოცრად ჰგავს სოკოს.
დღის ჰოროსკოპი

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

12 როლი, რომლებიც ვარსკვლავებს ბედნიერებადაც ექცათ და წყევლადაც

ზოგიერთი მსახიობი ერთი რომელიმე როლის მძევალი ხდება და მაყურებლისთვის მუდმივად ამ გმირთან ასოცირდება. თავიანთი პროფესიონალიზმის წყალობით ისინი სხვა პერსონაჟებსაც ვირტოუზულად ძერწავენ, მაგრამ ჩვენთვის რენე ზელვეგერი მაინც ბრიჯიტ ჯონსია, კოლინ ფერტი კი - მისტერ დარსი.
საკნატუნო ამბები

ინტიმური ფოტოდღიური (+18)

ჩრდილებისა და სხივების ურთიერთობა სხეულზე - გამოცდილი ფოტოგრაფის გასაოცარი ექსპერიმენტი, რომელმაც შესანიშნავად გადმოსცა საკუთარი ფანტაზიები.  
დღის ჰოროსკოპი

20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

კინოს მაგია: 16 დაუჯერებელი კადრი გადასაღები მოედნიდან

თანამედროვე სპეცეფექტებით განებივრებულებს საერთოდ აღარ გვახსოვს, როგორ ართმევდნენ თავს ამ რთულ ამოცანას კინოდეკორატორები და რეჟისორები წარსულში, თანამედროვე პროგრამების გარეშე. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ნამდვილი მაგიაა.
დღის ჰოროსკოპი

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად საინფორმაციო კამპანიას იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და  „ვისოლ ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
კულინარია

ქათმის ფრთები ახალი კარტოფილითა და შავი ქლიავის ჩირით - გემრიელი, ნოყიერი და იოლი

ამ კერძს არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული სახელწოდება, მისი ზომიერად მოტკბო გემოც დიდხანს გაგყვებათ და არაერთხელ მოგინდებათ მისი მომზადება.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელიც მგრძნობიარე ფანტაზიებს გაგიღვიძებთ (+18)

ამას ყველაზე ცივსისხლიანი ადამიანიც კი ვერ შეხედავს გულგრილად!  
დღის ჰოროსკოპი

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?